ზემოთ მოცემული კომპლექტაცია კონკრეტულად ჩვენი E11IS2 მოდელებისთვისაა განკუთვნილი. რეალურად არსებობს სხვა კომპლექტაციებიც, მაგ: უფრო დიდი ზომის ბატარეით, მყარი დისკით და ა.შ.
რაც შეეხება ჩვენს ვარიანტს - ერთადერთ ნაკლად კომპექტაციაში შეიძლება 16 გბ-იანი SSD ჩავთვალოთ (ოპციაში არის 32 გბ-იანი SSD-ც). მზა ნეტბუქზე დარჩენილი თავისუფალი ადგილი დისკზე 3.5-4 გბ-ია, რომლის გავსებაც საკმაოდ მალეა შესაძლებელი. რაც შეეხება დისკურ მეხსიერებას, HDD-სა და SSD-ს შორის არჩევანის ამ უკანასკნელზე შეჩერება, თავისთავად, გამართლებულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პირველკლასელების კომპებს ეხება. ერთადერთი მოძრავი დეტალი, რომელიც ახალ "ბუკებშია" დარჩენილი, პროცესორის ქულერის ვენტილატორია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნეტბუქს აქვს ერთი SD/MMC/MS/MS Pro გაფართოების სლოტი, რომლის საშუალებითაც დისკური მეხსიერების მოცულობის გაზრდაა შესაძლებელი.
ზომებით "ბუკი" საკმაოდ კომპაქტურია, მუშაობისას გრილია, მსუბუქია და ლამაზი. მონიტორი (InfoVision-ის 10.1"-იანი M101NWT2 R2) საკმაოდ ხარისხიანია, ფერების გადმოცემა ნორმალური. მიუხედავად იმისა, რომ ხედვის კუთხეები არც ისე შთამბეჭდავია, ეს ნაკლი შეიძლება დადებით მხარედაც ჩაითვალოს - ბავშვები ერთმანეთის "ბუკებში" ყურებას არ დაიწყებენ :)
"ბუკი"-ს მონიტორი (დააწკაპუნეთ სურათზე სრულ ზომაში სანახავად)
რაც შეეხება კლავიატურას, ღილაკები საკმაო ზომისაა და მისი გამოყენება არ გაუჭირდება ზრდასრულ ადამიანსაც კი. ასევე, ინგლისურთან ერთად, ღილაკებზე დატანილია ქართული ანბანიც. თვითონ კლავიატურა წყალგამძლეა და ერთბაშად 100 მილილიტრი წყლის გადასხმას უძლებს.
"ბუკი"-ს კლავიატურა (დააწკაპუნეთ სურათზე სრულ ზომაში სანახავად)
თაჩპედიც საკმაოდ კარგი ხარისხისაა. ტესტირებისას მისი გამოყენებისას პრობლემები არ შექმნილა მგრძნობელობასთან დაკავშირებით. ღილაკები საკმაოდ რბილი და ინფორმატიულია.
"ბუკი"-ს თაჩპედი (დააწკაპუნეთ სურათზე
სრულ ზომაში სანახავად)
ასევე საინტერესოა "ბუკის" ჩართვა-გამორთვის ჭკვიანი ღილაკიც - როდესაც ნეტბუქი ბატარეაზე მუშაობს და ქსელიდან გამორთულია, მის ჩასართავად ღილაკზე თითის დაჭერა 1-2 წამითაა საჭირო, ანუ ასეთ დროს შემთხვევითი ხელის მოხვედრით კომპს ვერ ჩართავთ. ჭკვიანი ღილაკი სხვანაირად მუშაობს, როცა "ბუკი" ელ-ენერგიას კვების წყაროდან იღებს - ღილაკზე შეხება და ნეტბუქის "დაქოქვა" ერთია :)
"ბუკი"-ს ჭკვიანი ღილაკი (დააწკაპუნეთ სურათზე
სრულ ზომაში სანახავად)
აქვე შევეხოთ ბატარეასა და კვების ბლოკსაც. ბატარეა ლითიუმ-იონური ტექნოლოგიითაა დამზადებული. მისი ტექნიკური მახასიათებლებია 23.76 ვტ.სთ / 2200 მა.სთ / 10.8 ვოლტი. ბატარეა Gallopwire-ის მიერაა დამზადებული, ჩინეთში. კვების ბლოკის მწარმოებელი კი Lite-ON-ია და მუშაობს როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ ქსელებთან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 100-დან 240 ვოლტამდე.
