მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2010
Saturday, 21.August 2010

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


21 აგვისტო

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 21 აგვისტოსთვის.

აუდიო
ASUS Cine5 @ Bigbruin
Creative Labs ZiiSound @ Tweaktown
Turtle Beach Ear Force Z2 @ PC Game Examiner

კეისები
NZXT Phantom @ Benchmark
SilverStone Sugo SG-04-FH @ BURNED iN
NZXT Phantom @ KitGuru

გაგრილება
Prolimatech Samuel 17 @ Hardware Canucks
Titan Fenrir EVO @ Neoseeker
Thermalright HR-02 @ OCC

პროცესორები
Intel Core i7-970 @ HotHardware

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

10:50,   Power_VANO  |  11331 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 22.July 2010

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


22 ივლისი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 22 ივლისისთვის.

აუდიო
Sony Ericsson MW600 @ TestFreaks

კეისები
NZXT Vulcan @ Hi Tech Legion
NZXT Vulcan @ TechwareLabs
Cooler Master HAF-X @ Benchmark Reviews
NZXT Beta EVO @ KitGuru
Thermaltake Armor A90 @ Ninjalane
Antec Dark Fleet DF 85 @ Kitguru
InWin Dragon Slayer  @ Hi Tech Legion
Sharkoon Rebel9 Pro @ Tweaktown
Silverstone Fortress Series FT02 @ Tweaknews
Thermaltake Armor A90 @ PCPer

გაგრილება
Scythe Yasya @ PureOverclock
CoolIt ECO A.L.C. @ BURNED iN
CoolIt ECO A.L.C. @ Rbmods
Cooler Master V6 GT @ Hi Tech Legion
Thermaltake Frio @ Hardware Canucks
Choiix Comforter @ OCIA
Thermaltake SpinQ VT @ BigBruin
Thermaltake Frio @ Tweaknews

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

19:36,   Power_VANO  |  10639 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 15.July 2010

Windows 7 SP1 Public Beta უკვე ხელმისაწვდომია


მეშვიდეს განახლების დროც დადგა

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ Windows 7-ის შემთხვევაში მაიკროსოფტი განრიგს არ ღალატობს. პირველი სერვის პაკეტიც უკვე კარგა ხანია დახურულ წრეში იტესტებოდა, ახლა კი ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის, გადმოსაწერად.

მაიკროსოფტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Windows 7 SP1 არ შეიცავს რაიმე რადიკალურ ცვლილებას. რეალურად ესაა განახლებების ნაკრები, რომლებიც ხელმისაწვდომია WIndows Update-დან. ამას ემატება დამატებითი ე.წ. ჰოტფიქსები, რომლებიც დაფუძნებულია მომხმარებლების, პარტნიორებისა და ტესტერების გამოხმარებებზე. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი ჭორი იმის შესახებ, რომ Windows 7 SP1-ში გაუმჯობესებულია Bluetooth/Wi-Fi-სა და USB 3.0-ის მხარდაჭერა.

Windows 7 SP1 Public Beta-ს გადმოწერა შეგიძლიათ აქედან.

18:34,   Power_VANO  |  21169 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Valve Steam MAC OS-სა და Linux-ზე


ცნობილმა თამაშების მწარმოებელმა კორპორაცია Valve-მ დღეს ოფიციალურად გამოუშვა თავისი სათამაშო პლატფორმის, Steam-ის MAC ვერსია. MAC-ის მომხმარებლები თითქმის ორი წელია უკვე რაც ამ სიახლეს ელოდებოდნენ.

Steam ეს არის სათამაშო პლადფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ითამაშონ თავიანთი საყვარელი თამაშები კორპორაცია Valve-სგან. ამ თამაშების რაოდენობა კი ძალიან ბევრია და ამასთანავე ძალიან პოპულარული. მაგალითად Counter strike, Half-Life, Left 4 Dead, Day of Defeat და ა.შ.


(სურათზეა Steam Mac-ზე)

მაგრამ ამ სტატიაში ყურადღება მინდა გავამახვილო Linux-ზე. Steam-ის MAC ვერსიის გამოსვლისთანავე, Linux-ის მომხმარებლება დაიწყეს ამ პლატფორმის თავიანთ სისტემაზე პორტირება. ეს შედარებით ადვილია, რადგან, MAC ეს არის Unix-ის ერთერთი სახეობა, Linux კი Unix-ზე დაფუძნებული სისტემაა. ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები Steam-ის მუშაობისა ლინუქსზე, თუმცა ამ ვერსიას კიდევ ბევრი დრო დაჭირდებოდა სრულყოფილებამდე მისაღწევად. მაგრამ ლინუქსის მომხმარებლების სასიხარულოდ, ცნობილი გახდა, რომ Valve ოფიციალურად აპირებს გამოუშვას Steam კლიენტი Linux-ზე.

