Intel Core 2 Duo E8400 3.0 GHz Penryn უკვე იყიდება!
22 იანვრიდან უკვე შესაძლებელი გახდა ინტელის ახალი Intel Core 2 Duo E8400 3.0 გჰც-იანი პროცესორის ყიდვა. პროცესორი დამზადებულია 45 ნმ ტექნოპროცესით და Penryn-ის ოჯახის ერთ-ერთი ტოპ-მოდელია. პროცესორის დადებით მხარეებზე უკვე ბევრი იცით, ამიტომ მათი შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ.
ამჯამად ახალი პროცესორის შეძენა შესაძლებელია ორ ამერიკულ მაღაზიაში, ესენია : Newegg და Zipzoomfly. ასევე, Zipzoomfly ახალ პროცესორს Newegg-სთან შედარებით 1 დოლარით იაფად ყიდის. ახლა კი რაც შეეხება ფასს: ახალი პროცესორის ფასი 224 დოლარია. არ გიკვირთ? აბა ნახეთ, რა ღირს E6850, რომელიც ასევე ორბირთვიანია და ასევე 3 გჰც სიხშირეზე მუშაობს? :) მისი ფასი ამავე მაღაზიებში შეგიძლიათ ნახოთ.
მგონი ძნელი მისახვედრი არაა, რომ თუ ახალ კომპიუტერს ყიდულობთ და ამერიკაში ნაცნობი გყავთ, E8400 საუკეთესო არჩევანი იქნება. მისი ფასი იმ წარმადობასთანა და ოვერლოკინგის პოტენციალთან, რაც E8400-ს გააჩნია, საოცრად მისაღებია.
მოკლედ, ვისაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაცნობი გყავთ, E8400-ის შეძენა შეგიძლიათ აქ და აქ.
ისე ფოსტით რამე მაგდაგვარიტ გამოწერა არ სჰეიდზლება? თუ იცით ვინმემ დაწერეთ