მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Tuesday, 09.May 2006

Video2SWF v1.003


მაშ ასე დაგჭირდა ვიდეო ფაილის გადაყვანა flash-ის რგოლში? არ იცი სტანდარტული მეთოდით როგორ გააკეთო? რთული გეჩვენება? ან არ გაქვს FLASH-ის პროგრამა? მაშ ისარგებლე მსუბუქი, მარტივი და გასაგები პაკეტით.

Video2SWF v1.003

პროგრამის მეშვეობით ვიდეო რგოლები შეგიძლიათ შეინახოთ SWF და FLV ფორმატებში. თვითონ Flash რგოლში შეგიძლიათ გადაიყვანოთ შემდეგი გაფართოების ფაილები: AVI, DV, Mov/QT, Mpeg, MP4, WMV, AIFF, MP3, WAV, BMP, GIF, PIC, PNG, PSD, TGA, TIF, როგროც ხედავთ აქ უბრალო გრაფიკული ფორმატებიც არის, მართალია ამით ვიდეო ფაილის აწყობა ძნელია, მაგრამ სლაიდშოუს მისაღებად მშვენიერი რამ უნდა იყოს, თუმცა ეს უკვე აღარ მომისინჯავს.

17:13,    |  35548 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Text-Osterone v1.115


ეს პროგრამა გამოადგებათ web-დიზაინერებს, ან რავიცი შეიძლება სხვებმაც გამოიყენონ, მოკლედ ამ პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე ასეული ეფექტი.

Text-Osterone v1.115

რა თქმა უნდა მთავარი აზრი დაიყვანება იმაზე რომ ეს ყველაფერი ინახება FLA ფაილში, ანუ შეგიძლიათ შემდეგ გახსნათ FLASH_ი და მთლიან რგოლთან ერთად გამოიყენოთ, ან ცალკე, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

17:11,    |  39217 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Comodo AntiVirus v1.0


ქსელში გამოჩნდა კიდევ ერთი უფასო ანტივირუსი, აქამდე ეს იყო ფასიანი ვერსია, ამჯერად კი გამოვიდა უფასოდ. საინტერესოა რატომ :-)

Comodo AntiVirus v1.0

ნებისმიერ შემთხვევაში უფასო ყველაფერი კარგია, ასე რომ ვქაჩავთ.

ეს კი ამ პროგრამის მოთხოვნები და შესაძებლობებია:
*Detects and eliminates viruses from desktops and networks
*Constantly protects with real-time On Access scanning online
*Proactive Heuristic analysis intercepts unknown threats
*Daily, automatic updates of virus definitions
*Isolates suspicious files in quarantine preventing infection
*Simple to use: install and forget

System Requirements
Windows XP (SP2) / Windows 2000 (SP4 or later)
50 MB available space on your hard drive
128 MB RAM
Intel Pentium 300 MHz processor (or equivalent)

17:10,    |  43577 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

DivX v6.2.2 Create Bundle


ალბათ გიყვარს ვიდეო ფაილების ყურება, შეიძლება გიყვარს ინტერნეტიდან ყურება (ქართულ სერვერებს კაიხანია ამის შესაძLებლობა გაუჩნდათ), მაშინ ეს პროგრამა აშკარად დაგჭირდება.

DivX v6.2.2 Create Bundle

ამ პაკეტის მეშვეწობით შეგიძლიათ DivX  ფორმატში კოდირებული ვიდეო ფაილების ყურება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო ფაილების შესაქმნელად, ბოლო ბოლო თუ სხვა ფორმატში გაქვთ ვიდეო ფაილები და გსურთ ერთ ფორმატში გქონდეთ, შეგიძლიათ გადააკონვერტიროთ თქვენი ვიდეო ფაილები DivX  ფორმატში.

ჰო გაითვალისწინეთ ეს არის Bundle ვერსია, ასე რომ ამ ვერსიას მოყვება სარეკლამო მოდული, ერთგვარი შპიონია, ასე რომ შეიარაღდით ანტიშპიონური პროგრამებითაც.

17:08,    |  35348 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Dr. DivX 2.0.0 beta 10


საკმაოდ საინტერესო პროგრამა უნდა იყოს მათთვის ვისაც გააჩნია TV-ტუნერი. ამ პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ ჩაიწეროთ ვიდეო ფაილები MPEG1, MPEG2, MPEG4, AVI და WMV ფორმატში.

 Dr. DivX 2.0.0 beta 10

ჩასაწერად კი რა თქმა უნდა გამოიყენება ტელე გადაცემები, ამის მერე დაჯექით და იხალისეთ. შეგიძლიათ დისკებზე ჩაწერა, ვიდეოს დამუშავება და ასე შედმეგ, მოკელდ აშკარად კარგი რაღაცაა.

17:07,    |  42625 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Awem Star Defender 2 v1.41


დიდიხანია სათამაშო არაფერი დაგვიდია ჩვენს საიტზე, ალბათ მოიწყინეთ, გინდათ გართობა, ძალიანაც კარგი, ამჯერად კოსმოსური დამპყრობლების წინააღმდეგ გაბრძოლებას გთავაზობთ.

