მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2010
Friday, 12.February 2010

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


12 თებერვალი - Radeon HD 5570

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 8 თებერვლისთვის.

Radeon HD 5570
 @ Techgage
 @ HotHardware
 @ Legion Hardware
 @ Tweaknews
 @ Bjorn3D
 @ OCC
 @ Legit Reviews
 @ Tweaktown
 @ Elite Bastards
 @ HardwareHeaven
 @ Hardware Canucks
 @ Hi Tech Legion

აუდიო
Artic Cooling E361-WM Earphones @ Vortez

კეისები
Corsair Obsidian 800D @ ThinkComputers
Apex/Maxcube Vortex 3620 @ 111design
Thermaltake Element V @ XtremeComputing
Thermaltake Element V @ Pro-Clockers

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

23:30,   Power_VANO  |  30960 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 09.February 2010

ბეჭდვითი კომპინფო №1 (ჟურნალის PDF ვერსია)


დიდი ხნის სურვილი ასრულებულია!

კომპინფო 2003 წლის 8 ივლისს დაარსდა, როგორც პირველი ქართული ონლაინ ჟურნალი. ონლაინ ჟურნალის პირველი ნომერი იმავე წლის აგვისტოში გამოიცა, სულ, ჯამში 27 ნომერი. 27-ვე ნომერი ამჟამადაც ჩვენს საიტზეა განთავსებული. მაგ გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2004 წლის 1 მაისიდან, კომპინფომ ინტერნეტიდან ფურცლებზე გადაინაცვლა (ბეჭდვითი ჟურნალის გამოშვების შემდეგ ონლაინ ვერსიის გამოშვება მცირე ხნით კვლავ გაგრძელდა, შემდეგ კი შეწყდა), ჟურნალი ყოველთვიურად ბეჭდვითი სახით გამოდიოდა. მკითხველის წახალისების მიზნით, 2004 წლის ოქტომბრიდან ჟურნალში დაწესდა კონკურსები, რომელშიც ფასიანი პრიზები თამაშდებოდა. ჯამში, ბეჭდვითი კომპინფოს 30 ნომერი გამოვიდა (ბოლო 2007 წლის აპრილში). შემდეგ კი, ბეჭდვითი ჟურნალის გამოცემაც შეწყდა. მიზეზები საკმაო იყო: სერვერის პრობლემები, დროის სიმცირე...

ამ პერიოდის მანძილზე მუდმივად ვიღებდით თხოვნებს ჩვენი მომხმარებლებისგან, რომ ბეჭდვითი კომპინფო ჩვენს საიტზეც დაგვედო. ზოგიერთს კოლექციის შევსება სურდა, ზოგს სულ არ ჰქონდა წაკითხული ბეჭდვითი კომპინფო და აინტერესებდა, ზოგს კი ნოსტალგიის გრძნობა აწუხებდა.

როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიღებულია :-) დღეიდან, ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფოს თითო ნომერი კვირაში ერთხელ ჩვენს საიტზე დაიდება, ჩამოსატვირთად. ჟურნალი ხელმისაწვდომია PDF ფორმატში, ასე რომ, მისი გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ პლატფორმაზე, ბევრ თანამედროვე მობილურ ტელეფონშიც კი.

მოკლედ, ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფოს პირველი ნომრის ჩამოსატვირთად, მიჰყევით ამ ბმულს.

15:47,   Power_VANO  |  102891 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 08.February 2010

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


8 თებერვალი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 8 თებერვლისთვის. 

კეისები
NZXT Beta EVO @ ThinkComputers

პროცესორები
AMD Athlon II X2 240 @ Ultimatehardware

ოპ. მეხსიერება
Corsair Dominator GTX2 PC3-18000 @ Hardware Canucks
OCZ 4GB DDR3 PC3-15000 Platinum @ Elite Bastards

დედა დაფები
Gigabyte GA-P55-UD6 @ PCStats
ASUS P7H55D-M EVO & Intel DH55TC @ Techgage
MSI P55-GD85 @ Hardware Secrets
ECS A785GM-AD3 @ OCC

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

10:45,   Power_VANO  |  29443 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 07.February 2010

