| 
 AV-Comparatives.org: Feb 2009 
   
  დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ, რაც ალბათ საიტის ახალ დიზაინზე მუშაობით იყო გამოწვეული, Av-Comparatives.Org-მა, ერთადერთმა უფასო და ამავდროულად ავტორიტეტულმა  ანტივირების მტესტავმა ლაბორატორიამ გამოაქვეყნა თებერვლისთვის დაგეგმილი On-Demand Comarative, ანუ საკუთარ ვირუსულ ბაზაზე სხვადასხვა ანტივირის "გადატარების" შედეგები. 
  
  
    
საბოლოო ჯამში შედეგები არც ისე დრამატული გამოდგა, თუმცა რამოდენიმე მომენტი მაინც საინტერესოა. მაგალითად, Eset NOD32-მა, ბოლოს და ბოლოს აჯობა Kaspersky Antivirus-ს ყველა ასპექტში. თუმცა ამ ორის ჭიდაობის მიღმა დადგა Avira Antivir, რომელმაც გასაოცარი 99.7% მოაგროვა (ამ მხრივ მას მხოლოდ G Data-ს კოქტეილი უსწრებს 99.8%-ით); ნამდვილად კარგი არგუმენტია იმისთვის, რომ მის ბოლო, უფასო ვერსიას ყურადღება მიაქციოთ. 
რაც შეეხება დანარჩენ შედეგებს: 
- უმაღლესი, Advanced+ შეფასება დაიმსახურეს კომპანიებმა: ESET, Kaspersky, McAfee, Symantec;
 
- კარგი, Advanced შეფასება მიიღეს კომპანიებმა: G Data, AVIRA, Avast, BitDefender, eScan, TrustPort, F-Secure;
 
- ნორმალური, Standard შეფასება შეხვდათ კომპანიებს: AVG, Sophos, Microsoft;
 
- ტესტი ჩააგდეს კომპანებმა: Authentium, Norman, Kingsoft;
 
 
Avira-ს, G Data-სა და  BitDefender-ის Advanced შეფასება გამოწვეულია False Positive-ების სიმრავლით, სხვა მხრივ ეს ანტივირები შეუდარებლები არიან. 
დეტალური ინფორმაცია (სკანირების სისწრაფეების თუ გამორჩენილი ინფიცირებული ფაილების და False Positive-ების ჩამონათვალის ჩათვლით) მისაწვდომია pdf ფაილში, რომელსაც AV-Comparatives უფასოდ ავრცელებს. 
ბმულების ნაკრები: 
[pdf] On-demand comparative,	February 2009, Report @ AV-Comparatives 
AV-Comparatives.org - მთავარი გვერდი 
ტესტების არქივი @ AV.Comparatives 
  
 
 ბეჭდვითი ვერსია | 27-03-2009, 22:30:00 | domen
  | 
    | 
 
 
 
| სტატიის შეფასება | 
 
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
 
 
 | 
 
 
 
 |