მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






UBUNTU Linux-ის ინსტალაცია საკუთარი ხელით

თუ ყველაფერი რიგზეა დავაჭიროთ Install და დავიწყოთ ინსტალაცია! ინსტალაციის გავლის შემდეგ ინსტალერი გამოიტანს ფანჯარას სადაც შეგვატყობინებს, ინსტალაცია დამთავრდა და გადატვირთეთ კომპიუტერიო. დავაჭიროთ “Restart Now”-ს თუ გვინდა გადავიტვირთოთ, ხოლო თუ გვინდა რომ გავაგრძელოთ დისკიდან (ანუ Live CD-დან) მუშაობა, მაშინ დააჭირეთ, “Continue using the live CD”.

მე დავაჭირე “Restart Now”-ს და გადავტვირთე კომპიუტერი, გადატვირთვის დროს, ინსტალერი ერთ მომენტში გაჩერდება და გვეტყვის დისკი ამოიღეთო! ამოვიღოთ დისკი დავაჭიროთ Enter-ს და გავაგრძელოთ გადატვირთვა. ჩატვირთვის დროს Fedora-სგან განსხვავებით 10 წამიანი შეყოვნება დაგვხვდება, იმისათვის, რომ ჩავიტვირთოთ ამა თუ იმ ოპერაციული სისტემით. როგორც სურათზე ჩანს, ჩვენ გვაქვს 4 არჩევანი, აქედან პირველი არის თვითონ Ubuntu, მეორე ისევ Ubuntu ოღონდ ამჯერად აღმდგენი რეჟიმი (Recovery Mode), მესამე არის მეხსიერების გასატესტი უტილიტა (პროგრამა), მეოთხე კი საყვარელი Microsoft Windows XP Professional (თუ დააკვირდით, Fedora-სგან განსხვავებით, Ubuntu საკმაო პატივისცემით ექცევა სხვა ოპერაციულ სისტემებს).

თქვენ შეგიძლიათ ჩატვირთვის მომენტში აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი და ჩაიტვირთოთ სასურველი სისტემით! მოდით ჩავიტვირთოთ Ubuntu-ში და ვნახოთ რას გვთავაზობს იგი.

როგორც ხედავთ Fedora-სგან განსხვავებით, ყველაფერი წესრიგშია, ქართული ფონტების მშვენივრად ჩანს, ჩატვირთვის დროსაც საკმაო დრო გვაქვს რომ ამოვირჩიოთ ჩვენთვის სასურველი სისტემა, ასევე გვაქვს თამაშები, საოფისე პაკეტები, ინტერნეტი (FireFox), მუსიკასთან და ვიდეოსთან სამუშაო პროგრამები, დისკის ჩამწერი პროგრამები და ათასი სხვა უტილიტა... ასე რომ კეთილ მოგზაურობას გისურვებთ Ubuntu-ს სამყაროში...

პირველი გვერდი « 1 2 3 4 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 4
შეფასება: 1.8



გამოხმაურება

გამარჯობა ესეიგი ჩავიწერე ფლეშკაზე სისტემა და დაყენების დროს უბუნტუს ლოგოს ლოადინგის შემდეგ მიგდებს შავთეთრ კუბიკებს მეორეჯერ რო ვცადე რაგაც გამოსახულება გამოჩნდა მარა ვერ გავარჩიე რას მირჩევთ?
04-07-2016, 21:27:28 | BibiTheCrack

გამარჯობათ, ვარ ახალბედა ზედმეტად, ესეიგი, გადმოვიწერე უბუნტი მოცემული ლინკიდან, და დაფორმატირებულ ფლეშკაზე ჩავწერე, ახლა დაყენების დროს მეუბნება ვერაო, დაზიანებულიაო და რამეს ხომ ვერ მირჩევდით?
27-07-2009, 21:04:08 | ilo_elo

Levan13557
რატომ გონია რომ სხვა დისტროები არ ვიცით
მოლედ რა, რაც პოპულალურია იმაზე ვწერთ და რა გინდა?! გა^%&*ბა?
OpenSuse-ზე ფოტოები კი არის მაგრამ სტატიაა დასაწერი ;)
და კიდევ ჭკუას რომ გვარიგებ თუნდაც BSD და Solaris რომ არ არის linux-ის კერნელზე ჯერ ეგ უნდა წაგეკითხა , რა პონტია დეზინფორმაციას გვიკეტებ
20-06-2009, 23:21:45 | otosaxel

