მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2011
Saturday, 02.April 2011

Intel-მა და NVIDIA ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი


Intel-სა და NVIDIA-ს შორის ხანგრძლივი საპატენტო დავა ახალი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. წინა შეთანხმების მოქმედების ვადა, რომელისაც ხელი 2004 წელს მოეწერა, 2011 წლის 31 მარტს სრულდება. ახალი შეთანხმების თანახმად, რომელიც ექვსი წლის მანძილზე იქნება ძალაში, Intel-ი ამ ვადის განმავლობაში NVIDIA-ს $1,5 მლრდ-ს გადაუხდის და მის საპატენტო პორტფილიოზე წვდომას მიიღებს, NVIDIA-ს პატენტების ჩათვლით გრაფიკულ გადაწყვეტებსა და სუპერკომპიუტერულ ტექნოლოგიებზე. თავის მხრივ, NVIDIA კანონიერ საფუძველზე ისარგებლებს Intel-ის პატენტებით, რომლებიც მიკროპროცესორებსა და ჩიპსეტებს ეხება. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ყოველისმომცველი არაა, და ზოგიერთი კატეგორია, როგორიცაა Intel x86 პროცესორებისა და ფლეშ-მეხსიერების ჩათვლით, მის მიღმა დარჩა.

«ჯვარედინი სალიცენზიო შეთანხმება Intel-ს NVIDIA-ს ტექნოლოგიების სხვადასხვა პროცესორებში ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, Sandy Bridge-ში,— განაცხადა NVIDIA-ს დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა (Jen-Hsun Huang). — იმავდროულად ჯვარედინი ლიცენზირება შესაძლებლობას მოგვცემს შევქმნათ პროცესორები და გამოვიყენოთ უპირატესობები, რასაც Intel-ის პატენტები გვანიჭებს ჩვენს მიერ შექმნილ ყველა ტიპის გადაწყვეტებში, Project Denver-ის, Tegra და სხვა ტიპის პროცესორების ჩათვლით, რომელთა წარმოებაც მომავალში დაიწყება».


Posted Image
სურათზე: კაცი ლეგენდა - ჯენსენ ჰუანგი :)

NVIDIA-ს ხელმძღვანელმა შემაჯამებელი ხაზი გაუსვა NVIDIA x86 პროექტთან დაკავშირებულ ჭორებსაც. «ჩვენ არ ვაპირებთ x86 პროცესორების წარმოებას,— განაცხადა ჰუანგმა.— ჩვენი გეგმები დაკავშირებულია ARM-პროცესორებთან, რომლებმაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა». «NVIDIA ააგებს «მომავლის პროცესორებს»,— ხაზი გაუსვა ჯენსენ ჰუანგმა, და კიდევ ერთხელ გაამწესა x86 არქიტექტურა მეორეხარისხოვან პლატფორმათა რიგში.

მრავალი ექსპერტისთვის, რომლებსაც ეჭვიც არ ეპარებათ იმაში, რომ სალიცენზიო შეთანხმება Intel-სა და NVIDIA-ს შორის ხელმოწერილი იქნებოდა, Intel-ის მიერ გადასახდელი თანხის რაოდენობა, დიდი სიურპრიზი იყო. «ეს დიდი თანხაა, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია»,— ვერ შეიკავა ემოციები Gleacher & Company-ის ანალიტიკოსმა დუგ ფრიდმანმა (Doug Freedman). ბაზარმა გარიგების დადებაზე NVIDIA-ს აქციების ფასის ზრდით 4,45% მოახდინა რეაგირება.

სიახლის ავტორი: #Skinhead
წყარო: Overclockers.ge

10:46,   Power_VANO  |  16303 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel X79 ჩიპსეტი LGA 2011 სოკეტთან ერთად


2011 წელს

კომპანია Intel-ის მე-2 თაობის Sandy Bridge პროცესორების გამოშვების შემდეგ უკვე დაიწყო საუბარი ახალ პროცესორებზე, ჩიპსეტსა და სოკეტზე რომლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2011 წლის დასაწყისში გავრცელდა. დღეს კი მინდა გითხრათ, რომ ცნობილი გახდა კიდევ ერთი ახალი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ინტერნეტ წყაროებიდან ვიგებთ, Intel მა წარმოადგინა სამომავლო გეგმა რომლის მიხედვითაც 2011 წლის მე-4 კვარტალში უნდა ველოდეთ ახალ X79 პლატფორმას (დედა დაფებს ) ასევე ახალ LGA 2011 სოკეტთან და Sandy Bridge E ( Enthusiast ) არქიტეტურაზე აგებულ პროცესორებთან ერთად .

