ქართული გეიმ დეველოპინგი ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომელიც საქართველოში საკმაოდ რთულად ვითარდება, ძირითადად ფინანსების უქონლობის გამო. ფინანსური მხარის გამო ჩავარდა ისეთი დიდი პროექტიც, როგორიც ARMA-ს ქართული მოდის შექმნა იყო (ლინკი თემაზე - კომპინფოს ფორუმზე). პროექტს ირაკლი ქოქრაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ბევრი თქვენგანი ალბათ უფრო Abnormalia-ს სახელით იცნობთ. Abnormalia წლებია ცდილობს ამ სფეროს განვითარებას და ქართველი გეიმ დეველოპერების გაერთიანებას. ამისთვის საიტიც არსებობს: http://geogamedev.net/forums
რაც შეეხება ჩვენს ნიუსს - თქვენ, კომპინფოს მომხმარებლებსა და მკითხველებს, ვისაც ქართული გეიმ დეველოპინგის განვითარება გსურთ, დღეს რეალურად შანსი გაქვთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში.
საიტ Muse Games-ზე ამასწინათ საკმაოდ სერიოზული კონკურსი გამოჩნდა (http://musegames.com/game/submittedGames.do?order=votes). გეიმ დეველოპერებს ეძლეოდათ რეალური შანსი მოეპოვებინათ 10000 მარადმწვანის ტოლი დაფინანსება, დახმარება Muse Games-ისგან თამაშის დასრულებასა და შემდგომ მის გაყიდვაში. ერთადერთი, რაც საჭირო იყო, სტუდიებს თამაშის კონცეპტი და მუშა დემო ვერსია უნდა წარედგინათ. მოკლედ, Abnormalia-მ, ცხადია იცოდა ამ კონკურსის შესახებ და ინფორმაცია მიაწოდა ქართული კაზუალური თამაშების სტუდია Jump or Fall-ს.
10000 დოლარი მცირე თანხა არაა, ამ ფულით საწყის ეტაპზე სტუდიას შეეძლება თამაშის ძრავი, აპარატურა და სხვა საჭირო ტექნოლოგიები შეიძინოს. Jump or Fall-მაც არ დაიზარა და კონკურსისთვის წარმოადგინა თავისი თამაში Sheepomania. ჯერჯერობით თამაში 0.1.5 ვერსიაა, იგი დაჩქარებული წესით მომზადდა კონკურსისთვის და როგორც ავტორები გვპირდებიან, მალე დაემატება საკმაოდ ბევრი სიახლე როგორც კონცეპტს, ასევე გეიმპლეის.
ახლა კი, გადავიდეთ მთავარზე: ქართულ სტუდიას კონკურსში კონკურენტებიც ჰყავს. ფინალში გასასვლელად კი საჭიროა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობის დაგროვება. ხმის მისაცემად უნდა შეხვიდეთ Muse Games-ის საიტზე, კონკურსის განყოფილებაში: http://musegames.com/game/submittedGames.do?order=votes და თამაშ Sheepomania-ს მისცეთ ხმა. გაითვალისწინეთ, ხმის მისაცემად საჭიროა საიტზე რეგისტრაციის გავლა. თუმცა, ჩვენი თოხვნა იქნება, ნუ დაიზარებთ ამ პროცესის გავლას. ეს რეალური შანსია, მიეცეს ქართულ თამაშების სტუდიას შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს და საქმიანობა სერიოზულ დონეზე დაიწყოს.
წარმატება და კონკურსში გამარჯვება ვუსურვოთ სტუდია Jump or Fall-ს!
World of Warcraft-ი იმ მცირერიცხოვანი თამაშების რიგს განეკუთვნება, რომელიც, რეალურად, შეიძლება შედევრად აღიარო. WoW-ს მილიონობით ადამიანი თამაშობს ყოველდღიურად, მთელი მსოფლიოდან. მათ შორის, ქართველებიც, რომელთა რიცხვი არც თუ ისე მცირეა. რაც მთავარია, WoW-ს მოთამაშეთა რაოდენობა მუდმივად მზარდია.
სწორედ ამ მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის დამატებითი კონტენტის შექმნის მიზნით, Blizzard-მა ხელშეკრულება გააფორმა გამომცემელ Future-თან, რომელიც შეთანხმების შესაბამისად, ყოველკვარტალურ ჟურნალს, World of Warcraft: The Magazine-ს გამოსცემს. ჟურნალი ხელმისაწვდომი იქნება და ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ ენებზე. მისი ყიდვა მომხმარებელს World of Warcraft-ის ანგარიშის მენეჯმენტის ან ჟურნალის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეეძლება.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
როგორც იცით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Microsoft-ი იძულებულია, Windows 7-ის იმ ვერსიებში, რომლებიც ევროპაში გაიყიდება, ბროუზერების ასარჩევი ეკრანი ჩააშენოს. გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და MS-იც დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ფორუმზე იხილოთ (ყურადღება მიაქციეთ ასარჩევ ეკრანს - რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, იგი ჩვენს საყვარელ Internet Explorer-ში ეშვება).