30-05-2009, 00:18:50 | Gigs

გადმოვიწერე უბუნტუს ოფიციალური საიტიდან Ubuntu 9.04 Desktop და Ubuntu 8.04 LTS Desktop კიდევ ჩავიწერე სხვისი დისკიდან kubuntu
მაგრამ ენის მენუს ენის არჩევის მერე რომ იწყებს ჩატვირტვას მაგას რომ მორჩება მიწერს ამას:
BusyBox v1.1.3 (Debian 1:1.1.3-5ubuntu) Built-in shell (ash)
Enter 'help' for a list of built-in commands

(initramfs)


ვწერ help-ს და მიწერს ამას:
built-in commands:
_______________
.: alias break cd chdir command continue echo eval exec exit export
false getopts hash help let local pwd read readonly return set shift
time trap true tyre ulimit usask unalias unset wait
[ [[ ash awk basename busybox cat chmod chroot chvt
clear cmp cp cut deallwait dumpkmap exho egrep env expr false fbset
fd flush fgrep grep hostname ifconfig ip kill in loadfont loadkmao is
mkdir mkinfo mknod mkswap mktemp more mountmv openvt pidof printf ps
pwd readlink reset rm rmdir sed setkeycodes sh sleep sort stat sync
tail tce test touch tr true tty umount uname uniq wget yes
სამივე დისკზე. რით შეგიძლიათ დამეხმაროთ?
29-05-2009, 01:31:29 | Gigs

ამ ფედორას და იუბუნტუს მეტი სხვა არცერთი არ იცით ლინუქსი!? არადა რამდენი ოფიციალური უფასო დისტრიბუტივი გააჩნია და რამდენი არაორიგინალი დევს უცხოურ საიტებზე ვინ დაითვლის! ახლა ჩამოვთვლი ყველაზე საუკეთესოებს და ყველაზე პოპულარულებს ეს ქართველმაც უნდა იცოდეს და გამოიყენოს რა ღა დროის windows xp-ა? (2002 წელს გამოშვებული) პირველ ადგილზეა http://www.opensuse.org/ru/ (DVD http://software.opensuse.org/ გადმოწერეთ და სცადეთ უფასოდ ახალი სისტემა არ ინანებთ) 11.1ვერსიაში ყველა პროგრამა რაც კი საჩიროა თან აქვს windisgan განსხვავებით ხარისხიანი და მრავალფეროვანი (firefox 3 openoffice 3.1 dvd audio players და მრავალი სხვა... ) შემდეგ ნაკლებად ცნობილები http://www.altlinux.ru/ , http://www.asplinux.ru/, http://www.debian.org/ , http://www.freebsd.org.ru/, http://www.gentoo.ru/, http://www.knoppix.ru/, http://www.linux-xp.ru/. , http://www.mandriva.ru/, http://www.runtu.org/, http://www.solaris.ru/, მემგონი ეს რაც აქ ჩამოთვლილია საკმარისია აბა თქვენ ი
15-04-2009, 21:42:05 | Levan13557

მე დავაყენე ეს სისტემს მსგრამ ვერც ფილმები გავიშვი და ვერც მუსიკა ტუ მასწავლით რა მოვუხერხო სიამოვნებით გადავალ ამ სისტემაზე
20-12-2008, 18:50:18 | BERETA666

როგორც ჩანს მეც ვცდი ამ სისტემაზე გადასვლას. ჩემი თხოვნა იქნებოდა უფრო მეტი მასალის მოწოდება ჩემნაერი ახალბედებისათვის
28-08-2008, 01:35:15 | rokinat

ok, ყველაფერი გასაგებია და ძალიან მარტივი, მაგრამ swap თუ საჭირო რაღაცაა რატო ვექცევით ასე უმოწყალოდ და ერთი აბზაციც ვერ გავიმეტეთ?
15-05-2008, 05:44:03 | zura19811

მეყენა პატიოსნად ubuntu 7, შემდეგ update managerit განვაახლე მე-8 ვერსიამდე და... ეკრანს ვეღარ ხედავს არადა 17-იანი LG LCD მონიტორია
02-05-2008, 00:12:10 | mishutka


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.