Windows 7 "საოჯახო პაკეტებად" გაიყიდება
ჯერ გამოჩნდა ჭორები, რომ Windows 7 დაუჯერებლად იაფი ეღირებოდა, შემდეგ ეს ჭორები არ გამართლდა და ახლა ისევ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ MS კიდევ შემოგვთავაზებს სიურპრიზებს. ოღონდ ამჯერად ეს არა ჭორი, არამედ "თითქმის" დადასტურებული ინფორმაციაა: Win7-ის ბოლო ტორენტებზე გაპარულ ბილდებში License Agreement (პუნქტის "Installation Use and Rights" ქვეშ) საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს: b. Family Pack. If you are a "Qualified Family Pack User", you may install one copy of the software marked as "Family Pack" on three computers in your household for use by people who reside there. Those computers are the "licensed computers" and are subject to these license terms. If you do not know whether you are a Qualified Family Pack User, visit go.microsoft.com/fwlink/?Linkid=141399 or contact the Microsoft affiliate serving your country. ქართულად ასე ჟღერს: ბ. საოჯახო პაკეტი. თუ "საოჯახო პაკეტის კვალიფიცირებული მომხმარებელი" ხართ, თქვენ შეგიძლიათ "საოჯახო პაკეტის" ნიშნის ქვეშ გაყიდული პროგრამული უზრუნველყოფის ერთი ლიცენზიის სამ კომპიუტერზე გამოყენება, ეს კომპიუტერები მოთავსებული უნდა იყოს ერთ ოჯახში და გამოიყენებოდეს ოჯახის წევრების მიერ. ეს კომპიუტერები წარმოადგენენ "ლიცენზირებულ კომპიუტერებს" და მათზე მოქმედებს სალიცენზიო შეთანხმება. თუ თქვენ არ იცით, ხართ თუ არა საოჯახო პაკეტის კვალიფიცირებული მომხმარებელი, ეწვიეთ გვერდს go.microsoft.com/fwlink/?Linkid=141399 ან დაუკავშირდით Microsoft-ის წარმომადგენელ კომპანიას თქვენს ქვეყანაში. ბმული ჯერჯერობით არ მუშაობს (გადამისამართდება microsoft.com-ზე). როგორც ჩანს, MS შემოგვთავაზებს Windows 7 Home Premium-ის სამ ლიცენზიას ერთის ფასად (თუმცა იგივე ტექსტი არ მოიძებნება Pro და Untimate ვერსიების სალიცენზიო შეთანხმებებში), რაც ნამდვილად უფრო ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის. იმოქმედებს კი ეს სიახლე საქართველოში Win7-ის ოფიციალური კოპიების გაყიდვებზე? ბეჭდვითი ვერსია | 04-07-2009, 07:08:00 | domen |
|
ჩ ემი აზრით არა იმიტო რომ საქართველოში არავინ გადაიხდის 200 და 500 $ ალრებს :)