მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2010
Thursday, 15.July 2010

Enermax Modu 87+


ახალი კვების ბლოკები

კომპანია ENERMAX Technology Corporation-მა გააფართოვა თავისი ძლიერი და ეფექტური კვების ბლოკების არსებული ასორტიმენტი და დაანანონსა კიდევ ორი ახალი მოდელი, რომლებიც ორიენტირებულები არიან მაღალწარმადიანი კონფიგურაციებისთვის.

დადებული სურათი

სიახლეები 800 და 900 W სიმძლავრით ეკუთვნიან MODU87+ მოდულურულ კონსტრუქციას და ხასიათდებიან 87-92% მარგი ქმედების კოეფიციენტით, დატვირთვის დროს კი ეს უკანასკნელი მერყეობს 20-100%-იან დიაპაზონში, რაც თავისმხრივ ამართლებს 80 Plus Gold სერთიფიკატს. ფირმული დიზაინი DHT (Dynamic Hybrid Transformer), ასევე მყარი და ელექტროლიტური კონდენსატორების წყალობით კი ისინი გვთავაზობენ ხანგრძლივ და სტაბილურ მუშაობას, მწარმოებელი კი თავისთავად ხუთწლიან გარანტიას იძლევა თავის პროდუქტზე.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

18:15,   Power_VANO  |  9953 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

DreamBook ePad A10


3.5G PC ტაბლეტი ავსტრალიიდან

პლანშეტური კომპიუტერების პოპულარული თემა განაგრძო ავსტრალიურმა კომპანია Pioneer Computers Australia-მ. მისი ახალი PC ტაბლეტი, რომლის სახელი ასოცირდება საქვეყნოდ ცნობილ პროდუქტთან (iPad-თან) აგებულია Intel PineTrail პლათფორმაზე.

დადებული სურათი

Pioneer DreamBook ePad A10 აღჭურვილია 10.1-დიაგონალის სენსორული ეკრანით, რომელიც თავსებადია "multi-touch" ტექნოლოგიასთან, არის 1024x600 პიქსელ გაფართოების (WSVGA) - LED-ნათებითურთ. მყიდველს არჩევნის შესაძლებლობა ექნება ორ პროცესორს შორის - ესენია: Intel Atom N455 ტაქტური სიხშირით 1.66 გჰც და Intel Atom N475 1.83 გჰც ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვით და DDR3 ოპერატიულ მეხსიერებთან თავსებადობით.

DreamBook ePad A10-ის მახასიათებლებში შედის უკაბელო კავშირი Wi-Fi 802.11 a/b/g, 1.3-მპ ვებ-კამერა, ქსელური გადამყვანი 10/100 მბ/წ, MicroSD სლოტი და მოდემი 3.5G ქსელისთვის.

პროდუქტის აღჭურვილობაში შედის, ასევე 2 გბ მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, ხისტი დისკი - 16 ან 32 გბ მოცულობით. იგი ფუნქციონირებს Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე. აქვს C 3-სექციის პოლიმერული აკუმულატორი, რომელიც დატენვის გარეშე მოწყობილობას ამუშავებს 5 საათის განმავლობაში. DreamBook ePad ტაბლეტის ზომებია 267×173x8-17 მმ, წონა - 900 გრამი. მისი ფასი იწყება 599$-დან.

წყარო: 3DNews.ru

სიახლის ავტორი: BeR0
წყარო: Overclockers.ge

18:07,   Power_VANO  |  10204 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

MSI GeForce GTX 470/465 Twin Frozr II


კომპანია Micro-Star International (MSI)-მა გადაწყვიტა გაეხარებინა მოწყურებული გეიმერები და ენთუზიასტები ახალი, ალტერნატიული დიზაინის მქონდე ვიდეო დაფების, NVIDIA GeForce GTX 470 და NVIDIA GeForce GTX 465-ის ანონსით, რომლებიც აღჭურვილები არიან ფირმული წარმოების Twin Frozr II აქტიური საჰაერო გაგრილებით და პროგრესული MSI SuperPipe ტექნოლოგიით. სიმართლე, რომ ვთქვათ ისინი ჯერ კიდევ ტაიბეიში (ჩინეთში), საყოველთაო გამოფენა Computex 2010-ზე, წარადგინეს ივნისის დასაწყისში.

