Opera ვების თავიდან გამოგონებას აპირებს
Opera ყოველთვის ინოვატორი იყო ბრაუზერების ბაზარზე და გუშინ Opera Watch-ზე ("თითქმის" ოფიციალური ბლოგი Opera-ს შესახებ) გამოქვეყნებულმა პოსტმა სახელით "Opera-ს უახლესი გამოგონება 16 ივნისს გამოქვეყნდება" ნამდვილად ინტერესი გამოიწვია.
ამას ემატება დამაინტრიგებელი შინაარსის მქონე ოფიციალური ტექსტიც:
We start our little story with the invention of the modern day computer. Over the years, the computers grew in numbers, and the next natural step in the evolution was …
ქართულად ასე ჟღერს:
ჩვენი პატარა ამბავი თანამედროვე კომპიუტერის გამოგონებით იწყება. წლების განმავლობაში კომპიუტერთა რაოდენობა იზრდებოდა და შემდეგი, ძალიან ბუნებრივი ნაბიჯი განვითარებაში იყო ...
რა იყო ეს "ბუნებრივი ნაბიჯი", ამას ყველა ერთად გავიგებთ 16-ში, ჩვენი დროით დილის 11 საათზე.
ისღა დაგვრჩენია, ვიმარჩიელოთ, რას ნიშნავს ღრუბლებით შექმნილი ელვა (Cloud Computing, თქვენც გაგახსენდათ?) და დაველოდოთ 16-ს. ვნახოთ, რის გარშემო ქმნის Opera Software აჟიოტაჟს.
გამოგონების ოფიციალური გვერდი (რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ სკრინზე ასახული სურათი და ბეევრი სიწითლეა) აქ შეგიძლიათ.
P.S. ან რატომ ჰქვია იმ გვერდს Freedom?
ბეჭდვითი ვერსია | 13-06-2009, 14:54:00 | domen
|
რა ხდება იქნებ გააკეთოთ სტატია ამაზე.რა გამუშვა ოპერამ ვერ გავიგე