ეს ფაქტი დაამსხვრევს კიდევ ერთ მითს ლინუქსის შესახებ, რომ აქ თურმე თამაშები არ არის :) მართალია, ამ სისტემისთვის საკმაოდ ბევრი თამაშია გამოშვებული და windows-ის თამაშების უმრავლესობის გაშვებაც უპრობლემოდ ხდება, მაგრამ Steam-ის პორტირება უკვე ბევრ რამეს შეცვლის. ამას თან დაერთო ერთ-ერთი პოპულარული საიტის მიერ ჩატარებული ტესტები, სადაც Linux-ს უფრო მეტი წარმადობა აქვს თამაშების გაშვებისას, ვიდრე MAC-ს.

წყარო: Phoronix

18:30,   EMOziko  |  23567 ნახვა | 11 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Enermax Modu 87+


ახალი კვების ბლოკები

კომპანია ENERMAX Technology Corporation-მა გააფართოვა თავისი ძლიერი და ეფექტური კვების ბლოკების არსებული ასორტიმენტი და დაანანონსა კიდევ ორი ახალი მოდელი, რომლებიც ორიენტირებულები არიან მაღალწარმადიანი კონფიგურაციებისთვის.

დადებული სურათი

სიახლეები 800 და 900 W სიმძლავრით ეკუთვნიან MODU87+ მოდულურულ კონსტრუქციას და ხასიათდებიან 87-92% მარგი ქმედების კოეფიციენტით, დატვირთვის დროს კი ეს უკანასკნელი მერყეობს 20-100%-იან დიაპაზონში, რაც თავისმხრივ ამართლებს 80 Plus Gold სერთიფიკატს. ფირმული დიზაინი DHT (Dynamic Hybrid Transformer), ასევე მყარი და ელექტროლიტური კონდენსატორების წყალობით კი ისინი გვთავაზობენ ხანგრძლივ და სტაბილურ მუშაობას, მწარმოებელი კი თავისთავად ხუთწლიან გარანტიას იძლევა თავის პროდუქტზე.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

18:15,   Power_VANO  |  9727 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

DreamBook ePad A10


3.5G PC ტაბლეტი ავსტრალიიდან

პლანშეტური კომპიუტერების პოპულარული თემა განაგრძო ავსტრალიურმა კომპანია Pioneer Computers Australia-მ. მისი ახალი PC ტაბლეტი, რომლის სახელი ასოცირდება საქვეყნოდ ცნობილ პროდუქტთან (iPad-თან) აგებულია Intel PineTrail პლათფორმაზე.

დადებული სურათი

Pioneer DreamBook ePad A10 აღჭურვილია 10.1-დიაგონალის სენსორული ეკრანით, რომელიც თავსებადია "multi-touch" ტექნოლოგიასთან, არის 1024x600 პიქსელ გაფართოების (WSVGA) - LED-ნათებითურთ. მყიდველს არჩევნის შესაძლებლობა ექნება ორ პროცესორს შორის - ესენია: Intel Atom N455 ტაქტური სიხშირით 1.66 გჰც და Intel Atom N475 1.83 გჰც ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვით და DDR3 ოპერატიულ მეხსიერებთან თავსებადობით.

DreamBook ePad A10-ის მახასიათებლებში შედის უკაბელო კავშირი Wi-Fi 802.11 a/b/g, 1.3-მპ ვებ-კამერა, ქსელური გადამყვანი 10/100 მბ/წ, MicroSD სლოტი და მოდემი 3.5G ქსელისთვის.

პროდუქტის აღჭურვილობაში შედის, ასევე 2 გბ მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, ხისტი დისკი - 16 ან 32 გბ მოცულობით. იგი ფუნქციონირებს Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე. აქვს C 3-სექციის პოლიმერული აკუმულატორი, რომელიც დატენვის გარეშე მოწყობილობას ამუშავებს 5 საათის განმავლობაში. DreamBook ePad ტაბლეტის ზომებია 267×173x8-17 მმ, წონა - 900 გრამი. მისი ფასი იწყება 599$-დან.

წყარო: 3DNews.ru

სიახლის ავტორი: BeR0
წყარო: Overclockers.ge

18:07,   Power_VANO  |  9922 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

MSI GeForce GTX 470/465 Twin Frozr II


კომპანია Micro-Star International (MSI)-მა გადაწყვიტა გაეხარებინა მოწყურებული გეიმერები და ენთუზიასტები ახალი, ალტერნატიული დიზაინის მქონდე ვიდეო დაფების, NVIDIA GeForce GTX 470 და NVIDIA GeForce GTX 465-ის ანონსით, რომლებიც აღჭურვილები არიან ფირმული წარმოების Twin Frozr II აქტიური საჰაერო გაგრილებით და პროგრესული MSI SuperPipe ტექნოლოგიით. სიმართლე, რომ ვთქვათ ისინი ჯერ კიდევ ტაიბეიში (ჩინეთში), საყოველთაო გამოფენა Computex 2010-ზე, წარადგინეს ივნისის დასაწყისში.

დადებული სურათი

MSI N470GTX Twin Frozr II, MSI N465GTX Twin Frozr II და MSI N465GTX Twin Frozr II Golden Edition მოდელები ეკუთვნიან Military Class Series კატეგორიის პროდუქტებს, 
რომლებიც გამოირჩევიან  მაღალი ხარისხი ელემენტების ქონით, დიდი გამძლეობით და ფლობენ უდიდესი აჩქარების პოტენციალს. ამ მხრივ ზემოდჩამოთვლილთაგან უკანასკნელი - MSI N465GTX Twin Frozr II Golden Edition დანარჩენი ორისგან გამოირჩევა სპილენძით სრულად დაფარული ქულერით.

დანარჩენი ინფორმაციისთვის (ტექნიკური მახასიათებლები, დამატებითი სურათები...) დააჭირეთ სრულად-ს.

18:02,   Power_VANO  |  9705 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 12.July 2010

Skype Phone ანუ Roaming vs. Skype


ანუ დაუჯერებელი ამბავი?

დღეისათვის კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს. უამრავი პროგი არსებობს რეალურ დროში საჩეთაოდ, მათ შორის ალბათ ყველაზე პოპულარული Skype-ია. ასევე არსებობს უამრავი ახალი ტექნოლოგია, მაგალითად, უკაბელო ინტერნეტი, ან მობილური ტელეფონი და როუმინგი... 

ახალი ტექნოლოგიების გამოგონება საკმაოდ კარგია და საინტერესო მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა ძველი ტექნოლოგიების აღება და რამე ახალ იდეაში გაერთიანება. Skype ექაუნთი ძალიან ბევრს გვაქვს (ალბათ ამას ვინც კითხულობს ყველას). წარმოიდგინეთ მოგზაურობთ, ხშირად. გჭირდებათ ტელეფონი და ნებისმიერ ქვეყანაში მოხვედრისას მოგიწევთ როუმინგის ჩართვა და უამრავი ფულის ხარჯვა. ან მოგიწევთ ყველა ქვეყანაში იქაურ მობილურ ქსელში ჩართვა. მაგრამ არსებობს ალტერნატივა - Skype Phone.

დადებული სურათი

ეს ტელეფონი მთლად ტელეფონი არ არის. მას სიმ ბარათი არ სჭირდება. აქვს მხოლოდ და მხოლოდ Wi-Fi და ზედ სკაიპი არის ჩაწერილი. მოკლედ ყიდულობთ ამ ტელეფონს, პოულობთ ადგილს, სადაც wi-fi იჭერს და ვოალა... მაგალითად ინდოეთში განგის სანაპიროებთან... მანდ Wi-Fi ყოველთვის იჭერს. :)

მოკლედ შეიძლება ეს ტექნოლოგია ყოველთვის და განსაკუთრებით ყველგან არ იმუშავებს. მაგრამ მაინც საინტერესო ფაქტია ჩემი აზრით.

ვიდეო რგოლისა და ტელეფონის ფასის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.

23:32,   Power_VANO  |  10430 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


12 ივლისი - GeForce GTX 460

დიიიიიდი იძულებითი შესვენების შემდეგ გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 12 ივლისისთვის.

GeForce GTX 460
 @ Legion Hardware
 @ Bjorn3D
 @ PCPer
 @ XtremeComputing
 @ Hardware Secrets
 @ Tweaktown
 @ Tweaktown
 @ Hi Tech Legion
 @ KitGuru
 @ Benchmark Reviews
 @ Benchmark Reviews
 @ Hardware Canucks
 @ TechSpot
 @ HotHardware


 აუდიო
ASUS Cine5 @ ThinkComputers

კეისები
Thermaltake Level 10 @ Tech Report
Chenboro ES34169 @ Techware Labs
Antec DF-35 @ Benchmark Reviews

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

23:03,   Power_VANO  |  10271 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 11.June 2010

უფასო Microsoft Office Web Apps


[Live] ცოცხალია

Microsoft-მა, Google Apps სერვისის საპასუხოდ, ჩვეული დუმილით, საზოგადო მოხმარებაში გაუშვა საკუთარი უფასო ონლაინ საოფისე პაკეტის ბეტა (საცდელი) ვერსია. სახელად “Office Web Apps” ის გვთავაზობს MS Word, Excel, PowerPoint და OneNote პროგრამების ინტერნეტ (online) ვერსიებს. კიდევ უკეთესი, მათივე SkyDrive სერვისის საშუალებით გვეძლევა 25 გეგაბაიტი უფასო ონლაინ სივრცე, დოკუმენტების და ნებისმიერი სხვა ფაილების ინტერნეტში შესანახად.


უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ონლაინ ვერსიებს აქვთ საგრძნობლად ნაკლები შესაძლებლობლები, ვიდრე ექვივალენტურ Microsoft Office პროდუქტებს, რომლებიც ეშვებიან მომხმარებლების კომპიუტერებზე. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველაფერი, რაც საშუალო მომხმარებელს სჭირდება, მისაწვდომია.

ვრცლად წასაკითხად დააჭირეთ ღილაკზე >> სრულად

22:40,   gearge  |  19829 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 7 » ბოლო გვერდი