NVIDIA nForce 700i Series
ახალი ჩიფსეტები Intel-ის პლატფორმისთვის
NVIDIA nForce 780i MCP ჩიფსეტი nForce 780i SLI პირველი პროდუქტია, რომელიც განკუთვნილია იმ კომპონენტებთან სამუშაოდ, რომლებიც ESA პროექტის ჩარჩოებში არიან ლიცენზირებული (ESA-ს შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ).
nForce 780i SLI ჩიფსეტს აქვს 62 PCI Express სალტის მხარდაჭერა, რომელთაგან 32 განკუთვნილია PCI Express 2.0-სთვის. PCI Express 2.0-ის წარმადობა ძველ PCI Express 1.0-თან შედარებით, ორჯერ მეტია. ეს ნიშნავს, რომ PCIe 2.0 x16-ის მაქსიმალური გამტარობა იქნება 8 გბ/წმ. ჩიფსეტი საშუალებას იძლევა, 32 სალტის კონფიგურირება მოხდეს როგორც 2x16, 4x8, 1x16 ან 2x8. დარჩენილი 30 PCI Express 1.0 სალტის კონფიგურება შესაძლებელია, როგორც 1x16, 1x8 ან 6x1. NVIDIA nForce 780i SLI-ს აქვს 3-Way SLI ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც საშუალებას გვაძლევს ვამუშავოთ სამი ვიდეო დაფა SLI რეჟიმში 3-Way SLI Connector-ის საშუალებით. ყველა დედა დაფა, რომელიც აწყობილი იქნება nForce 780i SLI ჩიფსეტზე და ექნება 3-Way SLI ტექნოლოგიის მხარდაჭერა, აღიჭურვება 3-Way SLI Connector-ით. დღეისთვის, 3-Way SLI სისტემის აწყობა შესაძლებელია მხოლოდ NVIDIA GeForce 8800 GTX ან NVIDIA GeForce 8800 Ultra ვიდეო დაფების გამოყენებით. 3-Way SLI რეჟიმის ჩართვა ხდება NVIDIA Control Panel უტილიტის დახმარებით.
nForce 780i ჩიფსეტი შედგება სამი მიკროსქემისაგან: nForce 780i SPP (NF780i-SLI), nForce 570 MCP (NF570I) და nForce 200 (NF200-SLI). NVIDIA nForce 200 წარმოადგენს PCI-Express კომუტატორს, ერთი შემომავალი და ოთხი გამავალი პორტით. NVIDIA nForce 780i SLI MCP-ს გამომავალი პორტები შესაძლებელია კონფიგურირებულ იქნეს, როგორც ორი x16 PCIe 2.0 ან ოთხი x8 PCIe 2.0 პორტი. ჯამში, nForce 780i SLI MCP-ს მიკროარქიტექტურა საკმაოდ ჰგავს nForce 680i SLI MCP-ს მიკროარქიტექტურას. ჩიფსეტი მზადდება 90 ნმ ტექნოპროცესის გამოყენებით კომპანია TSMC-ს ქარხნებში. ახალ ჩიფსეტს აქვს ყველა თანამედროვე Intel Socket 775 პროცესორის მხარდაჭერა, მათ შორის Core 2 Extreme, Core 2 Quad, Core 2 Duo, Pentium და ახალი 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული Penryn ოჯახის პროცესორები - Yorkfield და Wolfdale. პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი |
|
did electro energias moixmars es