მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Tuesday, 09.May 2006

Dr. DivX 2.0.0 beta 10


საკმაოდ საინტერესო პროგრამა უნდა იყოს მათთვის ვისაც გააჩნია TV-ტუნერი. ამ პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ ჩაიწეროთ ვიდეო ფაილები MPEG1, MPEG2, MPEG4, AVI და WMV ფორმატში.

 Dr. DivX 2.0.0 beta 10

ჩასაწერად კი რა თქმა უნდა გამოიყენება ტელე გადაცემები, ამის მერე დაჯექით და იხალისეთ. შეგიძლიათ დისკებზე ჩაწერა, ვიდეოს დამუშავება და ასე შედმეგ, მოკელდ აშკარად კარგი რაღაცაა.

17:07,    |  42553 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

SphereXP 0.96


აღიარე სამუშაო ადგილი არა გყოფნის ეკრანზე? გინდა რამენაირად ადგილი მეტი გქონდეს, რომ საკუთარი ხარახურა უფრო მეტი დაყარო? მაშინ ამ პროგრამის შემქმნელებს სწორედ შენთვის უწვალიათ. მაშ ასე პროგრამა გთავაზობს: შენი სამუშაო ეკრანი ბრტყელის მაგივრად გახდეს სფერული.

SphereXP 0.96

ამ პროგრამის მეშვეობით ეკრანი სამყაროს მომრგვალებულად წარმოგიდგენს, ამიტომ შესაძლებელია ეკრანზე მეტი ხატულების დატევა, თან შეგიძლია ეკრანი ატრიალო (თუმცა ბოლომდე ეს საშუალება ვერ დავამუღამე).
პროგრამა მოითხოვს შემდეგ მინიმალური რესურსებს და პროგრამებს:
- Windows XP (2000),
- 3D accelerated graphics adapter (min 64MB),
- PC with Intel® (Pentium®, Pentium M®, Xeon™) or AMD (Athlon™, Opteron™, Duron™) processor.
- Processor should be at least 1.0 GHz.
- 256 MB RAM (512MB recommended)
- .NET Framework 2.0 installed !!!
მოკლედ გაფორმების მოყვარულები აქეთ, აქეთ :-)

17:04,    |  38045 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

BitTorrent 4.9.2


პირიქგული ქსელების კლიენტ პროგრამა. მგონი ბევრმა იცით უკვე რა ხილია ეს ქსელი, BitTorrent-ის ქსელის ცნობილ Kazaa, eDonkey -სა და Emule-სგან განსხვავებით ორიენტირებულია დიდი ფაილების გადაქაჩვაზე, ამასობაში შეცვლილია სტრუქტურა, იმის მაგივრად რომ ერთი ფაილის დანაწევრებულად სხვადასხვა პიროვნებებს ჰქონდეთ, ერთი ფაილი აქვს მხოლოდ ერთ გამავრცელებელს, რომელიც დაინტერესებულია ფაილის გადაქაჩვით.

BitTorrent 4.9.2

შედეგად გადმოქაჩვა იწყება მომენტალურად, ყველანაირი სიაში და რიგში ჩაწერის გარეშე, სხვათაშორის ჩამოქაჩვაც შედარებით ჩქარი ტემპით მიმდინარეობს.
მოკლედ ვქაჩავთ, კარგი რაღაცაა

17:01,    |  39521 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

SIW v1.59 build 604


სიმპატიური მინი პროგრამა რომელიც გაჩვენებთ თუ რა სახის აპარატურა გაქვთ კომპიუტერში, გადრა ამისა გაძლევთ ინფორმაციას რა კონფიგურაცია აქვს თქვენს აპარატურას, როგორ მუშაობს, იძლევა დეტალურ ინფორმაციას პროცესორის შესახებ.

SIW v1.59 build 604

ასევე იძლევა ინფორმაციას BIOS, PCI/AGP, USB და ISA/PnP მოწყობილობებზე და პორტებზე, მეხსიერება, მონიტორი, გარჩევადობა, ვიდეო დაები, CD/DVD, SCSI მოწყობილობები, S.M.A.R.T ინფორმაცია, პრონტერების მდგომარეობა, მოკლედ ასე რომ გავაგრძელო დრეს ღამემდე ვერ გავჩერდები, ასე რომ დაქაჩეთ და თქვენთვითონ მოსინჯეთ.

16:50,    |  42121 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Portable ClamWin v0.88.2.1


ერთი პერიოდი ჩაწყნარდა მინი პაკეტების დამზადება, როგროც ჩანს ისევ ახალი ტალღა მოდის :-), მოკლედ გაიცანით ეს არის ცნილი ანტივირუსული პროგრამა ClamWin Free Antivirus -ის მინი ვერსია, რომელიც განკუთვნილია პირდაპირ Flash დრაივიდან მუსაობისთვის

Portable ClamWin v0.88.2.1

როგორც ხვდებით პაკეტი შემცირებულია და გამზადებულია ტრანსპორტირებისთვის, არ საჭიროებს ინსტალაციას, პირდაპირ იშვება ფლეშ დრაივიდან.

16:49,    |  107591 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

7-Zip v4.40 beta


გამოვიდა ცნობილი არქივატორის ახალი Beta ვერსია.  დიდ ახსნა არ უნდა იმას რომ პროგრამა 7-Zip-ი ინტუიციურად გასაგებია ყველასათვის. აღსანიშნავია ამ პროგრამის საკუთარი ფორმატის არქივი. არქივი ინახება ფორმატში 7z, მაგრამ ამ დროს ფაილები უფრო კარგად იკუმშება ვიდრე ცნობილ ZIP და RAR არქივატორებს შეუძლია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს არქივაციაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. 7-Zip-ი მუშაობს შემდეგი ფორმატის არქივებთან: 7z, ZIP, CAB, RAR, ARJ, GZIP, BZIP2, TAR, CPIO, RPM და DEB. შესაძლებელია თვითგახსნადი არქივების  გაკეთება, ასევე შეიძლება არქივატორია პატარა მენიუ გამოიყენოთ იმისათვის, რომ რაღაც ინსტალერის მაგვარი პაკეტი გააკეთოთ.

