მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2007
Sunday, 25.March 2007

Total Commander v7.0 RC 1


მაშ ასე გინდათ განაახლოთ თქვენი სუპერ ლამაზი და მშვენიერი ფაილ მენეჯერი? დარქმულებული ვარ მას იყენებთ როგორც ლოკალური ასევე ქსელური საქმიანობისთვის, კი ამრთლაც მოსახერხებელი პროგრამაა, გამოდგება ყველა საქმისთვის, ხოლო მისი ახალი ვერსია კი კიდევ ბევრ სიახლეს გვთავაზობს, სამწუხაროდ ამ ვერსიაში პლაგინები ინტეგრირებული არ არის.

მოკლედ თუ გვინდა ეს პროგრამა ვაწვებით შემდეგ ღილაკს და მივიღებთ სასურველ ბმულს

10:29,    |  60503 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Agnitum Outpost Firewall Pro 4.0 Build 1014/7514.596


ცოცხალი ცეცხლის კედელი, გინდათ ამოეფაროთ მას და სტერილურ სამყაროში იცხოვრთ, აგერაა ბატონო ა! :-)

Agnitum Outpost Firewall Pro 3.51 Build 759/462

ვინც არ იცის ვუხსნი ეს არის სისტემური ფაირვოლი, ქაჩავთ აყენებთ და შემდეგ თქვენი ნებართვის გარეშე ვერცერთი პროგრამა თქვენს კომპიუტერში ვერ შემოძვრება და ვერც თქვენგან გაბედავს ვერაფრის გაგზავნას. როგორც ხვდებით დრევანდელი ვიდუსული სამყაროს პირობებში ლამის აუცილებელი პროგრამაა, ამიტომ ვქაჩავთ

09:17,    |  58831 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 16.March 2007

Internet Download Manager v5.09 Build 4


კიდევ ერთი მარტივი და ამასობაში საკმაოდ ძლიერი ჩამოქაჩვენის მენეჯერი. ამ პროგრამას სხვა ჩამომქაჩვენებივით შეუძლია ჩამოსაქაჩი ფაილი ნაწილებად დახლიჩოს და თუ სხვადასხვა რესურსებზე არის მისი სარკული ბმულები, მაშინ მათ ერთდროულად ქაჩავს. ამით რა თქმა უნდა ჩამოქაჩვის სიჩქარე იზრდება.

პროგრამას შეუძლია FTP და HTTP პროტოკოლებით მუშაობა, ინტეგრირდება Internet Explorer-ში.

16:54,    |  56353 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Folder Guard Professional v7.91


ეს პროგრამა გამოადგება მათ ვისაც სურს თავისი საქაღალდეების დაცვა. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია საკმაოდ მარტივად ამა თუ იმ საქაღალდესთან წვდომის შეზღუდვა. როგროც ხვდებით შეზღუდვა ხორციელდება პაროლის დადების მეშვეობით. ამიერიდან თუ რომელიმე საქაღალდეს პაროლი დაადეთ თქვენს გარეშე მის შიგთავსს ვერავინ ნახავს.

პროგრამა ინსტალირდება თქვენთან ისე, რომ მის გარეშე მუშაობა შეუძებელი ხდება, ანუ თუ ვინმე დააპირებს მეხსიერებიდან ამ პროგრამის ამოგდებას წაშლას ან რაიმე სხვა, სახის შეტევას განახორციელებს, პაროლით დაცულ საქაღალდეებთან მაინც ვერ მიირებს წვდომის უფლებას. ერთისმხრივ სასარგებლო პროგრამაა, მაგრამ ადრე ამდაგვარი ერთი პროგრამა დავდეთ შემდეგ კი რამდენიმე მომხმარებელმა საქარალდეების დაშიფვრა დაიწყო. შემდეგ კი ერთ დღეს საერთოს ამოაინსტალირა დამცავი პროგრამა ისე რომ საქაღალდეების დეშიფრირება არ გაუკეთებია, შედეგად საქაღალდეებთან ცვდომა აღარ ჰქონდათ.

მოკლედ იმისათვის რომ კურიოზები თავიდან ავიცილოთ წინასწარ გათვალეთ რას და რისთვის აპირებთ, თუ დაშიფრავთ საქარალდეებს და შემდეგ ამოაინსტალირებთ პროგრამას, ავტომატურად წვდომა საქაღალდეებთან შეგიჩერდებათ, მაგრამ პანიკას ნუ აყვებით, პროგრამა ხელახლა დააინსტალირეთ და წვდომის უფლება ისევ აღსდგება, შედმეგ, შიფრირება მოხსენით საქაღალდეებს და თამამად ამოშალეთ პროგრამა.

16:18,    |  56354 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

EditPlus 2.31 Build 406


ეს არის პატარა 32 ბიტიანი ტექსტური რედაქტორი რომელიც მუშაობისას ტექსტებს და ბრძანებებს გამოგიყოფთ განსხვავებული ფერებით. ასეთ მოქმედებას ეძახიან სინტაქსის. საერთო ჯამში პროგრამას ესმის რამდენიმე პროგრამირების ენა, როს გამოც შესაძებელია, ტექსტურ რეჟიმში ჩქარა და მარტივად მუშაობა.

