nLite 1.0 Final
როგორც იქნა ეღირსა ამ პროგრამას და საბოლოო რელიზის სახით გამოვიდა. მგონი გახსოვთ ჩვენი სტატია ამ პროგრამის შესახებ და გახსოვთ მისი აურაცხელი რელის კანდიდატების აღწერა. ვინც ეს სიამოვნება გამოტოვა აგერ იგივე აღწერას ვდებ, დანარჩენები კი ზედმეტი კითხვის გარეშე ვქაჩავთ ამ პროგრამას.
ვიწყებ აღწერას თავიდან, ეს არის საკმაოდ საჭირო პროგრამა, ეს პროგრამა თქვენს ჭკუაზე გამზადებინებთ Windows-ის საინსტალაციო პაკეტს, მაგალითად შეგიძლიათ დაინსტალირების წინამოშალოთ საინსტალაციო დისტრიბუტივიდან Outlook-ი ან MSN Messenger-ი და ასე შემდეგ, შეგიძლიათ პირიქით ჩაამატოთ განახლებები, დრაივერები და ასე შემდეგ, ახლა Photoshop-ის და ამდაგვარი დიდი პროგრამების ინტეგრირებაზე ნუ იოცნებებთ, თუმცა მწარმოებელი იძახის რომ ამ ვერსიაში ასეთი რაღაცაც შეიძლება. სამაგიეროდ ნამდვილად შეიძლება CD ნომრის წინასწარ მითითება, ანუ ინსტალაციის დროს არ იქნება სადღაც ჩასახედი და საჩალიჩო რაღაც ციფრების აკრეფვა!
მოკლედ ყველა ადმინს ეძღვნება, ან მოადმინო პიროვნებას. მოსინჯეთ არ გაგიჭირდებათ, იოლი გამოსაყენებელია, ყველაფერი ინტუიციურად მისახვედრია.
ესეც პროგრამა:
nLite 1.0 Final 1,55 მეგაბაიტი სარკე_1 სარკე_2
პაკეტი მუშაობისთვის საჭიროებს .NET Framework 2.0-ს, მისი ჩამოქაჩვა შეგიძიათ აი ამ მისამართიდან.
.NET Framework 2.0 x86 22 მეგაბაიტი .NET Framework 2.0 x64 45 მეგაბაიტი
ბეჭდვითი ვერსია | 27-06-2006, 10:20:00 |
|