Assassin's Creed III
ოფიციალურად დაანონსდა Assassin's Creed III, რომელიც მომავალ ფინანსურ წელს გამოვა. ეს კი ნიშნავს, რომ საკულტო თამაშის ახალ ნაწილს 2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა ველოდოთ - იუწყებიან Ubisoft-ის წარმომადგენლები თავიანთ პრეს-რელიზში. ამას გარდა, ცნობილია, რომ თამაშს ექნება მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი. იგი არ იქნება სიკველის დამატება და წარმოადგენს დამოუკიდებელ თამაშს - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა Gamasutra-სთან ინტერვიუში. GameSpot-ის ჯურნალისტებმა მანამდე მოიპოვეს ინფორმაცია, რომ თამაშის მთავარი პერსონაჟად ისევ ეციო (Ezio) რჩება, რომელიც მეორე ნაწილში მოგვევლინა. თამაშის მესამე ნაწილზე დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება. Ubisoft-ზე დაყრდნობით, დღეს-დღეისობით გაყიდულია Assassin's Creed II-ის 6 მილიონი კოპია, როგორც Xbox 360-ითვის, ასევე PlayStation 3-თვის. პირველ კვირას გაიყიდა 1.6 მილიონი ეგზემპლიარი.. ეს კი პირველი ნაწილის გაყიდვებთან შედარებით შესამჩნევად დიდი მაჩვენებელია. სიახლის ავტორი: Ber0 ბეჭდვითი ვერსია | 01-02-2010, 08:00:00 | Power_VANO |
ჰო, ხომ უნდა ჩავერთოთ გეიმების ნიუსებშიც :)
კი, მეორე AC მარტში გამოვა, ახლა PC-სთვის, ველოდები :)