პროგრამა მუშოაბს შემდეგ ენებთან: HTML, CSS, PHP, ASP, Perl, C/C++, Java, JavaScript და VBScript. გარდა ამისა პროგრამას აქვს HTML  ფაილების წინასწარ დათვალიერების ფუნქცია, შეუძლია მოდულების მიერთება, აქვს FTP ბრძანებების მხარდაჭერა და სხვა. მოკელდ თუ გინდათ მარტივი სრულყოფილი სინტაქსის მქონე და საკმაოდ ძლიერი ტექსტური რედაქტორი, მაჳშნ თქვენი არჩევანი აქ უნდა გაჩერდეს.

15:55,    |  49194 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Dameware NT Utilities v6.0.0.7


გიყვართ სხვისი კომპიუტერის მართვა? თუ საქმიდან გამომდინარე გჭირდებათ? ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდებათ რაიმე სამართავი პროგრამა, ერთერთი ასეთი პროგრამა თქვენს წინაშეა.

მოკლედ  პროგრამა DameWare NT Utilities იძლევა შესაძებლობას დაცილებულად მართოთ NT/2000/XP ოპერაციული სისტემების ქვეშ მომუშავე კომპიუტერები. რაიმე სუპერ განსხავავებული იდეა აქ არ არსებობს, ერთი კომპიუტერიდან შეგიძლიათ მართოთ რამდენიმე კომპიუტერი, განსაკუთრებით სასარგებლოა ადმინისტრატორებიასთვის, უწყობს ხელს ერთი ადგილის გასუქებას ;-)

15:38,    |  51685 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

MP3Producer v2.56


ეს არის პატარა პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ აუდიო დისკებიდან სიმღერების ამოძრობაში.  ადრე ასეთ პროგრამებს ერქვათ გრაბერები, დღეს ეს ტერმინი ცოტათი შეიცვალა, მაგრამ მათი მოქმედების შინაარსი იგივე დარჩა.

მოკელდ პროგრამის მეშვეობით CD აუდიო დისკებიდან შეგიძლიათ ამოიღოთ აუდიო ტრეკები და შეინახოთ MP3 ფორმატში, პროგრამას აქვს შესაძლებლობა შეინახოს პრაქტიკულად ნებისმიერი ბიტრეიტის ფაილები, დაწყებული 8ბიტიდან, დამთავრებული 320 ბიტით. გარდა ამისა შეგძლიათ ამ პროგრამით WMA  და OGG ფორმატებში კონვერტირებაც.

14:23,    |  35767 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Everest Ultimate Edition 2007 v. 3.80.948 beta


ამ ბოლოდროს ეს პროგრამა არანაკლებ ინტენსიობით განიცდის განახლებებს.  ყველაფერი კი იმის ბრალია რომ ახალი პროცესორები, დედა დაფები და სხვა აპარატურა კოშმარული რაოდენობით და ტემპებით გამოდის.  მოკლედ წარმოგიდგენთ ახალ კომპლექსურ პროგრამას, რომელიც ამოიცნობს თქვენს კომპიუტერში ყველა ნაწილს.
რისთვისაა საჭირო? აი მაგალითად გადააყენეთ სისტემა თქვენთან, ან მეგობართან. სისტემამ დრაივერები თვითონ ვერ დააყენა, ხოლო მწარმოებელი კი არ გახსოვთ. რას იზამთ? ეს პროგრამა დაგეხმარებათ თქვენი აპარატურული ნაწილების ამოცნობაში.

მოკლედ ბევრისთვის ეს პროგრამა ცნობილია სახელით AIDA32, ეგაა რომ ახლა ამ პროგრამას ახალი სახელი აქვს, შეგიძლიათ დაითრიოთ და ისიამოვნოთ.

13:38,    |  48569 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

AutoUpdate Plus v3.6.0.108


ეს პროგრამა პირადად არ გამომიცდია, მაგრამ მისი არსენალი საკმაოდ კარგი უნდა იყოს. სამწუხაროდ იგი მხოლოდ ორგანიზაციებს და პროგრამისტებს გამოადგება. საქმე იამშია რომ ამ პროგრამის მეშვეობით შეიძება მოაწყოთ ავტომატური განახლების სამსახური. ანუ ერთ კომპიუტერზე აინსტალირებთ და დანარჩენ ქსელში არსებულ მანქანებზე იგივე განახლებებს ავტომატურ რეჟიმში აინსტალირებთ.

მართალია პროგრამას საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობა აქვს, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი ბევრი ამ შესაძებლობას ვერ გამოიყენებს, მაგრამ ვისაც ასეთი მომსახურება სჭირდბა იმედია დადებითად შეაფასებენ მას.

13:35,    |  42497 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Becky! Internet Mail 2.30.04


ეს არის კიდევ ერთი საფოსტო კლიენტ პროგრამა, რომელიც Web საფოსტო სერვერებისგან განსხვავებით საშაუალებას გაძლებთ წერილები საკუთარ კომპიუტერზე შეინახოთ და საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტის გარეშე დაათვალიეროთ (რათქმაუნდა მანამდე უნდა ჩამოტვირთოთ წერილები).

მოკლედ ეს არის კიდევ ერთი SMTP, POP3 სერვერზე მომუშავე საფოსტო პროგრამა.

13:01,    |  52837 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი