BenQ EW2430 მონიტორი
წარდგენიდან სამი თვის შემდეგ, დაიწყო 24-დუიმიანი BenQ EW2430 მონიტორის შიფინგი და რამდენიმე დღეში ის ევროპაშიც გამოჩნდება. მას გააჩნია VA (Vertical Alignment) პანელი, LED-ბექლაიტი, ალუმინის სწორი სადგამი და გაფორმებულია შავ ფერში.
ხედვის კუთხე 178/178 გრადუსია, რეზოლუცია შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს, სტატიკური კონსტრასტის მაჩვენებელი 3,000:1-ზე, დინამიურის კი - 20,000,000:1-ზე. აღჭურვილია 3W სპიკერებით, D-Sub, DVI და HDMI, ასევე ოთხი USB პორტითა და გამოსახულების გაუმჯობესების ტექნოლოგია Senseye 3-ით (ექვსი წინასწარ დაყოფილი რეჟიმით).
მწარმოებლის თქმით, მონიტორის ფასი 279 ევრო იქნება, თუმცა ამ მომენტისათვის არსებულ ლისტინგებში ის უკვე შეინიშნება (პრე-ორდერით) და ღირს 237€.
![Posted Image](http://s1.ipicture.ru/uploads/20110317/n5mBRyBa.jpg)
სიახლის ავტორი: X-treme user
წყარო: Overclockers.ge
![](http://www.compinfo.ge/uploads/articles/oc_ge_logo_small.png)
ბეჭდვითი ვერსია | 12-04-2011, 22:14:00 | Power_VANO
|
|
|