მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Sunday, 30.April 2006

OpenOffice.org Premium 2.0.2


განახლდა ალტერნატიული საოფისე პროგრამა, ანუ კიდევ ერთხელ ვცდილობთ წავაქციოთ Microsoft  Office :-). პაკეტი OpenOffice შეიცავს ტექსტურ რედაქტორს, ელექტრონული ცხრილების პროგრამას, პრეზენტაციების შესაქმნელ პაკეტს. ყველა პროგრამა თავსებადია ცნობილ MS Office-ს პაკეტებთან, ფაილების მიმოცვლა უმტკივნეულოდ ხორციელდება.

OpenOffice.org Premium 2.0.2

პაკეტში OpenOffice ასევე არის გრაფიკასთან და HTML თან სამუშაო პროგრამები, თუმცა ცოტა თავისებურია და მიჩვევაა საჭირო. პაკეტი მთლად პატარა არ გეგონოთ, ინსტალაციის შემდეგ გააჩნია რა კონფიგურაციას დააინსტალირებთ, მიიღებთ 89-დან 117 მეგაბაიტამდე პროგრამულ უზრუნველყოფას. პაკეტი მუშაობს სხვადასხვა პლატფორმებზე, არსებობს Windows-ის, Linux-ის და Solaris (x86 და SPARC)-ის ვერსიები. მაგრამ გთავაზობთ მხოლოდ Windows_ის ვერსიის ბმულს.

13:15,    |  123562 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Mobile Master v 6.2.2 build 1823 Professional with SMS Servant


კიდევ ერთი ძლიერი ტელეფონების მენეჯერი პროგრამა, ამჯერად საკმაოდ სერიოზული და დატვირთული. პროგრამის მეშვეობით შეგიძიათ თქვენს მობილში გადაწეროთ სასურველი ინფორმაცია, ეს პრაქტიკულად გავლილი ეტაპია, შეგიძლიათ ნახოთ რამდენად არის დატენილი მობილი, რამდენად იჭერს ანტენა და ასე შედმეგ.

ლოგო

შეიძლება ჩანაწერების რედაქტირება, მაგრამ ამით პროგრამის შესაძლებლობა აი იწურება, პროგრამას აქვს თავსებადობა ძალიან ბევრ პროგრამასთან, მაგალითად The Bat, Palm Desktop და სხვა მრავალთან, დააკვირდით სურათს.  ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პროგრამის თავსებადობა ტელეფონებთან, სია საკმაოდ დიდია, თან iPod-იც შედის ამ სიაში.

ტელეფონების ჩამონათვალი

პროგრამას ასევე შეუძლია SMS-ების გაგზავნა მიღება, მონაცემების ექსპორტირება WORD-სა და EXEL-ში, მოკლედ მგონი ამ პროგრამაზე კარგი არაფერი არსებობს, დაქაჩეთ მოსინჯეთ :-).
მაგალითად მე არც კი ვიცოდი რომ მობილური ტელეფონის და მისი აკუმულატორის  ტექპერატურის გაზომვის შესაძლებლობა არსებობდა პროგრამულად.

13:09,    |  82225 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Amor Video Converter v2.1.2


კიდევ ერთი ვიდეო კონვერტორი, მუშაობს შემდეგი ტიპის ვიდეო ფაილებთან: MPEG / VCD / SVCD / DVD / WMV, RM / RMVB to AVI / MPEG / VCD / SVCD / DVD, ASF / WMV to AVI / MPEG / VCD / SVCD / DVD, AVI / MPEG / ASF / WMV to AVI, AVI / MPEG / ASF / WMV to ASF / WMV, მგონი ყველაფერი ჩამოვწერე, იდეაში ფორმატი არ არის რომ ვერ ცნობდეს.

Amor Video Converter v2.1.2

პროგრამას აქვს ასევე PAL<=> NTSC გადაყვანის შესაძებლობა, შეიძლება ხარისხის ამორჩევა და ასე შედმეგ, მოკლედ გირჩევთ.
13:05,    |  80258 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

PostSmile v5.2


ეს პროგრამა დაგიინსტალირებთ სიცილაკების ნაკრებს, რომელიც შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფორუმებში და სხვადასხავ საიტებზე. როგორც სურათზე ხედავთ საკმაოდ ხალისიანი სიცილაკები არიან.

PostSmile v5.2

მოკლედ ამიერიდან ემოციებით აღსასსე ცხოვრება გექნებათ :-)

13:03,    |  80159 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Flash Decompiler v2.9.0.349


პატარა პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ SWF  ფაილებიდან რესურსების ამოძრობაში. მაშ ასე ამ პროგრამას შეუძლია დაშალოს თქვნს მიერ ამორჩეული FLASH ფაილი შემადგენელ მუსიკად, ანიმაციად, შრიფტებად, სკრიპტებად.
Flash Decompiler v2.9.0.349
მოკლედ თუ ფაილი დაპაროლებული არ არის შეგიძლიათ თამამად გაეცნოთ მის შიგთავსს გაიგოთ როგორაა შექმნილი და ასე შედმეგ.