Posted Image

რაც შეეხება ახალ X79 ჩიპსეტს და მის მონაცემებს მინდა გითხრათ რომ იგი გამოირჩევა უკეთესი მახასიათებლებით ახლანდელ P67 ჩიპესტთან შედარებით.აღსანიშნავია რომ ამ ახალ ჩიპსეტში საერთოდ ამოღებულია PCI ინტერფეისი ,მაგრამ მას ექნება 10 SATA 6Gbps პორტი თუმცა SATA პორტების საერთო რიცხვი 14 იქნება,ამას გარდა 4X PCI-E 2.0 DMI ინტერფეისი 8GB/წამი გამტარობით ,PCI-Express სლოტი ვიდეო ბარათისთვის X8 ან X16 ინტერფეისით,არ ექნება USB 3.0 მხარდაჭერა,გაუმჯობესებული იქნება Overcloking ის პოტენციალი რაც რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება ახალ Sandy Bridge E პროცესორებზეც.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

10:40,   Power_VANO  |  16084 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Canon-მა Intel Thunderbolt ტექნოლოგიის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა


Intel Thunderbolt ტექნოლოგიის მხარდამჭერი პირველი მოწყობილობების გამოჩენის კვალდაკვალ, სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია აცხადებს მოცემული გადაწყვეტის საკუთარ პროდუქტებში გამოყენების მზაობის შესახებ. იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში მაღალსიჩქარიანი ინტერფეისი კომპანიის პროდუქტებში იქნება გამოყენებული, განაცხადა Canon-ის Video Products Group ქვეგანყოფილების შემსრულებელმა დირექტორმა ჰირუ ედაკუბომ (Hiroo Edakubo): «ჩვენ მოხარულნი ვართ Intel-ის პერსპექტიული Thunderbolt ტექნოლოგიის გამოყენება დავიწყოთ და ვთვლით, რომ ეს ვიდეოკამერების შექმნის ბაზარზე სიმარტივისა და მწარმოებლობის ახალი სიმაღლეების მიღწევაში დაგვეხმარება».

Posted Image

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ოფიციალურად წარმოდგენილი ტექნოლოგია Thunderbolt, მანამდე ცნობილი, როგორც Light Peak, მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიან ინტერფეისს წარმოადგენს, რომელიც PCI Express სალტისა და DisplayPort ინტერფეისის გამოყენებაზეა დაფუძნებული. Thunderbolt-ის გამოყენებით, მომხმარებელს სხვადასხვა სახის მოწყობილობების ფართო სპექტრის ჩართვა შეეძლება. ადაპტერების დახმარებით მისაწვდომია აგრეთვე მხარდაჭერა აღჭურვილობისა ინტერფეისებით USB, FireWire, Gigabit Ethernet და Fibre Channel. Thunderbolt ინტერფეისის გამტარუნარიანობა 10 გბიტ/წმ-ში აღწევს, ხოლო პორტის მიერ უზრუნველყოფილი კვების სიმძლავრე 10 ვტ, საკმარისი უნდა იყოს მოწყობილობათა უმეტესობისთვის, რომლებიც დამატებით კვების სადენს აიცილებენ თავიდან.

სიახლის ავტორი: #Skinhead
წყარო: Overclockers.ge

10:35,   Power_VANO  |  15456 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 01.April 2011

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


1 აპრილი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 1 აპრილისთვის.

აუდიო
Corsair HS1A @ Legit Reviews
Sandberg USB 5.1 Surround Headset @ XSReviews
SteelSeries Siberia Neckband @ BCCHardware
Tt eSPORTS Shock @ Techgage

კამერები
Logitech HD Webcam C510 @ TestFreaks

კეისები
Antec Six Hundred V2 @ Pro-Clockers
Danger Den Black Series Tower 21 @ PureOverclock
Sentey Optimus Extreme @ Neoseeker
Thermaltake Level 10 GT @ ThinkComputers
Thermaltake V9 BlacX @ Tweaknews
Xigmatek Asgard II @ TweakPC
Zalman Z9 @ TechwareLabs
Zalman Z9 @ Bigbruin

გაგრილება
Noctua NH-C14 @ OCIA
Titan Hati @ Technic3D

მონიტორები
LG Flatron E2050 @ ThinkComputers
Samsung PN58C8000 @ Tweaknews

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

21:01,   Power_VANO  |  14595 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 31.March 2011

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


31 მარტი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 31 მარტისთვის.

აუდიო
Corsair SP2200 @ Metku
Corsair SP2200 @ OCC
Razer Ferox @ Examiner

კეისები
3R System L-1200 V.REX @ Hardware Secrets
Rosewill Thor @ Legit Reviews
In Win Buc @ Tweaknews

გაგრილება
Arctic Freezer & Zalman CNPS9900 MAX @ XbitLabs
Lamptron FC @ Techgage
Noctua NH-C14 @ Bjorn3D
Thermaltake Slim X3 @ Hardware Secrets
ThermoLab Trinity @ Ninjalane
Xigmatek Aegir SD 128264 @ Hi Tech Legion

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

11:46,   Power_VANO  |  14072 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 30.March 2011

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


30 მარტი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 30 მარტისთვის.