დადებული სურათი

MSI N470GTX Twin Frozr II, MSI N465GTX Twin Frozr II და MSI N465GTX Twin Frozr II Golden Edition მოდელები ეკუთვნიან Military Class Series კატეგორიის პროდუქტებს, 
რომლებიც გამოირჩევიან  მაღალი ხარისხი ელემენტების ქონით, დიდი გამძლეობით და ფლობენ უდიდესი აჩქარების პოტენციალს. ამ მხრივ ზემოდჩამოთვლილთაგან უკანასკნელი - MSI N465GTX Twin Frozr II Golden Edition დანარჩენი ორისგან გამოირჩევა სპილენძით სრულად დაფარული ქულერით.

დანარჩენი ინფორმაციისთვის (ტექნიკური მახასიათებლები, დამატებითი სურათები...) დააჭირეთ სრულად-ს.

18:02,   Power_VANO  |  9899 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 12.July 2010

Skype Phone ანუ Roaming vs. Skype


ანუ დაუჯერებელი ამბავი?

დღეისათვის კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს. უამრავი პროგი არსებობს რეალურ დროში საჩეთაოდ, მათ შორის ალბათ ყველაზე პოპულარული Skype-ია. ასევე არსებობს უამრავი ახალი ტექნოლოგია, მაგალითად, უკაბელო ინტერნეტი, ან მობილური ტელეფონი და როუმინგი... 

ახალი ტექნოლოგიების გამოგონება საკმაოდ კარგია და საინტერესო მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა ძველი ტექნოლოგიების აღება და რამე ახალ იდეაში გაერთიანება. Skype ექაუნთი ძალიან ბევრს გვაქვს (ალბათ ამას ვინც კითხულობს ყველას). წარმოიდგინეთ მოგზაურობთ, ხშირად. გჭირდებათ ტელეფონი და ნებისმიერ ქვეყანაში მოხვედრისას მოგიწევთ როუმინგის ჩართვა და უამრავი ფულის ხარჯვა. ან მოგიწევთ ყველა ქვეყანაში იქაურ მობილურ ქსელში ჩართვა. მაგრამ არსებობს ალტერნატივა - Skype Phone.

დადებული სურათი

ეს ტელეფონი მთლად ტელეფონი არ არის. მას სიმ ბარათი არ სჭირდება. აქვს მხოლოდ და მხოლოდ Wi-Fi და ზედ სკაიპი არის ჩაწერილი. მოკლედ ყიდულობთ ამ ტელეფონს, პოულობთ ადგილს, სადაც wi-fi იჭერს და ვოალა... მაგალითად ინდოეთში განგის სანაპიროებთან... მანდ Wi-Fi ყოველთვის იჭერს. :)

მოკლედ შეიძლება ეს ტექნოლოგია ყოველთვის და განსაკუთრებით ყველგან არ იმუშავებს. მაგრამ მაინც საინტერესო ფაქტია ჩემი აზრით.

ვიდეო რგოლისა და ტელეფონის ფასის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.

23:32,   Power_VANO  |  10655 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


12 ივლისი - GeForce GTX 460

დიიიიიდი იძულებითი შესვენების შემდეგ გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 12 ივლისისთვის.

GeForce GTX 460
 @ Legion Hardware
 @ Bjorn3D
 @ PCPer
 @ XtremeComputing
 @ Hardware Secrets
 @ Tweaktown
 @ Tweaktown
 @ Hi Tech Legion
 @ KitGuru
 @ Benchmark Reviews
 @ Benchmark Reviews
 @ Hardware Canucks
 @ TechSpot
 @ HotHardware


 აუდიო
ASUS Cine5 @ ThinkComputers

კეისები
Thermaltake Level 10 @ Tech Report
Chenboro ES34169 @ Techware Labs
Antec DF-35 @ Benchmark Reviews

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

23:03,   Power_VANO  |  10513 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 11.May 2010

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


11 მაისი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 11 მაისისთვის.

აუდიო
Creative World of Warcraft Headset @ Tweaknews

კეისები
Corsair Obsidian Series 700D @ Legit Reviews
Thermaltake Element G @ BayReviews
Cooler Master CM 690 II Advanced @ HardwareHeaven

გაგრილება
Thermalright Ultra 120 Extreme Rev. C @ OCC

პროცესორები
AMD Phenom II X2 555 Black Edition @ Bjorn3D
AMD Phenom II Six Core 1090T vs Core i7 920 @ TechReaction
All Turion Models @ Hardware Secrets

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს

12:37,   Power_VANO  |  10501 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 10.May 2010

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


10 მაისი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 10 მაისისთვის.

აუდიო
Arctic Sound E352 @ XSReviews

კეისები
Microcool Banchetto 101 @ TechwareLabs
Microcool Banchetto 101 @ Tweaktown
Antec P193 Advanced @ ThinkComputers
CaseAppeal AV8 @ Modders-Inc
Antec Sonata Proto @ Hardware Secrets

გაგრილება
CoolIT ECO A.L.C @ HardwareHeaven
Nexus VCT-9000 @ XtremeComputing
THermaltake Frio @ Ninjalane
Zalman CNPS10X Performa @ Tweaknews

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

10:10,   Power_VANO  |  10279 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 09.May 2010

ASUS Crosshair IV Extreme


პირველი ფოტოები

დღეს ინტერნეტში გავრცელდა ASUS-ის მომავალი ფლაგმანის, ასევე მომავალ 890FX მიკროსქემაზე დაფუძნებული,  Crosshair IV Extreme-ის ფოტოები. ერთი შეხედვით იგი საკმაოდ მიმზიდველია და შეუძლია ოვერქლოქერის გული ადვილად დაიპყროს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი მწარმოებლის პირველი დედა დაფაა, რომელსაც Lucid-ის Hydra ჩიპი ექნება, ასე რომ მითი Nvidia-ს და ATI-ს ვიდეო დაფების ASUS დედა დაფებზე გაერთიანებისა გაცოცხლდა.

როგორც აღინიშნა, სიახლე დაფუძნებულია AMD-ს 890FX ჩიპსეტზე, SB850 სამხრეთ ხიდით. ეს უკანასკნელი კი დედადაფას SATA 6Gbps-ით უზრუნველყოფს, ხოლო NEC-ის კონტროლერის საშუალებით პროდუქტი USB 3.0-თან იქნება თავსებადი. სხვა მხრივ სპეციფიკაციებში ვხვდებით ცხრა SATA პორტს, ხუთ PCI-Express x16, ერთ PCI და ოთხ DDR3 ტიპის მეხსიერების სლოტს. 

როგორც ყველა ASUS' ROG ბრენდის დედა დაფას, Crosshair IV Extreme-შიც ვიხილავთ სხვადასხვა სახის ფუნქციებს, მაგ. ჩვენ უნდა ველოდოთ ორმაგ BIOS-ის ოპციას, ასევე ROG Connect და RC Bluetooth-ს და ა.შ. სიახლე არის მხოლოდ ის, რომ მომხმარებელს შეეძლება სასურველი PCI-Express x16 სალტეს ჩართვა/გამორთვა.

ახალი დედა დაფის სურათების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.

22:43,   Power_VANO  |  14072 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


9 მაისი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 9 მაისისთვის.

აუდიო
Boston Acoustics Tvee Model 20 @ Digital Trends
Halo headphones In a Headband @ Tweaktown

კეისები
Corsair Obsidian 700D @ Tweaktown
In Win Griffin @ Vortez
In Win Ironclad @ Hi Tech Legion
In Win Ironclad @ OCC

გაგრილება
Cogage Arrow CPU Cooler @ Pro-Clockers
Coolink Chillaramic Thermal Grease @ BayReviews
Nexus VCT-9000 Silent CPU Cooler @ XtremeComputing
Thermaltake Frio CPU Cooler @ BigBruin

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

11:08,   Power_VANO  |  10298 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 08.May 2010

Intel-ის ახალი პროცესორი Core i7-875K


ღია მამრავლით

როგორც ვიცით, ივლისის ბოლოს კომპანია Intel-ი აპირებს ოთხბირთვიანი პროცესორის Core i7-875K (2.93 GHz) გამოშვებას, რომელსაც ღია მამრავლი აქვს და 999 დოლარზე ნაკლები ღირს. აქამდე თუ არ ჩავთვლით ექსპერიმენტულ პროცესორს Pentium E6500K, კომპანია ღია მამრავლით უშვებდა პროცესორებს საცალო ფასით მინიმუმ 999 დოლარი.

Core i7-875K-ის საინჟინრო ნიმუში B1 სტეპინგით ხელში ჩაუვარდათ ფორუმ XFastest წარმომადგენლებს. მათ ვიდეოც კი გადაიღეს სადაც ჩანს რომ პროცესორს მართლაც თავისუფალი მამრავლი აქვს.

Posted Image

სურათზე ჩანს რომ პროცესორის მამრავლი 30X-ია, თუმცა +2 მამრავლი Turbo Boost ტექნოლოგიის უნდა იყოს და ბიოსიდან მითითებული მამრავლი 28 არის. როგორც ჩანს პროცესორი თავისუფლად აღწევს 4 GHz სიხშირეს ჰაერზე, ხოლო Base Clock სიხშირე ამ შემთხვევაში გაზრდილი არ იყო.

სიახლის ავტორი: სოსო
წყარო: Overclockers.ge

12:58,   Power_VANO  |  14302 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 7 » ბოლო გვერდი