GetRight PRO
უნდა აღინიშნოს, რომ დაგვჭირდება მაინცდამაინც PRO ვერსია, რადგან სტანდარტულ პაკეტში ვებ ინტერფეისი არ მოყვება. მოკლედ დავიწყეთ, გახსენით პროგრამა და შედით Tools -> GetRight Configuration (F8) მონახეთ GetRight Pro განყოფილება და შემდეგ Web Access. მონიშნეთ Enable Web Access ჩაწერეთ მომხმარებელი, პაროლი და პორტი (ასევე შესაძლებელია გვერდის სათაურის მითითებაც :-).
ამ ყველაფრის ჩაწერის და OK-ს დაჭერის შემდეგ გახსენით ბროუზერი და ჩაწერეთ http://თქვენიგარეIP:პორტი ან შიდა ქსელისათვის http://localhost:8082 ჩაწერეთ მომხმარებელი და პაროლი და შეხვალთ ვებ ინტერფეისზე, რომელიც არც თუ ისე კარგად გამოიყურება :-)
ინტერფეისში ისედაც გაერკვევით, მანამდე კი განახებთ როგორ დაამატოთ ახალი გადმოსაწერი ბმული, გადადით გვერდზე Tools შემდეგ ველში URL ჩაწერეთ გადმოსაწერი ბმული და დააჭირეთ ღილაკს Add Download და შემდეგ ღილაკს/ბმულს Start Download
ასევე შეგიძლიათ, ქვედა ველში URL List დაამატოთ რამდენიმე ბმული მასიურად გადმოწერისათვის.
ბოლოს
დღეისათვის სულ ეს იყო, მართალია სტატია ზომით პატარაა, მაგრამ საკმაოდ საჭირო და გამოსადეგ ინფორმაციას შეიცავს ჩემი აზრით :-)
პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი
ადმინ იქნებ გამარკვიო როგორ კეტდება ან თუ კეთდება ეს საერთოდ, რამდენჯერმე ვცადე და არშვება