მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Monday, 20.July 2009

MSI OC Genie


ამ ბოლო დროს გახშირდა მწარმოებლების "კინკლაობა" პროდუქციის ე.წ. overclocking შესაძლებლობებითა და პოტენციალით. არც MSI ჩამორჩენილა და წარმოგვიდგენს ახალ ტექნოლოგიას, რომლის საშუალებით პროცესორის მარტივად დაჩქარება იქნება შესაძლებელი. ვისაც გაინტერსებთ დააჭირეთ.

MSI ახალ ტექნოლოგიას წარმოგვიდგენს, მომავალ P55 ჩიპსეტზე ბაზირებული დედა დაფის ფოტოებით.

20:26,   otosaxel  |  23355 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

JetStart 4.4


JetStart არის პატარა უტილიტა, რომელიც გაგიმარტივებთ საჭირო პროგრამის, ფაილისა თუ დირექტორიის გამოძახებას და, შესაბამისად, აღარ დაგჭირდებათ ძრომიალი გაბერილ Start Menu-ში. ის არის Launchy-სა და Turbo Launch-ის, ასე ვთქვათ, "ნაჯვარი" პროგრამა და რაც მთავარია, არის უფასო.

თუ პროგრამამ დაგაინტერესათ, დამატებითი ინფორმაციისა და ბმულების მისაღებად დააჭირეთ სრულად-ს.

17:47,   Gio_kiborg  |  28040 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 15.July 2009

ა.შ.შ.-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ითხოვენ.. Firefox-ს!


"კიბერ ბაიტების" მთელი სამყარო და ნაწილობრივ უბრალო მომხმარებლებიც მასიურად გადადიან Firefox-ზე, ამ ბრაუზერმა უკვე მოიპოვა პირველობა ანტარქტიდაზე და ევროპაში, მსოფლიო ბრაუზერების ბაზრის მესამედი უკავია, ჰყავს ენთუზიასტების უზარმაზარი საზოგადოება და, ერთი სიტყვით, ეს ბრაუზერი ყოველდღიურად უფრო ვითარდება და ძალებს იკრებს. ამ მოვლენების ლოგიკური, მაგრამ მაინც უცნაური და სახალისო გაგრძელება შეადგინა დღეს გამართულმა რიგითმა შეხვედრამ ა.შ.შ.-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის.

ტრადიციული ბლა-ბლას შემდეგ (რომელიც ასე ახასიათებთ სახელმწიფო მოხელეებს) დადგა შეკითხვების დრო და აი აქ მოხდა ჩვენთვის საყურადღებო ფაქტი - ერთ-ერთმა თანამშრომელმა დანარჩენების სახელით წაიკითხა მიმართვა, რომელშიც მოითხოვა Firefox-ის დანერგვა დეპარტამენტში :-)

აი, გამოსვლის ვიდეო ჩანაწერიც, გადაახვიეთ 26:32-ზე, თუ პოლიტიკოსთა გამოსვლების მოყვარული არ ხართ :-)

10:11,   domen  |  30737 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 13.July 2009

Twingly Screensaver


ლამაზი მოტივაცია ბლოგერებისთვის

მსოფლიო ბლოგებს ერთიანად "ბლოგოსფეროდ" მოიხსენიებენ ხოლმე და კომპანიამ Twingly, რომელიც დაკავებულია კონკრეტულად ბლოგების ძიებით (ანუ Google ბლოგებისთვის) გადაწყვიტა, ამ სიტყვას რეალური დატვირთვა შესძინოს - მათ შექმნილ ინტერაქტიულ სკრინსეივერზე გამოსახულია დედამიწა, რომელზეც ყოველ წამს ჩნდება "აფეთქებები" იმის მანიშნებლად, რომ ამ ადგილიდან ახალი პოსტი დაიპოსტა.

სკრინსეივერი ნამდვილად ლამაზი საყურებელია და "თითქმის" პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს - ყოველ "აფეთქებას" მოჰყვება სიტყვიერი ანოტაცია (პოსტის სათაური) შეტყობინებების პანელზე და მასზე დაჭერით შესაბამისი პოსტის ნახვა შეგიძლიათ.

21:22,   domen  |  64424 ნახვა | 6 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 10.July 2009

Office 2010, The Movie


office 2010-ზე ფილმს გადაიღებენ!

Microsoft აქტიურად მუშაბს Office 2010-ზე, თუმცა ამჯერად მუშაობა მხოლოდ პროგრამით არ შემოიფარგლა და Office 2010-ზე სათავგადასავლო ჟანრის ფილმის გადაღებაც გადაწყდა! სიუჟეტი ვითარდება 2010 წელს, როცა უცნობი ჰაკერი ქმნის ფონტს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აიძულებს, მასზე დაწერილი ტექსტი დაიჯერონ. ჰაკერის წინააღმდეგ საბრძოლველად აბრუნებენ ძველ აგენტს, რომელმაც პირადი ტრაგედიის - მეწყვილის სიკვდილის - გამო დაანება თავი მუშაობას, აგენტი იწყებს ბრძოლას ...

16:17,   domen  |  74846 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 04.July 2009

Windows 7 "საოჯახო პაკეტებად" გაიყიდება


სამი ერთის ფასად

ჯერ გამოჩნდა ჭორები, რომ Windows 7 დაუჯერებლად იაფი ეღირებოდა, შემდეგ ეს ჭორები არ გამართლდა და ახლა ისევ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ MS კიდევ შემოგვთავაზებს სიურპრიზებს. ოღონდ ამჯერად ეს არა ჭორი, არამედ "თითქმის" დადასტურებული ინფორმაციაა: Win7-ის ბოლო ტორენტებზე გაპარულ ბილდებში License Agreement (პუნქტის "Installation Use and Rights" ქვეშ) საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს:

07:08,   domen  |  49078 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 03.July 2009

Windows 8, კონცეპტი


Windows 8-სთან დაკავშირებით ჭორების ტალღა ამ რამდენიმე ხნის წინ აგორდა და უცებ ჩაწყნარდა არგუმენტების არარსებობის გამო. ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ MS უკვე მუშაობს Windows 8-ზე, მეტი არაფერი, არც სკრინები, არც ვიდეოები .. ბუნებრივიცაა, თუ Windows 8-ზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ის ჯერ "ჩონჩხის" სტადიაში თუ იქნება მხოლოდ, ასე რომ, უბრალო მომხმარებლისთვის წმინდა Look&Feel თვალსაზრისით მას დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

თუმცა სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ერთი დამაინტრიგებელი ვიდეოკლიპი, რომელიშიც ნათლად ჩანს მიმდინარე, Windows 7-ურ ვიზუალურ გარემოზე (Aero ინტერფეისზე) დაფუძნებული ახალი გარემო, რომელშიც ბევრი რამე შეცვლილია და შეცვლილია ისე, რომ ერთხელ მაინც აუცილებლად წამოგაძახებინებთ "უააა!"-ს :-)

კლიპში დემონსტრირებულია Windows Explorer-ის ახალი შესაძლებლობები (ძირითადად ფაილების სხვადასხვანაირად დალაგების, დაჯგუფების და "სწრაფი ჩვენების"), განახლებული ტასკბარი, ახალი დანამატი Scarps, რომელმაც უნდა შეცვალოს Notes ვიჯეტი, პროგრამების დაჯგუფების და ერთად გაშვების ფუნქციები და ა.შ.

მოკლედ, ასე დიდს ვერაფერს გაიგებთ, უყურეთ კლიპს:

21:22,   domen  |  65665 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 02.July 2009

O.M.G.I.G.P - Oh My God I'm Gonna Puke


Internet Explorer 8-ის ახალი რეკლამა

რეკლამები, რეკლამები, რეკლამები... ჩვენ კომპ. გიგანტი კომპანიების საინტერესო რეკლამებს ადრეც გთავაზობდით. ალბათ, ადვილი შესამჩნევია როგორ ერწყმის იუმორი და ზოგადად, მაღალი ხარისხი ასეთ რეკლამებში. დღეს კიდევ ერთ საინტერესო რეკლამას წარმოგიდგენთ, რომელიც ჩვენს ("ჩვენს" თუ არა, მინიმუმ "ჩემს" მაინც :)) საყვარელ ბროუზერს, Internet Explorer 8-ს ეხება.

კერძოდ, რეკლამა განკუთვნილია IE 8-ის ახალი ფუნქციის, Inprivate Browsing-ის რეკლამირებისთვის. სცენარში ქალი იღებს ქმრის ლეპტოპს და როგორც ჩანს, ისტორიაში ნახულობს ერთ-ერთ საიტს. საწყალი ქალი საიტზე იმდენად საზარელ რამეს ნახულობს, რომ გული ერევა. ამ დროს ბრუნდება ქმარი, ფეხი უსხლტება (რატომ და რაზეც, მიხვდებით ალბათ) და ძირს ეცემა. შემდეგ რეკლამაში ჩნდება დინ კაინი (Dean Cain), რომელიც საუბრობს IE 8-ის ახალ შესაძლებლობაზე, "პირადულ ბროუზინგზე,"  რომელიც კვალს არ ტოვებს არსად. საუბრის პარალელურად, ცოლი ორჯერ იმეორებს იმ პროცესს, რის გამოც ქმარს ფეხი აუსხლტა. ამჯერად, სამიზნე არა იატაკი, არამედ საცოდავი ქმარია :)

მოკლედ, საკმაოდ საინტერესო და იუმორით გაჟღენთილი რეკლამაა, თუ მისი ნახვა ნამდვილად გსურთ, დააჭირეთ სრულად-ს.

15:22,   Power_VANO  |  60710 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 01.July 2009

Skype 4.1 Final


Skype Inc.-ში გეგმიური განახლება მოხდა - გამოვიდა Skype 4.1-ის ფინალური ბილდი. მათ, ვინც ბეტა ვერსიას არ აყენებდა არასტაბილურობის გამო, შეუძლია მშვიდად დააყენოს ეს ვერსია. შეგახსენებთ, რომ ამ ვერსიას გააჩნია Screen Sharing, დაბადების დღის შემხსენებელი (Birthday Notifications), კონტაქტების სხვადასხვა სერვისიდან იმპორტირების შესაძლებლობა და მოსაუბრისთვის კონტაქტების გაგზავნა. დაწვრილებით ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სიახლეში Skype 4.1 ბეტას შესახებ.

Skype v4.1 Beta Screenshot

Skype v4.1 Final-ის გადმოწერა შეგიძლიათ გადმოწერის გვერდიდან, ოფიციალური ანონსი (არაფრისმთქმელია, წინასწარ იცოდეთ) აქაა მისაწვდომი.

18:19,   domen  |  47366 ნახვა | 9 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

ერთი საინტერესო ბლოგის შესახებ


ჯინეტის მიმოხილვიდან

ბევრჯერ გვილაპარაკია იმაზე, რომ ქართული ვები, იგივე "ჯინეტი" (GeNet), გადავსებულია ვარეზული საიტებით და არაფერი კეთდება სხვა მიმართულებებით, როგორებიცაა, ვთქვათ, ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, სხვადასხვა ტიპის სოციალური საიტები, საინფორმაციო პორტალები და ბლოგები. თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა მიდის გამოსწორებისკენ და ჩანს, რომ ქართულ ვებ-სივრცეში არა მხოლოდ ვარეზებს შეუძლიათ გადარჩენა და ფულის (თუ ვიზიტორების) შოვნა (თუ სიმართლე გინდათ, მათ უმრავლესობას არც ერთი შეუძლია და არც მერე). ნელ-ნელა მომრავლდა არა-ვარეზული ვებ-გვერდები და მათ მიმართ დაინტერესებაც დღითიდღე იზრდება.

ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ახალი რუბრიკა, სახელად "ჯინეტის მიმოხილვა", რომელშიც მიმოვიხილავთ საიტებს, რომლებიც ვარეზისა და პორნოგრაფიის გარეშეც ახერხებენ იყონ საინტერესონი. უპირატესობა შედარებით უცნობ საიტებს მიენიჭებათ, რადგანაც მათ უფრო სჭირდებათ ცნობადობის აწევა. რუბრიკის პერიოდულობა ჯერ დადგენილი არაა და მისდამი დაინტერესების მიხედვით განისაზღვრება.

გაქვთ ინფორმაცია ასეთი საიტის შესახებ ან თვლით, რომ გაქვთ საინტერესო წამოწყება და გჭირდებათ მისი საზოგადოებისთვის გაცნობა? გვაცნობეთ მის შესახებ (გამოგზავნეთ ფოსტაზე domen[ძაღლუკა]compinfo.ge სათაურით "ჯინეტის მიმოხილვა") და ჩვენ მას ჩვენს მკითხველამდე მივიტანთ. არაა აუცილებელი საიტი მაინცდამაინც ტექნიკური ხასიათის იყოს, დასაშვებია ნებისმიერი თემატიკა (ვარეზის და პორნოგრაფიის გარდა!), მთავარია ქართული იყოს.

მაშ ასე, დღევანდელი თემა იქნება უცნობი და საინტერესო ბლოგები (ნაცნობი და საინტერესოები ძალიან კარგად აქვს მიმოხილული დოდკას), ერთ მათგანს წარმოგიდგენთ.

14:15,   domen  |  61628 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 4 5 6 7 8 9 10 » ბოლო გვერდი