მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Monday, 12.October 2009

Image Converter Basic


მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ერთ–ერთი პირველი საქმე მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის სურათების გაზიარებაა, მაგრამ თანამედროვე სამომხმარებლო ფოტოაპარატებისთვის 7–8 მეგაპიქსელი გარჩევადობის მიღწევა და, შესაბამისად მოცულობაში მეგაბაიტზე მეტი სურათების გადაღება პრობლემას არ წარმოადგენს, ეს კი სურათების გადაგზავნას აძნელებს. გამოსავალი ერთია – სურათები უნდა დააპატარავოთ რომელიმე ფოტო რედაქტორში და ამ გზით შეამციროთ მოცულობაში, მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ ჯამში 300–ჯერ ან 400–ჯერ მაინც დააჩხაკუნეთ თქვენი საყვარელი ფოტოაპარატი? ყველა სურათს ხელით ხომ ვერ დააპატარავებთ?

სწორედ აქ ჩნდება აუცილებლობა, გვქონდეს რაიმე პროგრამა, რომელიც წინასწარ მითითებული პარამეტრების მიხედვით შეამცირებს თქვენს სურათებს ზომასა და მოცულობაში. მაგრამ დაფიქრდით: ხანდახან მხოლოდ დაპატარავება საკმარისი არაა, საჭიროა სურათების მობრუნება, ფერთა გამის კონტრასტის შეცვლა, გაშავთეთრება, watermark–ის დადება  და ა.შ.

გთავაზობთ პროგრამას, რომელსაც ყველა ეს ღირსება გააჩნია და – ჩვენთვის ტრადიციულად – უფასოცაა. გაიცანით Image Converter Basic.


პროგრამის შესაძლებლობებში შედის სურათის დაპატარვების მძლავრი მექანიზმი: შესაძლებელია სურათების დაპატარვება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი აჭარბებენ რაღაც წინასწარ მითითებულ ზომებს, შესაძლებელია პროპორციების შენარჩუნებაც. მხარდაჭერილია სურათების სარკული მობრუნება (ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად) და გადაბრუნება ნებისმიერ კუთხით, შესაძლებელია სურათის ნეგატივად გადაკეთება ან გაშავთეთრება, RGB პალიტრაზე ფერების წაძვრა ორიგინალური მნიშვნელობიდან, ასევე შესაძლებელია კონტრასტის, ნათების და სატურაციის წაძვრა, სურათიდან მხოლოდ წინასწარ მითითებული რეგიონების დატოვება, watermark–ის დასმა, სურათის ჩარჩოში ჩასმა, ან RGB გამიდან რომელიმე ფერის მოცილება.

რაც შეეხება შენახვას, პროგრამას შეუძლია დამუშავებული სურათების იმავე საქაღალდეში ან იმავე საქაღალდეში შექმნილ ახალ საქაღალდეში ჩაყრა, სურათების სახელები აბსოლუტურად რეგულირებადია, შესაძლებელია სურათების ფორმატის შეცვლა რომელიმე წინასწარ მითითებულზე ან უცვლელად დატოვება.


სურათების გახსნისას პროგრამას შეუძლია მათი ამოღება მითითებული საქაღალდიდან და მისი ყველა ქვესაქაღალდიდან და მხარდაჭერილია ფილტრის წინასწარ დაყენება, რათა მხოლოდ სასურველ ფორმატში შენახული სურათები გაიხსნას.

რაც მთავარია – პროგრამას შეუძლია წინასწარ გიჩვენოთ, როგორი იქნება სურათი მითითებული პარამეტრებით დამუშავების შემდეგ, რაც აადვილებს ამ პარამეტრების შერჩევას.

შესაძლებელია ერთხელ არჩეული პარამეტრების შენახვაც, მომავალი მოხმარებისთვის.

პროგრამა ძალიან ინტუიტიურია და კომპიუტერთან მუშაობის სულ ოდნავი გამოცდილებაა საკმარისი მის სრულად ასათვისებლად.