რამდენიმე დღის წინ Microsoft-მა განაცხადა, რომ ასარჩევ ეკრანს Office 2010-იც მიიღებს. ოფისის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს ფაილის ფორმატები, რომლებშიც დოკუმენტების შენახვა იქნება შესაძლებელი. არჩევანის ეკრანი პროგრამის პირველი გაშვებისას გამოჩნდება და არჩევანი ძალაში დარჩება იქამდე, სანამ მომხმარებელი თვითონ არ შეცვლის მას.
სამწუხაროდ, MS-ს არ გამოუქვეყნებია არჩევანის ეკრანის სურათები. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ DOC/DOCX ფაილებსა და ღია კოდის ODF ფორმატზე. WindowsITPro-ს ინფორმაციით EU-სა და Microsoft-ს შორის აღნიშნულ საკითხზე 10 წლიანი შეთანხმება არსებობს, შესაბამისად, Office-ს არჩევანის ეკრანი ძალაში 10 წლის მანძილზე იქნება.
Microsoft-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, დაწყებული Office 2010-დან, მომხმარებლებს, რომლებიც Office პროგრამების ნაკრებს ევროპის ეკონომიკურ ზონაში შეიძენენ, საშუალება ექნებათ აირჩიონ ძირითადი ფაილის ფორმატი, რომელშიც დოკუმენტები შეინახება. ასევე, Microsoft-ი შესაძლებელს გახდის აღნიშნული პროცესის ავტომატიზირებას ევროპული კომპანიებისთვის, რომლებსაც საშუალება ექნებათ აირჩიონ ფაილის ფორმატები, რომლებსაც მათი მომხმარებლები გამოიყენებენ.
საინტერესო ამ ნიუსში ორია - ერთი თვითონ ოფისის პროგრამების არჩევანის ეკრანი, მეორე კი - როდემდე/სადამდე EU, როდემდე/სადამდე?
Windows 7 პრაქტიკულად უკვე მზადაა, უკვე არსებობს ოფიციალური RTM ვერსიები, რომლებითაც დაკომპლექტდება პერსონალური კომპიუტერები და ლეპტოპები და რომლებიც ფართო გაყიდვაში გაეშვება ოქტომბრიდან. იმის გამო, რომ Windows 7-ზე მომუშავე ჯგუფი საკმაოდ ენერგიულად მუშაობდა, ცოტა რთულია, ვივარაუდოთ, როდისთვის გამოვა Windows 8, ჩვენი საყვარელი ფანჯრების შემდეგი ინკარნაცია.
როგორც UX Evangelist ბლოგი იტყობინება, Windows 8 2012 წელს იხილავს მზის სინათლეს. სურათი, რომელსაც ზემოთ ხედავთ, ბლოგის მტკიცებით Microsoft-ის იტალიური წარმომადგენლობიდანაა გაპარული.
მიუხედავად იმისა, რომ როუდმეპის სურათი შესაძლოა, უბრალოდ ფოტოშოპის შედეგი იყოს, ვიცით, რომ Windows-ის შემდეგ ვერსიაზე Microsoft-ში უკვე მუშაობენ. Windows 7-ის გამოშვების ტემპებიდან გამომდინარე კი 2012 წელი ალბათ საბოლოო ვადა იქნება. თუმცა, ამ ვადის ოდნავ გადაწევაც შესაძლებელი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, Windows 7-მა იმედები გაამართლა და საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება.
შეიძლება ძალიან გეწყინოთ, მაგრამ ვინც ამჟამად Windows XP-ს მომხმარებელი ბრძანდებით, Windows 7-ზე გადასვლისას სუფთა ინსტალაციის ამორჩევა მოგიწევთ, აპგრეიდის შესაძლებლობა ახალი ოპ. სისტემის ინსტალაციისას თქვენთვის არ იარსებებს. რაც შეეხება Windows Vista-ს, ამ შემთხვევაში Microsoft-ი გაცილებით ლოიალურია - სხვადასხვა შემთხვევაში შესაძლებელია როგორც განახლება, ასევე სუფთა ინსტალაცია. გთავაზობთ დეტალურ ცხრილს, სადაც ნახავთ თუ რომელი ოპ. სისტემიდან რა საშუალებები არსებობს Windows 7-ზე გადასასვლელად:
რომელ გზას აირჩევთ თქვენ?
გიყვართ მუსიკა? ვის არ უყვარს. მაგრამ ხშირად ხდება, რომ ერთსა და იმავე სიმღერებზე "იჭედებით", გბეზრდებათ და არ იცით, ახლის ძებნა სად დაიწყოთ? ან არ გაქვთ ის კომპოზიცია, რომლის მოსმენაც გინდათ და მოძებნა-ჩამოტვირთვაც გეზარებათ? მაშინ Spotify ზუსტად თქვენთვისაა, მოძებნეთ და მოუსმინეთ ნებისმიერი ჟანრის ნებისმიერ მომღერალს ნებისმიერ დროს, ყველანაირი ჩამოტვირთვების და ლოდინის გარეშე! Spotify-ს ქონა თითქმის მთელი მუსიკალური სამყაროს ქონას ნიშნავს.