აუდიო
Corsair SP2500 @ KitGuru

კამერები
Canon EOS Rebel T3i @ Digital Trends

გაგრილება
Antec Kuhler H20 620 @ ThinkComputers
Arctic Cooling Freezer 11 LP @ Funky Kit
Cooler Master Hyper 101 @ Hardware Secrets
Noctua NH-C14 @ Technic3D
Noctua NH-C14 @ Hi Tech Legion
Prolimatech Genesis @ HardwareOverclock
Thermaltake SlimX3 @ Hardware Secrets
Tt eSports Shock @ Technic3D
Zalman CNPS5X-SZ @ Frostytech

დედა დაფები
Foxconn A9DA-S @ Vortez
MSI 890FXA-GD65 @ Pro-Clockers
MSI P67A-GD65 @ PureOverclock

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

11:49,   Power_VANO  |  13783 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 29.March 2011

Intel-ის მესამე თაობის 320 სერიის SSD-ები


25 ნანომეტრული ტექნოპროცესი 40-დან 600 გბ-მდე

Intel-მა გუშინ თავისი ახალი, მესამე თაობის SSD-ების ბაზარზე ჩაშვების შესახებ განაცხადა. თავისი უფროსი, 510 სერიის ძმებისგან განსხვავებით 320 სერიის SSD-ებს SATA III-ის მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად, წაკითხვის სიჩქარე 270 მბ/წმ-ია, ჩაწერისა კი - 220 მბ/წმ.

მიუხედავად ამისა, Intel-ს საკმაოდ სასიამოვნო სიახლე აქვს - უახლესი 25 ნანომეტრული ტექნოპროცესის გამოყენებამ კომპანიას საშუალება მისცა SSD-ების ფასი დაახლოებით 30%-ით შეემცირებინა მეორე თაობის X25-M SSD-ებთან შედარებით.

სიახლეებიდან ასევე აღსანიშნავია გაუმჯობესებული ინფორმაციის შიფრირების ფუნქციები, კვების მენეჯმენტისა და ინფორმაციის მართვის ახალი საშუალებები. Intel-ის განცხადებით, 320 სერიის SSD-ები ემყარება და აგრძელებს Intel-ის მაღალი ხარისხის და გამძლეობის დისკების ხაზს.

ახალი 320 სერიის SSD-ები ბაზარზე შემდეგ მოდიფიკაციებში გამოვა: 40 გბ - 89$, 80 გბ - 159$, 120 გბ - 209$, 160 გბ - 289$, 300 გბ - 529$ და 600 გბ - 1069$.

21:19,   Power_VANO  |  14799 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


29 მარტი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 29 მარტისთვის.

აუდიო
iMainGo 2 @ Tech-Reviews
Roccat Kave @ eTeknix

კეისები
Antec Six Hundred V2 @ Hi Tech Legion
Enermax Hoplite @ HardwareHeaven
Fractal Design Define R3 @ Technic3D
NZXT H2 @ Legit Reviews
NZXT H2 @ Metku
Cubitek XL-Tank @ PureOverclock

გაგრილება
Arctic Freezer 13 Pro @ KitGuru
Thermaltake Jing @ OCIA

დედა დაფები
Gigabyte GA-E350N-USB3 @ t-break
Gigabyte E350N-USB3 @ TechwareLabs

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

11:52,   Power_VANO  |  12968 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 28.March 2011

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


28 მარტი - GeForce GTX 590

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 28 მარტისთვის. ამ დროისთვის ყურადღების ცენტრში NVIDIA-ს ახალი ორთავიანი მონსტრი GeForce GTX 590-ია.

GeForce GTX 590
@ Anandtech
@ Benchmark Reviews
@ Bjorn3D
@ Hardware Canucks
@ HardwareHeaven
@ Hard OCP
@ Hi Tech legion
@ HotHardware
@ InsideHW
@ Legion Hardware
@ Legit Reviews
@ Neoseeker
@ OCC
@ PCPer
@ PureOverclock
@ t-break
@ TechREACTION
@ TechReport
@ TechSpot
@ Tom's Hardware
@ Tweaktown
@ X-bit Labs



აუდიო
Roccat Kave 5.1 @ KitGuru
Corsair SP2200 @ Tweaktown
Razer Ferox @ Rbmods

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

11:00,   Power_VANO  |  14491 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 15.March 2011

Internet Explorer 9


Microsoft Internet Explorer 9-ს ფინალური ვერსია

Internet Explorer

 კომპანია Microsoft-მა გამოუშვა თავისი ბრაუზერის Internet Explorer-ის მე-9 დასრულებული ვერსია, ამ ვერსიაში ბევრი ცვლილებაა როგორც ფუნქციონალობის, ისე სისწრაფის და  უსაფრთხოების მხრივ.

15:35,   Gio_kiborg  |  17851 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი