მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Saturday, 15.July 2006

Intel "Conroe" - ოფიციალური სტარტი


მაშ ასე დადგა სანატრელი დრო და კომპანია Intel-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა Core 2 Duo და Core 2 Extreme-ის გამოსვლა. ამიერიდან სავაჭრო ქსელში ახალი თაობის პროცესორებია. როგორც ხვდებით ბევრი მოყვარულისთვის ახლა იწყება ახალი ტესტირების ეპოქა. თვითონ პროცესორებზე კი ფასი კატასტროფულად ეცემა, თბილისში არსებული Pentium 4 630-ი სულ ერთი თვის წინ 185-225 დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი თბილისის მაღაზიების მიხედვით დაეცა 130-155$-მდე. მოკლედ ან კოშმარი, ან ბედნიერება იწყება.

 

მაშ ასე პატარა შესავალი ახალი თაობის პროცესორების შესახებ. ახალი თაობის პროცესორებმა უნდა გამოასწორონ Intel-ის მდგომარეობა ბაზარზე, როგორც ვიცით მას საკმაოდ სერიოზულად უტევდა AMD-ს ნაწარმი. თვით intel-ის მომხრეებიც კი ამ ბოლო დროს იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ, რომ კონკურენტის პროცესორი უფრო გრილია, და უკეთეს შედეგებს იძლევა, მაგრამ როგროც ჩანს ეს ეპოქა და ლამის 1,5 წლიანი წინსვლა კომპანია AMD-სთვის დამთავრდა, ვერც AM2-ის გამოსვლამ და ვერც შეპირებულმა K8L-მა შესძლო ახალი Conroe-ს ბირთვის დაჩაგვრა. შეიძლება მეტის თქმაც საკმაოდ სერიოზულად დაიჩაგრა AMD-ს პროდუქცია, ისეთი სუპერ პროცესორებიც კი როგორიცაა AMD Athlon 64 X2 და Athlon 64 FX, თან ეს ყველაფერი პირველ ტესტირებებში გამოჩნდა, როგორც ვიცით პირველი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ უკეთესი და უკეთესი რევიზიები გამოვა.

17:41,    |  23409 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 14.July 2006

USB missile launcher


USB მოწყობილობების ბუმი ისევ გრძელდება, ერთერთი ინტერნეტ მაღაზია მთელი შემარტებით ყიდის ახალ მოწყობილობას, რომლის სახელიც სიტყვა სიტყვით თარგმნისას ნიშნავს შემდეგს, USB რაკეტების გამშვები.

ერთი შეხედვით სათამაშო მოწყობილობა იყიდება გამზადებული 3 პატარა რაკეტით, რომელბით იმართება კომპიუეტრისა და თაგვის მეშვეობით, შეგიძლიათ ამოირჩიეთ ტრაექტორია, კოორდინატები და შემდეგ დააჭირეთ საშიშ წითელ ღილაკს. ოღონდ ფრთხილად, გართობა კი კარგი გამოგივათ მაგრამ ქაფით დატვირთული პატარა ყუმბარების აფეთქება ოთახში, ნამდვილად ესტეტიკას ვერ შემატებს თქვენს ინტერიერს :-).

სამწუხაროდ ამ მოწყობილობის ფასი უცნობია, მაგრამ სამხედრო გასართობების მოყვარულებისგან მას ნამდვილად ელის აღიარება :-)

15:19,    |  83115 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 03.July 2006

ახალი კლავიატურა Windows VIsta-სთვის


კომპანია Microsoft-მა ანონსირება გაუკეთა ახალ კლავიატურას, რომელიც რეკლამირებულია როგროც Windows Vista-ს კლავიარურა. გარეგნულადაც და შიგნეულობითაც კლავიატურა მართლაც მოდიფიცირებულია. პირველი არის ის რომ აპატარურა დისტანციაზე მუშაობს და არ საჭიროებს კაბელებს, კავშირი კომპიუტერთან მყარდება Bluetooth კავშირით, მომხმარებელს კომპიუტერისგან შეუძლია 9 მეტრის დაცილებით იყოს, უბრალოდ ამ მანძილზე მონიტორზე ვერაფერს გაარჩევთ :-). ასევე კომპლექტში მოდის ერთი უმავთულო თაგუნია.

აპარატურას გარდა ამისა გააჩნია ახალი თვისებები, პირველი ის არის რომ გადაადგილებულია ცენტრში ღილაკი Windows. დამატებულია ახალი ღილაკი Media Center გასაგებია რომ მედია კონტენტი ახალ Windows-ში ლამის პირველ ადგილზეა გადმოწეული. გარდა ამისა კლავიატურას გააჩნია თვითნათების ფუნქცია, თან ანათებს მხოლოდ მაშინ როდესაც მომხმარებელი ეხება და ნათებას არეგულირებს ოთახის სიბნელის მიხედვით, ანუ ნათელ ოთახში ნაკლებად ანათებს, ხოლო ბნელ ოთახში კი ბრწყინავს :-), კომპანია Microsoft-ი თავის საიტზე შესაბამის ფლეშ რგოლსაც გვთავაზობს, მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ შესაბამის საიტს.

10:53,    |  68109 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 01.July 2006

Western Digital-ი დამნაშავედ სცნეს


კომპანია Western Digital -ი იძულებულია თავისი დისკების მომხმარებლებს 30$-იანი პროგრამული უზრუნველყოფა უფასოდ შესთავაზოს. ასეთი გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს იმას რომ კომპანიას სენტიმენტალურმა გრძნობებმა აიძულა მომხმარებლებისკენ  კეთილი თვალით გაეხედა.  პრაქტიკულად სასამართლომ აიძულა კომპანია ასეთ ნაბიჯზე წასულიყო, საქმე კი ვინჩესტერების ზომის მარკირებაშია. ყველამ ვიცით, როდესაც ვყიდულობთ ვთქვათ 80, ან 120 გიგაბაიტიან, ან ნებისმიერი სხვა ზომის ვინჩესტერს ზომაშჳ აუცილებლად ვაგებთ, მაგალიტად 80GB ვინჩესტერის შემთხვავეში 80 გიგაბაიტის მაგივრად ვიღებთ 74-76 გიგაბაიტს (გააჩნია მწარმოაბელს), თუ ყიდულობთ 120 გიგაბაიტიან დისკს ვიღებთ 112-113 გიგაბაიტს და ასე შემდეგ, ეს სიტუაცია გრძელდება პირველი ერთგიგაბაიტიანი დისკების გამოშვების დღიდან, მაგრამ ასეთ მოტყუებას ბოლო მოეღო.

 

საქმე იმაშია რომ დისკების მწარმოებლები და კომპიუტერული სამყარო სხვადასხვანაირად ითვლიან დისკების მოცულობას. ასე მაგალიტად როდესაც ჩვენ ვწერთ 1 კილობაიტ ინფორმაციას ვგულისხმობ რომ დისკზე ჩავწერეთ 1024 ბაიტი ინფორმაცია, როდესაც ვწერთ 1 მეგაბაიტს ვგულისხმობთ რომ ჩავწერეთ 1024 კილობაიტი, 1 გიგაბაიტის შემთხვევაში კი ჩავწერეთ 1024 მეგაბაიტი, ყველაფერი ეს ნიშნავს იმას რომ 1 გიგაბაიტში ჩვენ ჩავწერეთ 1,073,741,824 ბაიტი, მაგრამ დისკების მწარემობლები თვლიან რომ ერთ გიგაბაიტში არის 1,000,000,000 ბაიტი. გასაგებია რომ წარმოებული დისკი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ამის გამო დავა დიდიხანია მიმდინარეობს და აი ბოლოს მომხმარებლების ჯგუფს ყელში ამოუვიდა და კომპანია Western Digital-ს უჩივლა, ჩივილის მიზეზი კი იყო ის რომ კომპანია თავისი სარეკლამო განცხადებით ცდილობდა მომხმარებლები შეცდომაში შეეყვანა.

08:45,    |  34867 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 28.June 2006

ATI Gemini: თამამი პასუხი nVidia-ს


კანადურმა კომპანია ATI-მ პასუხი გასცა nVidia-ს ორბირთვიან გადაწყვეტილებას. ახალი ATI Gemini გამოჩნდება სექტემბერში და დაფუძნებული იქნება 80 ნანომეტრიან RV560 და RV570 ჩიპებზე.

ეს ტექნოლოგია უკვე მუშაობს, ამის დასტურია ეს სურათები. მათზე გამოსახულია კომპანია HIS-ის ნაწარმი. იგი დამზადებულია RV570 ჩიპზე. ცენტრში განთავსებულია კომუნიკაციური ჩიპი PEX 8532 რომელიც მხოლოდ 7,38 ვატს მოიხმარს და მისი გაგრილება შეიძლება პასიური რადიატორით ან უბრალოდ სისტემის გაგრილების ხარჯზე. ამ ახალი ჩიპის დახმარებით ორ პროცესორიანი ვიდეო დაფა იმუშავებს როგორც ერთი დაფა და არა CrossFire რეჟიმით.

ატი აცხადებს რომ ვიდეო დაფების საბოლოო ვარიანტები ზომაში უფრო პატარები იქნებიან ვიდრე HIS-ის ნაწარმი, თუმცა ყველა სისტემურ ბლოკში იგი მაინც არ ჩაეტევა.

12:03,   Power_VANO  |  31935 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 25.June 2006

პროგრამული უზრუნველყოფა რობოტებისთვის Microsoft-ისგან


საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა ქსელში, თავიდან ერთი წყარო იუწყებოდა, შედმეგ მეორე, ახლა კი საიტიც გამოჩნდა რომელიც სპეციალურად ამ პროგრამული უზრუნველყოფისთვის არის შექმნილი. მოკლედ კომპანია Microsoft-მა გადაწყვიდა ჩამოაყალიბოს ერთიანი სტანდარტი და თავისი იდეები შემოგვთავაზოს რობოტების მართვის სისტემაში.  პროგრამას ჰქვია Robotics Studio პირველად ეს პაკეტი წარმოდგენილი იყო  RoboBusiness 2006-ზე

პროგრამული კომპლექსით უკვე სარგებლობენ ისეთი კომპანიები როგორებიცაა Coroware, Kuka, Robosoft, Robotics Connection და WhiteBox Robotics, თვითონ Microsoft-მა Carnegie Mellon -ის უნივერსიტეტში გახსნა რობო-ტექნიკის ინოვაციების ცენტრი (Center for Innovative Robotics), მოკლედ თქვენი არ ვიცი და მე ამ ინფორმაციის გადამკიდე ფილმ ”მე რობოტი”-ს სცენარი არც თუ ისე შორეულ იდეად მიმაჩნია, განსხავავება სცენარში შეიძლება მხოლოდ გვარი იყოს, რობერტსონის მაგივრად მფლობელი გეიტსი იქნება :-).

11:26,    |  60251 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

HDMI 1.3 - საბოლოო ვერსია


გამოჩნდა ინფორმაცია ახალ სტანდარტთან დაკავშირებით,  შემუშავებულია HDMI 1.3 სტანდარტი, რომელმაც უნდა შეცვალოს არსებული მონიტორეიბის კომპიუტერთან შერთების სტანდარტი. ადრინდელი 1,1 სტანდარტისგან განსხვავებით ახალ სტანდარტში შეცვლილია ფერების და სიღრმის გადმოცემა. 1,1 სტანდარტი ითვალისწინებდა მხოლოდ 24 ბიტიან პალიტრას, ახალი სტანდარტი კი ითვალისწინებს 30-ბიტი, 36-ბიტი და 48-ბიტს.

გარდა ამისა სტანდარტი HDMI 1.3 ითვალისწინებს ფერების გადმოცემის ახალ სტანდარტს xvYCC, ეს არის გაუმჯობესებული სტანდარტი YCbCr, მას ასევე აქვს ორჯერ გაზრდილი სინქრონიზაციის სიხშირე, 340მეგაჰერცი 165-ის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად გაიზარდა ინფორმაციის გატარების სისწრაფე 4,95 გიგაბიტიდან 10,2 გიგაბიტამდე წამში.

გარდა ამისა ახალ სტანდარტში გათვალისწინებულია აუდიო ინფორმაციის გადაცემა, სხვათაშორის დღესდღეისობით არსებული სტანდარტისთვის აუდიო ფორმატის მხარდაჭერის არ ქონა საკმაოდ სერიოზულ ნაკლად ითვლება (მონიტორებს მხოლოდ ვიდეო სიგნალი გადაეცემათ), განსაკუთრებით ეს მაღალი ხარისხის ტელევიზიის შემთხვევაში იჩენს თავს. ამიტომ ახალ სპეციფიკაციაში დამატებული აუდიო ფორმატის მხარდაჭერა, ასე მაგალითად HDMI 1.3-ში დამატებულია Dolby HD და DTS-HD  სტანდარტები. გარდა ამისა ახალი სპეციფიკაცია ითვალისიწნებს ახალ მინი შესაერთებლის სტანდარტს (მინი USB-ს ვარიანტში), რომელიც მოხერხებულია და გამოყენებული იქნება მინიატურულ აპარატურაში, ისეთებში როგორიცაა, ჯიბის კომპიუტერები და მინი პლეერები, თუმცა შეიძლება მან გამოყენება მობილურებში და ნოუთბუქებშიც ნახოს.

10:13,    |  33641 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 20.June 2006

AMD Socket AM2 გაყიდვაში გამოჩნდა


დაახლოებით ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც AMD-მ ახალი პროცესორების სერია AMD Socket AM2 წარმოადგინა. ახალი პროცები უკვე იყიდება მაგრამ საქართველოში როდის შემოვა ღმერთმა იცის. თან ფასები არც თუ ისე მაღალია, მაგალითად ახალი Athlon 64 3500+ დაახლოებით 200$ ღირს. დედაპლატების მწარმოებლები იწყებენ ახალი დედაპლატების წარმოაბას ახალი პროცესორებისთვის. დედაპლატები მზად აქვთ გამოსაშვებად MSI-ს, ASUS-ს და Foxcon-ს. ასე რომ, ზაფხულში დიდი ბრძოლები გაიმართება. ასევე ივლისში ინტელი წარმოადგენს ახალ პროცესორების სერიას Intel Conroe-ს და იმავე დღეს AMD-ს პროცებზე ფასთა შემცირებაა დაგეგმილი. მოკლედ, ზაფხულშიც კი არ გვასვენებენ მწარმოებლები უშვებენ ახალ აპარატურას, რომელსაც რათქმაუნდა ტესტირება სჭირდება. მოკლედ, დიდი ომი ახალ სტადიაში შედის! ზაფხულში დიდი ციებ-ცხელება გველის!
22:28,   Power_VANO  |  32468 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 17.June 2006

100 გიგაბაიტიანი Pininfarina Extra


მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი იტალიური საავტომობილო დიზაინ-სტუდია Pininfarina, რომლის კლიენტებიც არიან ისეთი ცნობილი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა Maserati და Ferrari, დაკავებულია არა მხოლოდ "სუპერკარებით".

სტუდია Pininfarina Extra-მ, SimpleTech-თან ერთად წარმოადგინა გარე დამმახსოვრებელი მოწყობილობა საინტერესო დიზაინით და მოცულობით 40გბ-დან 100 გბ-მდე. მოწყობილობაში გამოყენებულია 2.5"-იანი ვინჩესტერი 5400ბრ/წ. და USB2.0 კონტროლერი. მოწყობილობა გამოდის რამდენიმე ფერის შეფუთვით: წითელი, ნაცრისფერი, შავი, თეთრი და ვერცხლისფერი. ფასები მოცულობის ცვალებადობასთან ერთად იცვლება 110 მარადმწვანედან 180 მარადმწვანემდე.

11:05,   SiD  |  31896 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 11.June 2006

BenQ Joybook R55 - ახალი ლეპი Core Duo-ზე


BenQ-მ გამოუშვა ახალი ლეპი Joybook R55 პლატფორმაზე Intel Duo Centrino. ლეპს აქვს ვიდეო სისტემა nVidia GeForce Go 7400 (G72M) TurboCache  ტექნოლოგიით. რაც შეეხება პროცს ეს არის 1.6 გჰც-იანი Intel Core Duo. ეკრანი რა თქმა უნდა LCD-ა, 15”-იანი ლატენურობა 16 მილიწამი.

თუ ლეპის ტექნიკური მახასიათებლები დეტალურად გაინტერესებთ დააჭირეთ სრულად-ს.

12:12,   Power_VANO  |  31004 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 51 52 53 54 55 56 » ბოლო გვერდი