Intel Core i5 და i7 ახალი მოდელები


გამოსვლის თარიღი

მთავარი გმირი მარტის ანონსში (16 მარტს) იქნება Intel-ის Core i7-980X 3.33GHz Extreme Edition (Gulftown)LGA 1366 სოკეტზე, რომლის ინჟინერულმა ნიმუშებმა უკვე საკმაოდ კარგად გვაჩვენეს თავი ექსტრემალ აჩქარებაში. ამასთან ერთად როგორც საიტი ocworkbench.com იუწყება, იაპონურ წყაროებზე დაყრდნობით Intel აპირებს კიდევ რამოდენიმე მოდელის ანონსს Nehalem და Westmere არქიტექტურაზე.

ესეც ანონსი დეტალებში:

  • Core i7-930 (2.8 GHz, ოთხი ბირთვი) -> 28 თებერვალი;
  • Core i7-980X Extreme Edition (3.33 GHz, ექვსი ბირთვი) -> 16 მარტი;
  • Core i5-680 (3.6 GHz, ორი ბირთვი) -> აპრილი-მაისი;
  • Core i7-880 (3.06 GHz, ოთხი ბირთვი) -> მეორე კვარტალი;
  • Core i3-550 (3.2 GHz, ორი ბირთვი) -> მეორე კვარტალი;
  • Pentium E6700 (3.43 GHz, ორი ბირთვი) -> მეორე კვარტალი;
  • Core i7-970 (3.2 GHz, ექვსი ბირთვი) -> მესამე კვარტალი.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

12:35,   Power_VANO  |  82250 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Mass Effect 2


როგორც იქნა ციტადელის კონსულმა ირწმუნა, რომ რიპერები - მანქანათა უძველესი რასა მართლაც არსებობს და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მთელი გალაქტიკისათვის. პანიკის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი მოღალატე სპექტრს (სარენს) დაბრალდა, მეთაური შეპარდი კი გეთებთან საბრძოლველად გაგზავნეს. ერთი შეხედვით ყველაფერი დასრულდა...

...მაგრამ მათთვის, ვინც სიმართლე იცის, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება...

ერთ-ერთი სადაზვერვო მისიისას ჯერ კიდევ უცნობი (და ახალი) მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით ანადგურებს Normandy-ს, შეპარდი კი ღია კოსმოსში გაგლეჯილი სკაფანდრით აღმოჩნდება...

BioWare ზუსტად მისდევს დაგეგმილ გრაფიკს, არ გვიგვიანებს თამაშებს... ME2-ის სიუჟეტიც ისე განავითარეს, რომ მოთამაშეს მეორე თამაშში შეუძლია "შეიყვანოს" პირველი თამაშის პროფილი (რომელსაც სამწუხაროდ მცირედ, მაგრამ მაინც აქვს გავლენა ME2-ის სიუჟეტზე) და ამასთან მაინც შეცვალოს შეპარდის გარეგნობა. რათქმაუნდა, შეპარდი ხომ ღია კოსმოსში აღმოჩნდა, ფაქტობრივად მოკვდა და თავიდან "ააწყვეს", ასე რომ რა გახდა ერთი პლასტიკური ოპერაცია :-D და იცით რამდენი წელი გავიდა ME1-სა და ME2-ს შორის თამაშში? ზუსტად იმდენი, რამდენიც რეალობაში - 2 წელი და კიდევ ცოტა (PC ვერსიას ვგულისხმობ, თორემ კონსოლებზე ჯერ კიდევ 2007-ში იყო ME1)...

სტატიის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს

12:31,   Power_VANO  |  44662 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 06.February 2010

Warcraft (ფილმი) ოფიციალურად წარმოებაში ჩაეშვა


Work, Work. Yes me'lord

ყველა ასე თუ ისე დამწყებმა გეიმერმაც კი იცის Blizzard-ის Warcraft სერიის თამაშების შესახებ. Warcraft-ის ბოლო გაბრწყინება ონლაინ-მულტიპლეერი, MMORPG სტილის თამაში World of Warcraft-ია, რომელშიც რამდენიმე მილიონი ადამიანია ოფიციალურად (არსებობს არაოფიციალური სერვერებიც) ჩართული.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ Blizzard-ი ალაპარაკდა Warcraft სერიის ფილმად ქცევის შესახებ. თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ ფილმს თვითონ Blizzard-ი შექმნიდა (თუ გავითვალისწინებთ მის მიერ შექმნილ უამრავ ტრეილერს, რომელთა უმეტესობა ძალიან მაღალი ხარისხისაა, ფილმიც მშვენიერი უნდა გამოსულიყო), თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Warcraft Movie-ს "სხვები" დაამზადებდნენ.

IMDB-ს ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი სემ რაიმი იქნება (აწ უკვე გადადებული "ადამიანი-ობობა 4"-ის რეჟისორი), კრის მეთცენი კი სცენარისტი. ასევე IMDB-ს ინფორმაციით, ფილმი კინოთეატრებში 2011 წელს უნდა გამოვიდეს, თუმცა სტატუსი 2009 წლის 22 ივლისის შემდეგ არ განახლებულა, ამდენად, ინფორმაციის სისწორეზე საუბარი რთულია.

რაც შეეხება რეალურ სიახლეებს, ფილმის პროდიუსერმა, რობერტ ტაპერტმა განაცხადა, რომ Warcraft Movie წარმოებაშია ჩაშვებული. მისი თქმით, ამ ეტაპზე სცენარი მუშავდება. რაც შეეხება სემ რაიმის, ძია რობერტმა განაცხადა, რომ სემის ნაცვლად ვერ ილაპარაკებს. ასე რომ, სემ რაიმის რეჟისორად დამტკიცების ამბავი არ დადასტურდა.

იმედია ფილმს 2011 წელს მართლაც ვიხილავთ კინოთეატრებში.

11:05,   Power_VANO  |  36943 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

GTX 480 და GTX 470 - პირველი ვიდეო დაფები NVIDIA GF100 სერიიდან


"კარდონის" ვიდეო დაფებს უკვე სახელებიც აქვთ :)

როგორც უკვე იცით, NVIDIA თავის ახალი GF100  სერიის ვიდეო დაფებს უკვე აწარმოებს TSMC-ს ფაბრიკებში. იმის გამო, რომ უამრავ დეტალს დღემდე საიდუმლოდ ინახავს კომპანია, GF100 სერიის ვიდეო დაფებს ხუმრობით "კარდონის" ვიდეო დაფებს უწოდებენ ხოლმე :)

დღეისთვის მომავალ ვიდეო დაფებს უკვე სახელებიც შეურჩია მშობელმა - რამდენიმე დღის წინ, NVIDIA-ს ოფიციალურ Twitter-ის ანგარიშზე დაიდო ინფორმაცია, რომ GF100 სერიის პირველ ვიდეო დაფებს GTX 480 და GTX 470 ერქმევათ.

უფროსი ძმა GeForce GTX 480 უმაღლესი წარმადობის მოდელი იქნება, ხოლო GTX 470-ში სავარაუდოდ შემცირებული იქნება როგორც სიხშირეები, ასევე CUDA ბირთვების რაოდენობაც. ამას ემატება GF100-ის ბირთვის დიდი ზომა, რაც წარმოების პრობლემებს ქმნის. შესაბამისად, წუნდებული ჩიპების ნაწილი, შესაძლოა, სწორედ GTX470-ში ვიხილოთ.

როგორც ჩანს, კომპანია ახალ ვიდეო დაფებს მთლიანად 400-იან სერიაში უშვებს. GeForce 300 სერიის წარმომადგენელი მხოლოდ ერთია -  GeForce 310, რომელიც OEM-რებრენდირებული GeForce 210-ია, DirectX 10.1-ის მხარდაჭერით.

10:49,   Power_VANO  |  176870 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


6 თებერვალი - Radeon HD 5450

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 6 თებერვლისთვის. დღეს ყურადღების ცენტრში AMD-ს ახალი ვიდეო დაფა, Radeon HD 5450-ია, რომელიც სულ 2 დღის წინ გაეშვა ბაზარზე.