7-Zip v4.40 beta

პროგრამა ინტეგრირდება Windows-ის გარსში და ფაილების ეგრეთწოდებული შეკუმშვა/განკუშვა შესაძლებელია კონტექსტური მენიუდანაც.
მოკლედ ყველას ვისაც გსურთ უფასო არქივატორი მიიღოთ დააჭირეთ ბმულს.

16:44,    |  42097 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 30.April 2006

Unlocker 1.8.2


განახლდა ძალიან საჭირო პროგრამა. ალბათ ყველა ჩვენთაგანს ჰქონია შემთხვევა როდესაც ფაილის ან საქაღალდის წაშლა გვინდა, მაგრამ WINDOWS-ი არ გვაძლევს მისი წაშლის უფლებას, ხან რომელიღაც პროგრამას უჭირავს რესურსი, ხან სისტემურ კომპონენტად ითვლება, ხან ვირუსია და თავის თავს არ გვაშლევინებს.

Unlocker 1.8.2

ეს პროგრამა ყველა შესაძლებელ აკრძალვას იკიდებს და თუ ფალი წასაშლელი ან გადასაადგილებელია მას ყველანაირი კომენტარის გარეშე გააკეთებს.
მოკლედ ვთრეულობთ ჭკვიან და შემსრუელბელ მონას :-)

13:35,    |  42656 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

KGB Archiver 1.2.0.23


ჰოო რას არ გაიგებ კაცი ჩვენს ცხოვრებაში :-) აგერ ბატონო გამოვიდა KGB-ს აგენტების არქივატორი. მოკლედ თუ რუსეთის აგენტურაზე მუშაობს ეს არქივატორი თქვენია :-), თითქოსდა WINRAR_ის შემდეგ რაღა უნდა გამოჩენილიყო? მაგრამ გამოჩნდა 7ZIP-ი, რომელსაც უკეთესი არქივირება და კომპრესია ახასიათებს. თითქოსდა მეტად მონაცემების შემცირება შეუძებელი იყო, მაგრამ აგენტები მუშაობენ ბატონო, მუშაობენ.

KGB Archiver 1.2.0.23

შედეგად შეიქმნა უფასო ახალი არქივატორი, რომელსაც გააჩნია უკეთესი კომპრესია, ერთერთი ძლიერი შიფრირება და რაც მთავარია მთელ საქმეს ჩქარა აკეთებს, მაგრამ მოთხოვნილებებიც აქვს, მინიმუმ 256 მეგაბაიტი ოპერატიული (სასურველია თავისუფალი) და 1,5 გიგაჰერცი პროცესორი, აბა KGB-შნიკები კარგს და მოხერხებულს რას გააკეთებდნენ, რაღაც მოუქნელუი უნდა იყოს :-)

13:34,    |  40800 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

OpenVPN 2.0.7 GUI 1.0.3


ეს არის უფასო GPL ლიცენზიით გავრცელებადი დეამონი, რომელიც იძლევა საშუალებას შექმნილი იყოს კროსპლატფორმული შიფრირებული ვირტუალური ქსელი. ინფორმაციის დამალვა ხორციელდება UDP სტანდართით. შედეგად ვირტუალურ IP გვირაბში მოხვედრილი ინფორმაციის მოპარვის შესაძლებლობა კატასტროფულად ეცემა, ანუ თქვენი მონაცემები დაცულია.

OpenVPN 2.0.7 GUI 1.0.3

დარჩა ერტადერთი სათქმელი, ვირტუალური დაშიფრული ქსელის შექმნა შესაძლებელია ნებისმიერი კონექტის დროს, ანუ DHCP, dialup, NAT ყველა ფორმა მისაღებია.

13:27,    |  42181 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

OpenOffice.org Premium 2.0.2


განახლდა ალტერნატიული საოფისე პროგრამა, ანუ კიდევ ერთხელ ვცდილობთ წავაქციოთ Microsoft  Office :-). პაკეტი OpenOffice შეიცავს ტექსტურ რედაქტორს, ელექტრონული ცხრილების პროგრამას, პრეზენტაციების შესაქმნელ პაკეტს. ყველა პროგრამა თავსებადია ცნობილ MS Office-ს პაკეტებთან, ფაილების მიმოცვლა უმტკივნეულოდ ხორციელდება.

OpenOffice.org Premium 2.0.2

პაკეტში OpenOffice ასევე არის გრაფიკასთან და HTML თან სამუშაო პროგრამები, თუმცა ცოტა თავისებურია და მიჩვევაა საჭირო. პაკეტი მთლად პატარა არ გეგონოთ, ინსტალაციის შემდეგ გააჩნია რა კონფიგურაციას დააინსტალირებთ, მიიღებთ 89-დან 117 მეგაბაიტამდე პროგრამულ უზრუნველყოფას. პაკეტი მუშაობს სხვადასხვა პლატფორმებზე, არსებობს Windows-ის, Linux-ის და Solaris (x86 და SPARC)-ის ვერსიები. მაგრამ გთავაზობთ მხოლოდ Windows_ის ვერსიის ბმულს.

13:15,    |  123575 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 117 118 119 120 121 » ბოლო გვერდი