12:54,    |  82385 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

MagicISO Maker 5.2 build 0190


კიდევ ერთი პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ CD და DVD დისკების ზუსტი ასლის იმიჯის შექმნაში, ცოტა რთულად ვტქვი არა :-), არაფერია. მოკელდ იდეა დაიყვანება შემდეგზე თუ გსურთ დისკის ასლის გაკეთება და ფაილად შენახვა იმისათვის რომ გამოიყენოთ ვირტუალური კომპაქტების მეშვეობით, ან გსურთ დისკის ასლში რაიმე ტქვენი ჩაამატოტ, მაშჳნ ეს პროგრამა ტქვენთვისაა.

MagicISO Maker 5.2 build 0190

პროგრამას ესმის შედმეგი ფორმატები: ISO/BIN/CUE, Nero (.NRG), და CloneCD (.CCD/. IMG/. SUB), ჰო მართლა მგონი ეს ერთერთი იმპროგრამათგანია, რომელსაც შეუძლია 10 GB-ზე მეტი იმიჯის შექმან, ეს მალე გახდება აქტუალური როდესაც Blue Ray და HD DVD დისკები შემოვა ხმარებაში, მანამდე კი 10 GB იმიჯს ოპტიკური დისკისგან ვერ შექმნით.

12:51,    |  90523 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

AB1 Vista + Email Me Icos


ხატულების ნაკრები, სხვადასხვა განახლებული ხატულები, ზოგი წარმოდგენილია ICO ფორმატში, ზოგი PNG ფორმატში, ზოგიც ICL ფორმატში ანუ ხატულების ბიბლიოთეკების სახით და ბოლოს რა ტქმა უნდა iconpackage ფორმატში, ანუ საჭიროა პროგრამა icon packager-ის დაინსტალირება.

AB1 Vista + Email Me Icos

მოკედ ვუყურებთ სურათს და თუ მოგვწონს ვქაჩავთ ახალ ნაკრებს. მეტი აქ სათქმელი და საყურებელი არაფერია.

12:48,    |  84420 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

K-Lite Codec Pack 2.72 Full/ Standard/ Basic


არ გიხარიათ :-) კიდევ ერთხელ განახლდა კოდეკების ნაკრები, ამ კვირაში ერთხელ ხომ ჩამოქაჩეთ? ჰოდა უკვე დაძველდა :-) ახლა ახალი ვერსიის დროა.

K-Lite Codec Pack 2.72 Full/ Standard/ Basic

მოკლედ ვისაც გსურთ დაეწიოთ მსოფლიო სტანდარტებს აწვებით ბმულს, და იღებთ ახალი შესაძლებლობების ჩამონათვალს და ბოლოში თვითონ კოდეკების ჩამოსაქაჩ ბმულებს:-)

12:42,    |  99511 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ObjectWipe v1.3


მაშ ასე თუ გინდათ რაიმე ფაილის წაშლა ისე რომ შემდგომში შეუძლებერლი იყოს მისი აღდგენა რაიმე უტილიტით ან სპეც სამსახურების მეშვეობით, მაშინ გჭირდებათ რაიმე პროგრამა, რომელიც წაშლილ ადგილებს შეამოწმებს და ყველაგან ჩაწერს ნულიანებს, ამის შემდეგ ინფორმავციის აღდგენა შეუძლებელია.

ObjectWipe v1.3

პროგრამას შეუძლია თვითონ წაშალოს ის ფაილი ან საქაღალდე რომელსაც მიუთითებთ, ან შეუძლია შეამოწმოს მთლიანად დისკი და თავისუფალ ადგილებს გაავსებს ნოლიანებით, ანუ რეალურად წაშლის ყველაფერს. რა თქმა უნდა ასეთი წაშლა სტანდარტული წაშლისგან განსხავავებით ცოტაოდენ ნელა მიმდინარეობს, ასე რომ მოთბინება საჭიროა :-).

12:34,    |  87842 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ACDSee 8.1


განახლებული და ცნობილი გრაფიკული სურათების დასათვალიერებელი პროგრამა, სხვათაშორის ეს პროგრამა კარგახანია გამოვიდა უბრალო სათვალიერებელი ასაკიდან, ნელნელა დაემატა სხვადასხვა მოდული და დღეს შეუძლია დათვალიერება და რედაქტირება.

ACDSee 8.1

რეალურად რომ ვთქვათ ბევრი შესაძებლობის დამატების გამო პროგრამა საკმაოდ ზანტი გახდა. ნელა მოქმედებს და უთმობს პოზიციებს სხვა ალტერნატიულ პაკეტებს, მაგრამ ასევე ვიცი რომ ამ პროგრამის ფართო შესაძლებლობების გამო, მას ძალიან ბევრი თაყვანისცემელი ყავს.

12:26,    |  83562 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 225 226 227 228 ბოლო გვერდი