Awem Star Defender 2 v1.41

მაშ ასე თქვენზეა დამოკოდებული გალაქტიკის ბედი, ვებრძვით საზიზღარ დამპყრობლებს. დიდი ახსნა აქ საჭირო არ არის, თამაში განეკუთვნება ეგრეთწოდებულ არკადულ ჟანრს, მთავარია თქვენი რეაქცია. აბა ჰე არ დაინდოთ არავინ :-)

17:05,    |  31356 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

SphereXP 0.96


აღიარე სამუშაო ადგილი არა გყოფნის ეკრანზე? გინდა რამენაირად ადგილი მეტი გქონდეს, რომ საკუთარი ხარახურა უფრო მეტი დაყარო? მაშინ ამ პროგრამის შემქმნელებს სწორედ შენთვის უწვალიათ. მაშ ასე პროგრამა გთავაზობს: შენი სამუშაო ეკრანი ბრტყელის მაგივრად გახდეს სფერული.

SphereXP 0.96

ამ პროგრამის მეშვეობით ეკრანი სამყაროს მომრგვალებულად წარმოგიდგენს, ამიტომ შესაძლებელია ეკრანზე მეტი ხატულების დატევა, თან შეგიძლია ეკრანი ატრიალო (თუმცა ბოლომდე ეს საშუალება ვერ დავამუღამე).
პროგრამა მოითხოვს შემდეგ მინიმალური რესურსებს და პროგრამებს:
- Windows XP (2000),
- 3D accelerated graphics adapter (min 64MB),
- PC with Intel® (Pentium®, Pentium M®, Xeon™) or AMD (Athlon™, Opteron™, Duron™) processor.
- Processor should be at least 1.0 GHz.
- 256 MB RAM (512MB recommended)
- .NET Framework 2.0 installed !!!
მოკლედ გაფორმების მოყვარულები აქეთ, აქეთ :-)

17:04,    |  38114 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

BitTorrent 4.9.2


პირიქგული ქსელების კლიენტ პროგრამა. მგონი ბევრმა იცით უკვე რა ხილია ეს ქსელი, BitTorrent-ის ქსელის ცნობილ Kazaa, eDonkey -სა და Emule-სგან განსხვავებით ორიენტირებულია დიდი ფაილების გადაქაჩვაზე, ამასობაში შეცვლილია სტრუქტურა, იმის მაგივრად რომ ერთი ფაილის დანაწევრებულად სხვადასხვა პიროვნებებს ჰქონდეთ, ერთი ფაილი აქვს მხოლოდ ერთ გამავრცელებელს, რომელიც დაინტერესებულია ფაილის გადაქაჩვით.

BitTorrent 4.9.2

შედეგად გადმოქაჩვა იწყება მომენტალურად, ყველანაირი სიაში და რიგში ჩაწერის გარეშე, სხვათაშორის ჩამოქაჩვაც შედარებით ჩქარი ტემპით მიმდინარეობს.
მოკლედ ვქაჩავთ, კარგი რაღაცაა

17:01,    |  39604 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel ფასთა ვარდნა 23 აპრლიდან


მოკლედ ყველას ვინც აპირებთ ამ უახლოეს 2-3 კვირის განმავლობაში ახალი პროცესორის შეძენას გთხოვთ გაითვალისწინოთ  შემდეგი ინფორმაცია:
 კომპანია intel_ი აცხადებს მომდევნო ფასდაკლებას, რომელიც ძალაში შევა 23 აპრილიდან, სავარაუდოდ ფასთავარდნა კიდევ რამდენიმე ეტაპად მოხდება, მაგრამ გვიან ზაფხულში და შემოდგომაზე, ყველაფერი ეს გამოწვეულია ახალი ბირთვის პროცეოსირს გამოსვლით.

Intel ფასთა ვარდნა 23 აპრლიდან

იდეაში ახალი პროცეოსირე CONROE-ს ბირთვზე იძლევა 40-დან 80%-მდე მეტ წარმადობას. რამდენიმე დამოუკიდებელი ლაბორატორიის ტესტერბის მიხედვით ამ პროცესორის კონკურენტი არ ყავს, საგრძნობლად უკან ჩამოიტოვა ამ პროცეოსრმა AMD-ს დღევანდელი TOP მოდელი და მომავალში გამოსასვლელი AM 2-ის სოკეტზე გათვლილი FX62. რეალურ ფაქტებს იმედია მალე ვნახავთ.

16:59,    |  96171 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

WYSIWYG Web Builder v3.2


WYSIWYG Web Builder - ეს არის HTML რედაქტორი, შეგიძლიათ მისი დახმარებით შექმნათ ვებ-გვერდები, გამოადგებათ როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ ვებ-დიზაინერებს.

WYSIWYG Web Builder v3.2

იდეაში მწარმოებელი ამტკიცებს რომ ამ რედაქტორის გამოყენებისას HTML ენის ცოდნა საერთოდ არაა საჭირო, ცოტაოდენ ეჭვს შევიტანდი, ყოველთვის ემ მტკიცებულება ვერ გაამართლებს. მოკლედ ვისაც სურს ქაჩავს.

16:57,    |  40359 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 222 223 224 225 226 227 228 » ბოლო გვერდი