Radeon HD 5450
 @ AnandTech
 @ Legion Hardware
 @ Hardware Canucks
 @ Tweaktown
 @ OCC
 @ Legit Reviews
 @ Benchmark Reviews
 @ Techgage
 @ ASE Labs
 @ Pro-Clockers
 @ HardwareHeaven

კეისები
XClio Blackhawk @ Tweaktown
In Win Fanqua @ Hardware Bistro

გაგრილება
Noctua NH-D14 @ Pro-Clockers
Noctua NF-P14 @ BayReviews

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

10:40,   Power_VANO  |  26308 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 03.February 2010

YouTube სიახლეები


მნიშვნელოვანი განახლებები
ყურადღების ღირსია ბოლო დროს YouTube-ზე მომხდარი ცვლილებები, რომლებმაც, მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, კომპანიისთვის დამახასიათებლად, ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩაიარეს. 20 იანვარს ვიხილეთ  HTML5-ის მუშა მხარდაჭერა, TestTube სერვისის საშუალებით. 21-ში საცდელი, საგრძნობლად გამარტივებული ვიდეოს გვერდი. იმავე დღეს - Music Discovery Project, განახლებულ ვიდეო დამკვრელთან ერთად.



ლოგიკური კითხვა, რომელიც შეიძლება დაგებადოთ: "რა არის HTML5?"

როგორც ინჟინრები გვპასუხობენ, YouTube-ის ოფიციალურ ბლოგში, "HTML5 არის ახალი ვებ სტანდარტი, რომელიც სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას და განავრცობს თქვენს ვებ გამოცდილებას, მრავალი ახალი შესაძლებლობებით. YouTube-ის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ HTML5 შეიცავს ვიდეოსა და აუდიოს დაკვრის საშუალებებს. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლები HTML5-თან თავსებადი ვებ ბრაუზერით და შესაბამისი ვიდეო/აუდიო კოდეკების მხარდაჭერით, შეძლებენ უყურონ ვიდეოს, ბრაუზერის პლაგინის (plugin) ჩამოტვირთვის აუცილებლობის გარეშე."

ამ დროისთვის HTML5-ის მხარდაჭერა მისაწვდომია მხოლოდ რჩეული ვიდეოებისთვის,  რამდენიმე ბრაუზერზე. არ არის მხარდაჭერილი ვიდეოები რეკლამებით, ან ანოტაციებით - მათ შორის [ოფიციალური] მასალა YouTube-ის პარტნიორებისგან - HTML5-ის დაგემოვნებას კი, მხოლოდ Google-ისვე Chrome, Apple Safari, ან 'Internet Explorer'-ის მომხმარებლები შეძლებენ. IE-სთვის აუცილებელია Chrome Frame პლაგინის დაყენება, რომელიც
"ძველი ვირის" [ასე აუცილებელი] ახალი ვებ სტანდარტით გამდიდრებას ემსახურება. 'Mozilla Firefox'-ის მოყვარულებს გვაწყენინეს, მელია არ არის მხარდაჭერილი (დროებით მაინც)!

Music Discovery Project, გაუმჯობესებულ დამკვრელსა და მოდერნიზებულ ვიდეოს გვერდზე წასაკითხად, ვაჭერთ ღილაკს >> სრულად!
03:20,   gearge  |  30763 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 02.February 2010

CompinfoPack : თებერვალი 2010


[ძალიან] დაგვიანებული გამოშვება

პირველ რიგში, ბოდიშს ვიხდით, რომ ამდენი ხნით გავწყვიტეთ CompinfoPack–ის გამოშვება და იმედი გვაქვს, ეს აღარ მოხდება. გთავაზობთ განახლებულ ნაკრებს.

ამ თვის ნაკრებმა ბოლო–ბოლო, მიიღო Best Buy–ს განახლებული სიები და მცირე სიახლეც: ყველა კონფიგურაციას ბოლოში დართული აქვს იმ მაღაზიების მისამართები, ტელეფონები და ვებ–მისამართები, რომლებში არსებული ნაწილებიც გამოყენებულია BB–ს შესადგენად. ასე რომ, შეგიძლიათ უბრალოდ ამობეჭდოთ კონფიგურაცია და პირდაპირ წახვიდეთ საყიდლებზე ყველანაირი დამატებითი პრობლემების გარეშე.

23:24,   domen  |  198229 ნახვა | 13 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 7 8 9 10 11 12 13 » ბოლო გვერდი