"ბუკი"-ს ბატარეა და კვების ბლოკი
(დააწკაპუნეთ სურათზე სრულ ზომაში სანახავად)
რაც შეეხება "ბუკის" ერთადერთ მოძრავ ნაწილს, პროცესორის ქულერს, ის არც ისე ხმაურიანია. თუმცა, დროდადრო მომხმარებელს თავს ახსენებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მინიატურულ ატომურ პროცესორს ვტანჯავთ ხოლმე.
ნეტბუქს გავლილი აქვს 70 სმ-იანი "დროპ" ტესტი 6-ვე გვერდიდან და 4-ვე კუთხიდან. ეს ნიშნავს, რომ ამ სიმაღლიდან დავარდნა "ბუკისთვის" საფრთხეს არ წარმოადგენს და არ დაზიანდება. აღსანიშნავია, რომ ლეპტოპებისთვის სტანდარტული დროპ-ტესტი 30 სმ-ით განისაზღვრება. ნეტბუქს გამძლეობას უნიკალური კონსტრუქციაც მატებს - გვერდები მომრგვალებულია, რაც დაცემისას კუთხეებზე ზემოქმედებას ამცირებს. აპარატურა კი "ბუკს" ცენტრალურ ნაწილში, კლავიატურის ქვეშ აქვს განლაგებული. ნეტბუქები ასევე აღჭურვილია აქსელერომეტრით, რაც მნიშვნელოვანია იმ მოდელებისთვის რომლებსაც ოპციაში HDD მოყვებათ. აქსელერომეტრის მაჩვენებლების მიხედვით ხდება მყარი დისკის მართვა და დაცვა დაზიანებისგან.
"ბუკი"-ს სრული გალერეა შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.
დამატებით, შეგიძლიათ გადმოწეროთ AIDA64-ით გამზადებული "ბუკი"-ს სრული აპარატურული რეპორტი, სადაც მიიღებთ დაწვრილებით და დეტალურ ინფორმაციას ნეტბუქის აპარატურულ შესაძლებლობებზე.
ესეც Device Manager-ის სრული სურათი, სადაც "ბუკის" ყველა მოწყობილობა ჩანს:
ასევე, გთავაზობთ "ბუკის" აპარატურული შესაძლებლობების ვიდეო პრეზენტაციას:
ამ ბმულზე კი შეგიძლიათ იხილოთ "ბუკის" მოხმარების ინტერაქტიული ინსტრუქცია.
არანაირი წამალი არ
სჭირდება.ბუკს უკან აწერია
სარეგისტრაციო ნომერი და ის
შეიყვანე ! მეორე
სარეგისტრაციო ნომერიც
მოყვება კომპლექტში
math-ისთვის.
სამინისტროს IT
სეციალისტი;გაგა გუგავა
რათ უნდა პირველ კლასელს
ნოუთბუქი? თუგინდ მე-4 ან მე-6
კლასელს?! რას ისწავლიან მაგ
ნოუთბუქით, რაც სარგებელს
მოუტანთ მომავალში? ორიოდე
წონიანი ("ატომური წონის"
მხრივ - (C) domen) არგუმენტი
საკმარისი იქნება!
არანაირი წამალი არ სჭირდება.ბუკს უკან აწერია სარეგისტრაციო ნომერი და ის შეიყვანე ! მეორე სარეგისტრაციო ნომერიც მოყვება კომპლექტში math-ისთვის.
სამინისტროს IT სეციალისტი;გაგა გუგავა