Opera 10 Build 1535
როგორც წესი, პროგრამების ბეტა ვერსიებს არ ვდებთ ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია. Opera-მ გადაწყვიტა, თავისი ბრაუზერის მე-10-ე ვერსიაში ახალი გარსი (სკინი) გამოიყენოს და ამ ბილდში მისი პირველი სადემონსტრაციო ვერსია წარმოადგინა.
სხვა ცვლილებებიც ბევრია, მაგრამ ისინი ძირითადად სატესტო ვერსიისთვის დამახასიათებელი bugfix-ებია, დაწვრილებით მათ ჩამოთვლას არ მოვყვებით, ჩამონათვალი ბმულების ნაკრებში შეგიძლიათ იხილოთ. ვისაც გაინტერესებთ თქვენი ხელით დატესტოთ და შეაფასოთ განახლებული ბრაუზერი, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულებს. ბმულების ნაკრები: ჩამოტვირთვა: Windows | Linux | Mac ოფიციალური პოსტი Desktop Team Blog-ზე ბეჭდვითი ვერსია | 31-05-2009, 15:42:00 | domen |
|
მე როგორც ვიცი ოპერაში განაცხადეს რომ ეს ჯერ ბეტაა და მარტო ერთ სკინს ვდებთო და ფინალში მეტი სკინები იქნება მაგაზე ვმუშაობთო ისე ამ ვერსიაში ბევრი რამაა გამოსწორებული და გაცილებით უფრო სტაბილურია ვიდრე ალფა