რაც შეეხება ცუდ მხარეს: როგორც სახელიდან ჩანს, პროგრამას ჰყავს უფროსი, ფასიანი ძმა და, შესაბამისად, აქვს გარკვეული შეზღუდვებიც. ს შეზღუდვები გამოიხატება ერთდროულად მხოლოდ 10 სურათის გახსნის შესაძლებლობაში და პარამეტრების შენახული სიის გახსნის შეუძლებლობაში. ამ შეზღუდვების მოხსნა 20 ევროდ შეგიძლიათ.
23:24,   domen  |  64654 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 10.October 2009

STDU Viewer


უნივერსალური დამთვალიერებელი
PDF, DjVu, XPS, TIFF .. ინფორმაციის შესანახად ბევრი ფორმატი არსებობს და ყველას თავისი უპირატესობა აქვს, ამიტომ ფაილის შემქმნელები ფაილს იმ ფორმატში ინახავენ, რომელშიც თვითონ მიაჩნიათ სწორად. ამასობაში კი უბრალო მოკვდავებს ამ ფაილების დასათვალიერებლად ათასნაირი პროგრამების დაყენება გვიწევს. ამ ცენტრალიზების ხანაში, რომელშიც ტელეფონი ტელევიზორის და ფოტოაპარატის როლს ითავსებს, ნუთუ არ არსებობს პროგრამა, რომელიც ყველა ასეთ ფორმატს ხსნის და კითხულობს?

STDU Viewer ზუსტად ამ მიზნისთვისაა შექმნილი – მოგიხსნათ დამატებითი პროგრამების დაყენების აუცილებლობა და ამასობაში საშუალება მოგცეთ, ნებისმიერ ფორმატში შენახული ინფორმაციის წაკითხვა შეძლოთ. ის უმკლავდება PDF, DJV, XPS, CBZ, CBR, TIFF, და TXT ფორმატებს და უბრალოდ გახსნის გარდა რამდენიმე სასიამოვნო დანამატსაც გვთავაზობს.


მაგალითად, შესაძლებელია მრავალი ფაილის ერთად გახსნა (ტაბები მხოლოდ ოპერას არ აქვს :–)), შესაძლებელია ამ დოკუმენტებში ძიება, სანიშნეების ჩამატება დოკუმენტებში (თუმცა ამ დროს უშუალოდ დოკუმენტები არ რედაქტირდება), მხარდაჭერილია გვერდების thumbnail–ებად ჩვენებაც. გახსნისას წინა სესიისას გახსნილი ფაილების სიას შემოგთავაზებთ, რაც ფაილის ხელახლა გახსნას ძალიან ამარტივებს.

სამწუხაროდ, პროგრამა "მთლად უნივერსალური" არაა (მაგალითად, ვერ ხსნის .chm ფაილებს), მაგრამ იმედია, მომავალ ვერსიებში ეს ნაკლი გამოსწორდება.
20:32,   domen  |  63314 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 08.October 2009

Device Doctor


დრაივერების პრობლემის გადაჭრა – უფასოდ!!
სისტემის დაყენების შემდეგ პირველი საზრუნავი დრაივერების მოძიებაა. ახალი პრინტერის, ფოტოკამერის თუ რაიმე სხვა მოწყობილობის კომპიუტერთან მისაერთებლად ისევ და ისევ დრაივერებია საჭირო. დრაივერები სისტემის ისეთი ბუნებრივი და საჭირო ნაწილთაგანია, რომელთა არსებობასაც ვერ იგრძნობთ, არყოფნას კი აუცილებლად შეამჩნევთ. დრაივერები, როგორც წესი, ყველა მოწყობილობას მოჰყვება ლამაზად მოხატულ დისკებზე და ეს უკანასკნელნი კი, როგორც წესი, ისე ადვილად იკარგებიან რომ არ შეიძლება, მათი ამ უნარის დახვეწილობით აღფრთოვანებული არ დარჩე ტექ. მანიაკი. ასე რომ, კომპიუტერში ერთი "ამოუცნობი ობიექტი" თითქმის ყოველთვის რჩება.


ეს პრობლემა, თამამად შეიძლება ითქვას, ყველას ერთნაირად აწუხებს, ამიტომ შეიქმნა მთელი სახეობა პროგრამებისა, რომელთაც კომპიუტერში არსებული ნაწილების ამოცნობა და მათი დრაივერების ჩამოტვირთვა ევალებათ. ისინი მეტ–ნაკლებად კარგად ართმევენ თავს თავინთ საქმეს, მარგამ ყველას ერთი ნაკლი აქვს – ფასი. დიდი ხნის მანძილზე  ამ კატეგორიაში უფასო პროგრამა არ არსებობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა Device Doctor და სიტუაცია შეიცვალა – უკეთესობისკენ.


Device Doctor–ს რამდენიმე შესანიშნავი თვისება აქვს, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ:
  • DD–ს ბაზაში 3 TB მოცულობის დრაივერები ინახება, რაც მაქსიმუმამდე ზრდის თქვენთვის საჭირო დრაივერის მოძებნის შანსს
  • DD–თი კომპიუტერის სკანირებას სულ რამდენიმე წამი სჭირდება
  • DD–ს ბაზაში დამატებული ყველა დრაივერი ხელით მოწმდება (რა თქმა უნდა, გარკვეული ავტომატიზირებული უტილიტების დახმარებით), რაც უზრუნველყოფს მათ საიმედოობას
  • DD ამოიცნობს "ამოუცნობ მოწყობილობებს" და დრაივერის ჩამოტვირთვამდე მათ სახელებს გაცნობებთ
  • შესაძლებელია პროგრამის offline რეჟიმში გამოყენება, ამ შემთხვევაში ამოცნობილი მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია ინახება სპეც. ფაილში და შეიძება გაიხსნას სხვა, ინტერნეტთან მიერთებულ კომპიუტერზე დრაივერების ჩამოსატვირთად
  • პროგრამა "სწავლობს" დრაივერების უფრო ზუსტად შემოთავაზებას სხვა მომხმარებლების ქცევის შესწავლის გზით
  • რაც მთავარი – Device Doctor აბსოლუტურად უფასოა!
პროგრამის მოხმარება მარტივზე მარტივია – გაშვების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს BeginScan და დაელოდეთ, რამდენიმე წამის შემდეგ ფანჯრის ქვედა ნაწილში მიიღებთ სიას თქვენთვის საჭირო დრაივერებისა, მხოლოდ მათი ჩამოტვირთვა (ხორციელდება ღილაკზე Download Update დაჭერით) და დაყენებაღაა საჭირო.

Device Doctor–ის უკან ადამიანები დგანან და შეცდომები შეიძლება მათაც მოუვიდეთ, რომ არაფერი ვთქვათ მათ შექმნილ პროგრამაზე. ამიტომ შესაძლებელია Device Doctor_მა ხანდახან მოძველებული, ხანდახან კი საერთოდ არასწორი დრაივერიც შემოგთავაზოთ, თუმცა, თუ დავეყრდნობით პროგრამის განხილვებს და ჩვენს პირად გამოცდილებას, ამის შანსი მინიმალურია.
20:21,   domen  |  54166 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 07.October 2009

EU იწონებს Ballot Screen–ს


ანუ Win7 Opera–ს სოუსით
როცა ივნისში EU–მ მოითხოვა ყველა პოპულარული ბრაუზერის ინტეგრირება Windows 7–ში, ზოგს ეს სიცილადაც არ ეყო, ზოგს პროტესტის გრძნობა გაუჩნდა და ზოგიც სიხარულით შეხვდა ამ ახალ ამბავს. თუმცა მალე გამოჩნდა, რომ EU არ ხუმრობდა და MS–მა (მას მერე, რაც სისტემაში IE–ს არსებობის აუცილებლობა მოიხსნა) დაამუშავა კიდეც ერთი გზა – "ასარჩევი ეკრანი" (Ballot Screen), რომლის მიხედვითაც სისტემის ისნტალირების შემდეგ მომხმარებელი დაინახავდა ვებ–გვერდს, რომელზეც მოცემული იქნებოდა ყველა პოპულარული ბრაუზერი და აირჩევდა მისთვის სასურველს.



მართალია, Opera–მ და Mozilla–მ ამ მეთოდსაც მოუნახეს წუნი (დააკვირდით, რომელ ბრაუზერშია ეს გვერდი გახსნილი :–)), მაგრამ EU–სთვის ის მისაღები აღმოჩნდა და საბოლოოდ 5 წლის ვადით დაამტკიცა კიდეც  იგი.

რაც შეეხება დეტალებს: "ასარჩევ ეკრანზე" ადგილი 12 ბრაუზერისთვისაა დაჯავშნული, ბრაუზერები კი EU–ს ტერიტორიაზე პოპულარობის მიხედვით შეირჩევა (ეს გარანტიას იძლევა, რომ Opera, FF, Safari და Chrome მოხვდებიან). ეკრანზე მოთავსებული იქნება თორმეტივე ბრაუზერის ჩამოსატვირთი ბმულები და ბმულები "მეტი ინფორმაცია" (Tell Me More), რომლებიც ამ ბრაუზერების აღწერის შემცველ გვერდებზე გადამისამართდება.
20:21,   domen  |  151248 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 06.October 2009

Flash Player 10.1


Hardware Acceleration!
Flash – ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს ტექნოლოგია ბოლო წლებში შეუცვლელი გახდა მომხმარებლისთვის ბრაუზერის ფანჯარაში "მძიმე მედიის" (ვიდეოკლიპები, თამაშები, მუსიკა ..) მიწოდების საქმეში. ყველა ვიდეო ჰოსტინგი ფლეშის დახმარებით გადმოგცემთ ვიდეოკლიპებს, თამაშების ყველა საიტი ფლეშის დახმარებით აცდენს თქვენს დროს პატარ–პატარა თამაშებით და ოდესმე დაფიქრებულხართ, რა გზით გაწვდით მუსიკას Last.FM? დი–იახ, ეგეც ფლეშია.


და მაინც, სუსტი კომპებისთვის (ნეტბუკები ამის მაგალითია) და სმარტფონებისთვის* დღემდე მიუწვდომელია ეს ტექნოლოგია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ვერ უმკლავდებიან იმ გამოთვლების სიმძიმეს, რომელსაც ფლეშით გადმოცემული თუნდაც უბრალო ვიდეოკლიპი მოითხოვს. ბევრი ამას საკუთარ თავზეც გამოცდიდა – განათლების სამინისტროს მიერ ასე უხვად დარიგებული EeePC–ები YouTube–ზე სასეირნოდ ნამდვილად არ გამოდგება.

Flash Player–მა როგორღაც მიაღწია მე–10 ვერსიას ისე, რომ ეს პრობლემა არ გადაუჭრია და, როგორც იქნა, ვერსია 10.1–ზე მუშაობისას კომპანიამ დაიწყო nVidia–სთან  თანამშრომლობა იმისთვის, რომ ფლეშ პლეერმა გამოიყენოს nVidia–ს GPU–ები კონტენტის დასამუშავებლად, რაც პროცესის სიჩქარეს საგრძნობელზე მეტადაც გაზრდის და საშუალებას მისცემს ამ ტექნოლოგიით აღჭურვილ სისტემებს (მათ შორის ნეტბუკებს, დაფუძნებულებს nVidia ION–ზე და სმარტებს, დაფუძნებულებს nVidia Tegra–ზე), შეუფერხებლად მიაწოდონ ფლეშზე დაფუძნებული სერვისები მომხმარებლებს, მიუხედავად სუსტი პროცესორისა.


Flash Player 10.1 Palm Pre–ზე

Flash Player 10.1 გამოვა შემდეგი მობილური ოპერაციული სისტემებისთვის: Blackberry, Windows Mobile, Google Android, Palm WebOS და Symbian. შესამჩნევია, რომ ჯერჯერობით არსადაა iPhone OS, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ეს პლატფორმა ასე "გარეთ" დარჩეს :–) საფიქრებელია, რომ მისი მხარდაჭერაც მალე გამოჩნდება. მობილური ოპერაციული სისტემების შემთხვევებში Flash Player მაქსიმალურადაა ოპტიმიზირებული ენერგიის დაზოგვაზე.
17:18,   domen  |  26693 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 05.October 2009

Color Picker


ვებ–დიზაინერების ცხოვრებაში ძალიან ხშირად, ტექ. მანიაკების ცხოვრებაში იშვიათად და საშუალოსტატისტიკური მომხმარებლების ყოველდღიურობაში თითქმის არასდროს საჭიროა დავაკოპიროთ სადმე საიტზე, სურათზე თუ ვიდეოში ნანახი ფერი. ერთი გზაა, ვიზუალური მსგავსების მიხედვით ავარჩიოთ ფერი რომელიმე სურათის რედაქტორში (Paint, Paint.NET, Photoshop ..), მაგრამ ეს მოუხერხებელიცაა და სიზუსტის გარანტიასაც არ იძლევა. სწორედ ამიტომ არსებობენ "ფერის ამღები" (Color Picker) პროგრამები, რომლებიც ეკრანზე გამოსახული ნებისმიერი ფერისთვის მის RGB კოდს იძლევიან, რომლის საშუალებითაც ფერის ხელახლა მიღება ნებისმიერ ფოტო რედაქტორში შეიძლება.

საქმე ისაა, რომ უმეტეს შემთხვევებში ასეთი პროგრამები ან უაზროდ ძვირია და არც ისე საჭირო დამატებითი ფუნქციები აქვთ, ან უფასოა და ზე–მინიმალისტური. Color Picker მათ შორის ბალანსს წარმოადგენს.


პროგრამას გააჩნია ერთდროულად რამდენიმე ფერის შენახვის შესაძლებლობა, ფერების HTML, RGB, HEX. HSV/HSB და HSL კოდების გენერირება, შესაძლებელია მიმდინარე ფერების კოდების შენახვა ფაილში და მათი შემდგომ გახსნაც, მხარდაჭერილია "ცხელი კლავიშების" სისტემა და ერთი სასიამოვნო დანამატი – პროგრამას შეუძლია ფერის მსგავსი ფერების ჩვენებაც, რაც ვებ–დზაინისერთვის რაღაც დონით დხმარებასაც წარმოადგენს.

Color Picker უმარტივესია გამოყენებაში – უბრალოდ ჩამოტვირთეთ პროგრამა, გაუშვით (ინსტალაციას არ საჭიროებს), მიმართეთ კურსორი სასურველ ფერთან და დააჭირეთ კომბინაციას Alt+X, ფერი პროგრამის ფერების ბუფერში დაემატება, იქვე შეგიძლიათ მისი შესაბამისი სხვადასხვა კოდის მიღება და მსგავსი ფერების ნახვაც.
12:13,   domen  |  57148 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 04.October 2009

Windows XP Mode RTM სტადიაშია


ნახევარი წლის წინ, აპრილში Microsoft–მა გამოაქვეყნა თავისი ახალი პროდუქტის, Windows XP Mode–ის ბეტა ვერსია, რომელიც შემდეგ პრობლემას წყვეტს: Windows 7–ს აქვს საკმაოდ კარგი თავსებადობა Windows XP–სთვის დაწერილ პროგრამებთან, მაგრამ პლატფორმათა განსხვავებების გამო ეს თავსებადობა სრული არაა, ეს კი იწვევს იმას, რომ საკმაოდ ბევრი XP–სთვის დაწერილი პროგრამა 7–ში უბრალოდ არ მუშაობს.



მოკლედ რომ ვთქვათ, XP Mode დაფუძნებულია Microsoft Virtual PC–ზე და ქმნის ვირტუალურ XP–ურ გარემოს შვიდთან არათავსებადი პროგრამებისთვის, ანუ ეს უკანასკნელნი ეშვებიან მათთვის ბუნებრივ პირობებში და მუშაობენ ჩვეულებრივად, ამასობაში კი ეს ყველაფერი ხდება Windows 7–ში. გრძელი განმარტებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სიახლე Windows XP Mode.

დღეს კი MS–მა განაცხადა, რომ XP Mode მზადაა წარმოებაში ჩასაშვებად და 22 ოქტომბერს, Windows 7–თან ერთად იხილავს დღის სინათლეს.

შეგახსენებთ, რომ Windows XP Mode–ით სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ Windows 7 Professional, Enterprise და Ultimate ვერსიის მფლობელებს. სხვებისთვის, სამწუხაროდ, XP Mode საერთოდ არ იქნება მისაწვდომი.

მეტი ინფორმაცია Windows Team Blog–ზე შეგიძლიათ მიიღოთ. Windows XP Mode RC–ს ჩამოტვირთვა კი ამ მისამართიდან შეგიძლიათ.
12:13,   domen  |  129456 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 03.October 2009

Foxit Reader v3.1.1


განახლება
PDF–ის გახსნა ყველას გვჭირდება, ამაზე არავინ დაობს. სადავო ნაწილი შემდეგია: რითი გავხსნათ ამ ფორმატის ფაილები? Adobe–მა ფორმატთან ერთად მისი წამკითხველიც (Adobe Reader) შექმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს უკანასკნელი ზომაში გაიზარდა, დამძიმდა და შეცდომებით გაივსო, რაც მომხმარებლისთვისაც ძალიან მოუხერხებელია და ჰაკერებსაც ახალ გზებს უხსნის კომპიუტერისკენ. ამიტომ დგება აუცილებლობა, შევცვალოთ Adobe Reader.


სწორედ აქ ჩნდება Foxit Reader, რომელიც ზუსტად იმავე მიზნით – PDF–ის წასაკითხავადაა შექმნილი. Adobe Reader–თან შედარებით ის ლამის ოთხჯერ მცირეა მოცულობაში, სწრაფიცაა და მსუბუქიც, ამ ვერსიაში პროგრამა კიდევ უფრო ოპტიმიზირებულია სისწრაფის მხრივ, გასწორებულია შეცდომები და დამატებულია რამდენიმე ახალი შესაძლებლობა. ესენია (ვინც ამ პროგრამას PDF–ის მხოლოდ წასაკითხად იყენებთ, შეგიძლიათ ამ სიას გადაახტეთ):

  • ძიება ინტერნეტში – PDF დოკუმენტში ფრაზის მონიშვნისას გვერდით გამოჩნდება პატარა ლუპა, რომელზე დაჭერითაც ამ ფრაზას Ask.com-ზე მოძებნით
  • Favorite Toolbar - toolbar, რომელზეც შეგიძლიათ განათავსოთ ხშირად მოხმარებადი ღილაკები
  • კომენტარების პანელი – პანელი, რომელიც საშუალებას იძლევა, სწრაფად გადაათვალიეროთ მთელ დოკუმენტში გაბნეული კომენტარები
  • შეზღუდვების ტაბი – File > Properties > Security მისამართზე შეგიძლიათ ერთად ნახოთ დოკუმენტის ყველა შეზღუდვა
  • MSAA–ს მხარდაჭერა – პროგრამის "რაღაც ნაწილები"  (რა ნაწილები, არ კონკრეტდება) მხარს უჭერენ უნარშეზღუდული ადამიანებისთვის ინფორმაციის მათთვის მოსახერხებელ ფორმატში მიწოდებას
  • სხვადასხვა განახლება პროგრამის ვიზუალურ მხარეში
სამაგიეროდ ა(ღა)რ შეიძლება პროგრამის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებული რეკლამის გათიშვა და პროგრამა რატომღაც ყველა გაშვებისას ადმინისტრატორის უფლებებს ითხოვს.
14:15,   domen  |  30369 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 30.September 2009

Microsoft Courier - ახალი დეტალები


Microsoft Courier უბრალოდ აფეთქდა – მთელი ტექნლოგიური სამყარო მასზე ლაპარაკობს. პირველი ვიდეოკლიპის გამოჩენიდან მალევე "გამოიპარა" მეორე, უფრო დეტალური ვიდეოშესავალი, რომელიც კურიერის აქამდე უცნობ შესაძლებლობებს აჩენს. და უნდა თქვას, რომ ახალი ვიდეოების გამოჩენასთან ერთად ნელ–ნელა ქარწყლდება ეჭვი, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად არსებობს და ნამდვილად MS–ის ლაბორატორიებში.


როგორც მეორე ვიდეოკლიპიდან გამოჩნდა, კურიერის ცენტრში დგას ეგრეთ წოდებული "უსასრულო ჟურნალი" (Infinite Journal), რომელიც წარმოადგენს ზუსტად იმას, რაზეც სახელი მიანიშნებს: ჟურნალი, რომელსაც აქვს უსასრულო რამოდენობის გვერდები (სანამ მეხსიერება ამის საშუალებას მოგცემთ, რაღა თქმა უნდა :–)). ჟურნალი მჭიდროდაა გადახლართული ონლაინ სერვისებთან: მისი სრული ონლაინ ვერსიის გამოქვეყნება შეიძლება, რომელიც შემდეგ PowerPoint, PDF ან კურიერის სპეც. ფორმატის ფაილად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.

ეკრანებს შორის მოთავსებული სივრცე შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც გაცვლის ბუფერი (ClipBoard), სადემონსტრაციო ვიდეოკლიპში მომხმარებელი უბრალოდ ათავსებს სურათს ამ სივრცეში და ის იქ რჩება გადმოღებამდე, ეკრანების ცვლილების მიუხედავად.



კდიევ ერთხელ დემონსტრირდება კურიერის შესაძლებლობა, ამოიცნოს ხელნაწერი ტექსტი. ამ შესაძლებლობაზე დაყრდნობით მომხმარებელი, მაგალითად, ხელით წერს მისამართს ბრაუზერში. რაც შეეხება ბრაუზერს, მხარდაჭერილია Coverflow–ს ტიპის ნავიგაცია სანიშნეებში (Bookmarks).

თუმცაღა, ჯერჯერობით არაფერი ისმის მულტიმედია კონტენტის მხარდაჭერაზე (მუსიკის დაკვრა, ფილმების გაშვება და ა.შ.) და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯერჯერობით არც წიგნის კითხვის შესაძლებლობა დემონსტრირდება. თუმცა ეს ბუნებრივიც შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე გავრცელებულ ვიდეორგოლებში კურიერის მხოლოდ ბიზნეს შესაძლებლობებზე კეთდება აქცენტი.

მაშ ასე, მეორე სადემონსტრაციო ვიდეოკლიპი:
18:19,   domen  |  177240 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 29.September 2009

Microsoft Security Essentials საბოლოო ვერსიამდე განახლდა


განახლდა Microsoft–ის ანტივირუსი, რომლის ბეტა ვერსიაც ივნისში ვიხილეთ. სიახლე ბევრი არაფერია, მხოლოდ შეცდომების გასწორებები და უმნიშვნელო ცვლილებები ვიზუალურ ნაწილში.


Microsoft Security Essentials - მთავარი ფანჯარა

შეგახსენებთ, რომ MSE ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს ვირუსებთან ბრძოლაში, ზედაპირული ტესტის (რომლის ფარგლებშიც ანტივირუსი გასინჯეს მხოლოდ ცნობილ ბოროტმოქმედ ფაილებზე) დროს მან ყველა ბოროტმოქმედი ფაილი (სულ 3200) ამოიცნო.
21:22,   domen  |  118956 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 2 3 4 5 6 7 8 » ბოლო გვერდი