რამდენიმე დღის წინ ვიტყობინებოდით, რომ Intel-ი ლოგოებს ცვლიდა და ერთი ახალი ლოგოც შემოგთავაზეთ. ამჯერად, ცნობილი გახდა, რომ ცვლილება 14 ლოგოს შეეხო. ახალი ლოგოები გამოჩნდა საიტ Fudzilla.com-ზე.
როგორც ხედავთ, ლოგოების უმეტესობა უფრო ფართო გახდა. Core i7-სა და მისი ექსტრემალური ვარიანტის ლოგოები ძირითადად შავი ფერისაა. მეინსტრიმ და მობილურ სექტორში კი დომინანტი ფერები კვლავ თეთრი და ლურჯია. ასევე, ყველა ახალ ლოგოზე ზედა მარჯვენა კუთხეში გვაქვს სიახლე - პროცესორის ბირთვის ნაწილის სურათი. ახალი ლოგოები ძალაში პირველი აპრილიდან შევა.
ეჰ არადა ძველი ლოგოები როგორმომწონდა :)