Intel-ის პროცესორების მხოლოდ 12% იქნება 4-ბირთვიანი Q3 2008-ში
Intel-მა ღიად განაცხადა, რომ 4-ბირთვიანი პროცესორების წარმოებას ზრდის. შეიძლება იფიქროთ, რომ რაიმე დიდ %-ულ მაჩვენებელთან გვაქვს საქმე, მაგრამ არა, მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამ მცირე პროცენტის უკან საკმაოდ დიდი 6+ ნიშნა რიცხვები იმალებიან, რომლებიც მთელი მსოფლიოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას ახერხებენ.
![](http://www.tweaknews.net/reviews/intel_qx9650_yorkfield_penryn_processor_review/img/email.jpg)
ინტელის განცხადებით 2008 წლის პირველ კვარტალში თავისი პროცესორების მხოლოდ 2% იქნება 45 ნმ Yorkfield-ზე და 5% - 65 ნმ Kentsfield-ზე ბაზირებული. ანუ პროცესორების საერთო რაოდენობიდან, 4-ბირთვიანი იქნება მხოლოდ 7%. ორბირთვიანი 65 ნმ Merom პროცესორების წილი 42% იქნება, ხოლო ორბირთვიანი E2000 სერიის - 29%.
2008-ის მეორე კვარტალში Yorkfield-ის მიწოდება გაიზრდება 5%-მდე, ხოლო Kentsfield შემცირდება 4%-მდე. ოთხბირთვიანების ჯამური პროცენტი გამოვიდა 9. რაც შეეხება მესამე კვარტალს, Kentsfield-ის წილი უცვლელი დარჩება - 4%, ხოლო Yorkfield-ის მიწოდება გაიზრდება 8%-მდე. Q3 2008-ში ოთხბირთვიანი პროცესორების საერთო წილი 12% იქნება.
![](http://www.hkepc.com/database/images/12.49.27.27.09.2007.Intel%20Yorkfield%20ES%20Sample.jpg)
საერთოდ, ეს გასაკვირი არცაა. ყველაფერს დრო სჭირდება. Intel-მა პირველი ოთხბირთვიანი პროცესორი 15 თვის წინ გამოუშვა.
ბეჭდვითი ვერსია | 20-02-2008, 23:39:00 | Power_VANO
|