Microsoft-მა, Google Apps სერვისის საპასუხოდ, ჩვეული დუმილით, საზოგადო მოხმარებაში გაუშვა საკუთარი უფასო ონლაინ საოფისე პაკეტის ბეტა (საცდელი) ვერსია. სახელად “Office Web Apps” ის გვთავაზობს MS Word, Excel, PowerPoint და OneNote პროგრამების ინტერნეტ (online) ვერსიებს. კიდევ უკეთესი, მათივე SkyDrive სერვისის საშუალებით გვეძლევა 25 გეგაბაიტი უფასო ონლაინ სივრცე, დოკუმენტების და ნებისმიერი სხვა ფაილების ინტერნეტში შესანახად.
უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ონლაინ ვერსიებს აქვთ საგრძნობლად ნაკლები შესაძლებლობლები, ვიდრე ექვივალენტურ Microsoft Office პროდუქტებს, რომლებიც ეშვებიან მომხმარებლების კომპიუტერებზე. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველაფერი, რაც საშუალო მომხმარებელს სჭირდება, მისაწვდომია.
ვრცლად წასაკითხად დააჭირეთ ღილაკზე >> სრულად
სულ რამდენიმე დღეა, რაც ქართულმა ჰოსტ-პროვაიდერმა Serv.ge-მ ახალი სერვისი - PIX.GE გაუშვა. ახალი სერვისი სურათების ასატვირთი ჰოსტინგია (მსგავსად ჩვენთან გავრცელებული imageshack.us-ისა და radikal.ru-სი), რაც მთავარია, მის უკან ჰოსტინგ კომპანია დგას, რაც ავტომატურად სერვისის ხანგრძლივ სიცოცხლეს განაპირობებს.
გთავაზობთ სერვისის პრეზენტაციის ოფიციალურ ტექსტს:
წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
15.01.2010. გერმანიის BSI (საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი) აფრთხილებს ინტერნეტის მომხმარებლებს, რომ მათი კომპიუტერების უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, 'Internet Explorer'-ის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და გვთავაზობს Opera-ს ტექნოლოგიას, როგორც ალტერნატივას Microsoft-ისა. მსგავსი გაფრთხილება, იმავე დღეს, საფრანგეთის კომპიუტერულ ავარიებზე რეაგირების ჯგუფმაც (CERTA) გამოაქვეყნა.
რეაქცია დაკავშირებულია IE-ს ყველა ვერსიაში (6, 7 და 8) აღმოჩენილ "ნულოვანი დღის" ხვრელთან, რომელიც ცნობილია Microsoft-ისთვის, მაგრამ ჯერ არ დახურულა. უსაფრთხოების ხარვეზი საშუალებას აძლევს ვებ გვერდს, მისი სტუმრობისთანავე, ავტომატურად აამოქმედოს ბოროტმოქმედი კოდი, მსხვერპლ კომპიუტერზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. შეტევას ექვემდებარება ნებისმიერ Windows-ზე (XP, 2003, Vista, 2008, 7 და 2008 R2) მომუშავე Internet Explorer.
კითხვის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს >> სრულად
საქართველოში საინფორმაციო საიტებისა და სოციალური ქსელების პოპულარობა ჯერ კიდევ ჩამორჩება ვარზების პოპულარობას, მაგრამ სხვაობა სწრაფად მცირდება და არც ისე შორეულ მომავლში გაქრება კიდეც. იქამდე კი საიტებს, რომელთაც ნამდვილად უნიკალური, საინტერესო და ლეგალური კონტენტი აქვთ მომხმარებლისთვის, ენთუზიაზმზე უწევთ მუშაობა.
დღეს წარმოგიდგენთ ზუსტად ასეთ "ენთუზიაზმზე მომუშავე" საიტს, რომელსაც ნამდვილად აქვს პოტენციალი, თქვენი ყოველდღიური ციფრული ცხოვრების თანამგზავრი გახდეს. გაიცანით AFK.ge, ბლოგი თამაშების შესახებ.
Google-მა თავის სერვისს Google Translate, რომელსაც შეუძლია ტექსტის ან ვებ-გვერდის 42 სხვადასხვა ენაზე თარგმნა, "ჩუმად" დაამატა დოკუმენტების თარგმნის ფუნქციაც. როგორც ახლაა ცნობილი, Google Translate უმკლავდება txt, doc, html, xls, pdf და odf ფაილებს, თუმცა ამ ფაილების სია თავისუფლად შეიძლება გაიზარდოს, როცა Google ოფიცალურად გამოაცხადებს ამ ცვლილების შესახებ.
ჩვენი ახალი რუბრიკა, ჯინეტის მიმოხილვა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა, ასე რომ, გავაგრძელებთ საინტერესო ქართული ვებ-საიტების მიმოხილვას და ამას ყოველკვირეულ სახეს მივცემთ. ყველა მიმოხილული საიტი ჩაიწერება ბმულებშიც, საინტერესო ქართული საიტების კატეგორიაში. ასევე, საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც თავიანთი საიტები გამოგვიგზავნა მიმოხილვისთვის: დაგროვდა საკმაოდ ბევრი საიტი, რომელთა გამოქვეყნებასაც დრო სჭირდება, ასე რომ, შესაძლებელია, თქვენი საიტის მიმოხილვა რამდენიმე კვირა არ გამოქვეყნდეს.
რაც შეეხება დღევანდელ მიმოხილვას, ვაგრძელებთ ქართული ბლოგების მიმოხილვას და გთავაზობთ ერთ ძალიან საინტერესო ბლოგს, რომელიც ეკუთვნის თამაშის "რა? სად? როდის?" ერთ-ერთ უცნობილეს მონაწილეს, ვახო ელერდაშვილს (იგივე ლინგვისტუსს).