მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Wednesday, 10.May 2006

Microsoft Office 2007 Pro


მდაა.. ახალთ ახალი კიწ კიწა  ოფისი :)  ეხლა ახსნას ნუ მომთხოვთ გეხვეწებით ოფოსი ამიხსენიო არ მითხრათ  ლინკები სრულიადში

02:00,   TERMO  |  53943 ნახვა | 8 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Avant Browser v10.2.52


ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ბროუზერი განახლდა   მოკლედ კარგი ბროუზერია და ლინკი ნახეთ სრულიადში

01:38,   TERMO  |  38359 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 09.May 2006

ჩვენ ისევ ონლაინ რეჟიმში ვართ :-)


ბატონებო და ქალბატონებო, კომპინფო სიამაყით წარმოგიდგენთ თავის განახლებულ რესურს. ჩვენ ვცდილობდით შეგვევსო წინა ვარიანტის ხარვეზები, კერძოდ მისი შესაძლებლობები, ამჯერად შეგვიძლია განვაახლოთ ჩვენი ელ-ჟურნალები, თუმცა სავსებით თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ რეალურ კომპენსირებას მოვახდენთ სტატიების მეშვეობით.

ახლა კი მაინტერესებს, როგორ ხართ ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო? მოიწყინეთ არა :-) ლამის ორი დღეა საიტის გაშვებას ელოდებით, მჯერავს, მჯერავს, ჩვენც არ ვაპირებდით ამდენიხნით გათიშვას, მაგრამ იუზერი გეგმავდა და Ctrl+ALT+DEL-ი იცინოდაო ხომ გაგიგიათ :-)

კომპინფოს ლოგო

მოკლედ  პირველი ეტაპი გადალახულია, საიტის დიდ ინტერნეტში გაშვება შეიძლება :-), მეორე საკითხია რომ ყველაფერი ისე სრულყოფილად არ გამოგვივიდა როგორც გვინდოდა. ვერ მოვასწარით დამათებითი თემების ჩასმა, რაღაც სიახლეების ჩამატება და ასე შედმეგ, მაგრამ ამას ნელნელა ჩავამატებთ.

17:51,    |  64309 ნახვა | 24 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

iTunes 6.0.4.2


ცნობილი მედია პლეერი, პლიუს ცნობილი iPod_ის საკონტაქტო, ანუ სინქრონიზატორი პროგრამა. თუ ვინმეს გაქვთ ზემოთხსენებული აპარატურა, გსურთ სიმრერების გადაწერა, კოდირება, პლეი ლისტეის შექმნა ვქაჩავთ.

iTunes 6.0.4.2

მოკლედ მსურველები ვქაჩავთ.

17:28,    |  37828 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Realtek ALC AC97 Audio Driver 3.87


კომპანია RealTek-მა გამოუშვა ახალი WHQL-დრაივერების ნაკრები  Realtek ALC AC97 Audio Driver 3.73 და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფაც. AC97-კოდეკები გამოდგება შემდეგი ჩიპებისთვის ALC-101/201/202/203/250/650/655/658/850 მიდის ოპერაციულ სისტემებზე Windows 9x/ME/NT/2000/XP/2003. როგორც წესი ხმის ეს ჩიპები აყენია დედა დაფების 75 პროცენტ შემთხვევაში.

Realtek ALC AC97 Audio Driver 3.87

მოკლედ განახლების მსურველები ვაწვებით ბმულს

17:27,    |  35397 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Skype 2.5.0.72 Beta


ისევ განახლდა (ოღონდ ბეტა ვერსიამდე)  საყოველთაოდ ცნობილი ინტერნეტ ტელეფონიის პროგრამა. მაშ ასე ამჯერად საქმე გვაქვს ახალ 2,5 ვერსიასთან.

Skype 2.5.0.72 Beta

ახლა სატელევიზიო რეკლამებს იმედია არ უჯერებთ! ქალაქის ტელეფონზე და მობილურზე დარეკვა უფასო არ არის, ასეთ რამეში არ მოტყუვდეთ, ქალაქის ნომრებზე ინტერნეტის მეშვეობით რეკავთ ოღონდ იმ შემთხვევაში თუ შეძენილი გაქვთ 12 ევროიანი ბარათი, შემდეგ თითო წუთი ითვლება 1-2 ცენტის საფასურად. კი ჩვენი სატელეფონო კომპანიებისგან განსხვავებით იაფია, მაგრამ მიეჩვიეთ ხმის დაგვიანებს. აი მობილურებზე დარეკვას არ გირჩევთ, ჯერ-ერთი ძვირია, მეორეც  მოუხერხებელია. წუთი დაგიჯდებათ 31 ცენტი, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის ამ მომსახურების ცენტრი, ხოლო სხვა ქვეყნის ოპერატორის მეშვეობით გადმორეკვა კი ძალიან ძვირი ჯდება!

17:26,    |  67154 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Mozilla Firefox 1.5.0.3 Final


განახლდა ცნობილი უფასო ინტერნეტ ბროუზერი, ახალ ვერსიაში გასწორებულია ბევრი შეცდომები, ამჯერად მგონი ბეტა ტესტირება მორჩა და საბოლოო სახით არის გამოსული, მოკლედ ყველას ვისაც ცეცხლოვანი მელაკუდები მოსწონს შეუძლია ჩამოქაჩოს.

Mozilla Firefox 1.5.0.3 Final

იმედია ცოტახანს მაინც გაძლებს ეს პროგრამა განახლებების გარეშე თორემ დავიღალე მისი ახალი ვერსიების განთავსებით და რაც მთავარია ჩემი ბროუზერის განახლებით. მართალია დიდად არ ვიყენებ, მაგრამ მინიმუმ 3 განსხავავებული ბროუზერი მაინც მაქვს, რა იცი რაში დაგჭირდება :-)
მოკლედ ბმულზე წკაპი და მიიღებ ჩამოსაქაჩ ბმულს

17:21,    |  39606 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft Windows Desktop Search (WDS) 3.0 Beta


მოკლედ კომპანია Microsoft_მა უყურა, უყურა სხვა კომპანიებს როგორ უშვებდნენ სხვადასხვა ლოკალურ საძიებო სისტემებს, რომელბიც ოპერაციულ სისტემაში ინტეგრირებულ საძიებო სისტემას აშკარად სჯობნიდნენ და ბოლოს თქვა: მე თქვენ გიჩვენებთ სეირსო ;-) ასე გაჩნდა ახალი ლოკალური საძიებო სისტემა სახელად Windows Desktop Search, დღეს უკვე ამ პროგრამამ მიაღწია 3,0 ვერსიას.

Microsoft Windows Desktop Search (WDS) 3.0 Beta

მაშ ასე უკვე ცნობილია სხვადასხვა პაკეტებიდან ამ პროგრამის მუშაობის პრინციპი და გამოყენების არეალი, პროგრამა ეძებს თქვენს კომპიუტერზე ყველა ფაილს, იმახსოვრებს ყველაფერს, აწარმოებს ინდექსირებას და შემდეგში როდესაც რაღაცის მოძებნა დაგჭირდებათ ოღონდ მოისურვეთ და...
პროგრამა იმახსოვრებს არა მარტო ტექსტურ ფაილებს, იმახსოვრებს სურათებს, მედია ფაილებს და საერთოს 200-მდე სხვადასხვა ფორმატის ფაილს, შედეგად ძიება საკმაოდ იოლდება და ძალიან ჩქარა მიმდინარეობს.
რა თქმა უნდა GOOGLE_ს მოყვარულები ამ პროგრამას დაბადებას არ აპატიებენ და წიხლებით შესდგებიან ;-), მაგრამ სანამ გაკიცხავთ მოსინჯეთ, პირადი აზრით ძალიანაც კარგი რამ არის.

17:20,    |  63059 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Opera 9.0 Build 8393 Beta


მოკლედ ამ ბროუზერს ხომ აღარ ეღირსა საბოლოო რელიზად გამოსვლა, აი, აი გამოვა, გამოვა და ისევ ბეტა ვერსია გამოდის, მგონი თქვებნც დაიღალეთ, მაგრამ რა გიყოთ, ყველა პრეტენზია მწარმოებელთან.

Opera 9.0 Build 8393 Beta

დანარჩენი აღწერა სტანდარტულია, ეს არის ერთერთი ყველაზე ჩქარი და კარგი ბროუზერი, მაგრამ მე-9 ვერსია ოფიციალურად არაფრით არ გამოვიდა, ყველა მე-9 ვერსიაა არის BETA შესაბამისად პასუხისმგებლობას მის სტაბილურ მუშაობაზე არავინ არ იღებს :-) მაგრამ მოსინჯვა ყველას გვინდამ დაე მოვსინჯოთ.

17:18,    |  35728 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Comodo AntiVirus v1.0


ქსელში გამოჩნდა კიდევ ერთი უფასო ანტივირუსი, აქამდე ეს იყო ფასიანი ვერსია, ამჯერად კი გამოვიდა უფასოდ. საინტერესოა რატომ :-)

Comodo AntiVirus v1.0

ნებისმიერ შემთხვევაში უფასო ყველაფერი კარგია, ასე რომ ვქაჩავთ.

ეს კი ამ პროგრამის მოთხოვნები და შესაძებლობებია:
*Detects and eliminates viruses from desktops and networks
*Constantly protects with real-time On Access scanning online
*Proactive Heuristic analysis intercepts unknown threats
*Daily, automatic updates of virus definitions
*Isolates suspicious files in quarantine preventing infection
*Simple to use: install and forget

System Requirements
Windows XP (SP2) / Windows 2000 (SP4 or later)
50 MB available space on your hard drive
128 MB RAM
Intel Pentium 300 MHz processor (or equivalent)

17:10,    |  43738 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 116 117 118 119 120 121 » ბოლო გვერდი