მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft Windows Media Player 11.0.5358.4827

ვიცი რომ ამ პლეერმა ბევრი საკამათო სიტუაცია გამოიწვია. ამიტომ გთავაზობთ ოფიციალურ ვერსიას და ინსტალირების ნორმალურ მეთოდს.  მგონი მესამედ ვათავსებთ ამ სიახლეს :-). მოკლედ პირველ რიგში ჩამოქაჩვა, რა თქმა უნდა ამჯერად მოცემულია რეალური ორიგინალი ბმული, ფაილი დევს მწარმოებლის საიტზე ანუ Microsoft-ის საიტზე. პაკეტი იწონის 24 მეგაბაიტს, იგივე ფაილი დევს ჩვენს საიტზეც, ორიგინალი ვერსია, შეგიძლიათ ნახოთ ამ განყოფილებაში.

ჩამოქაჩვის შემდეგ რა თქმა უნდა იწყება ინსტალირება.  ორიგინალი ინსტალერი ითვალისიწნებს თქვენი Windows-ის ლიცენზიის შემოწმებას, თუ ოფიციალური ვერსია გაქვთ უბრალოდ გაუშვით შესრულებაზე ჩამოქაჩული პაკეტი, თუ არა და ვკითხულობთ ინსტრუქციებს.



არაოფიციალური ინსტალაცია

თუ არაოფიციალური Windows-ის ვერსია  გაქვთ ალბათ არ მოგეწონებათ ვალიდაციის პროცედურა, ამიტომ არსებობს გვერდის ავლის ორი ვარიანტი, ორივეს ახლავე ჩამოგიწერთ.

მეთოდი პირველი
ამ რეკომენდაციას ძალიან ბევრ ადგილზე და საიტზე ნახავთ, იდეა დაიყვანება შემდეგამდე:

1) ჩამოქაჩული ინსტალერი გახსენით Winrar-ის მეშვეობით, ანუ საინსტალაციო პაკეტზე მარჯვენა წკაპი და აირჩიეთ Expracr To xxx (სადაც xxx ნიშნავს დირექოტიის სახელს)
2) შექმნილ და გახსნილ საქაღალდეში ნახეთ  და გაუშვით შესრულებაზე ფაილი wmp11.exe
3)  ამ პაკეტის ინსტალირების შემდეგ აუცილებლად გადატვირთეთ კომპიუტერი
4) ჩატვირთვის შედმეგ შედით იგივე საქაღალდეში და გაუშვით მეორე ფაილი wmfdist11.exe
5)  ამ პაკეტის ინსტალირების შემდეგ  ისევ აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს კომპიუტერი
6) ჩაიტვირთეთ ბოლოჯერ და ისიამოვნეთ WMP 11-ით.

სამწუხაროდ ეს მეთოდი ხშირად არ ამართლებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მომხმარებელს მე-10 WMP-ც კი არ აქვს დაინსტალირებული. აუცილებლად გამოვა შეცდომის ფანჯარა, რაღაც არასწორედ არის ინსტალირებული და საჭიროა რეინსტალაცია.

ასევე გამოვა მეორე ფანჯარა რომელიც შეგატყობინებთ რომ მიმდინარე პლეერი არის მე-11 ვერსიის მაგრამ რაღაც ნაწილები ძველი პლეერის არის ამიტომ პლეერის გაშვება შეუძლებელია. საჭიროა ხელახალი ინსტალირება.
სინამდვილეში საჭიროა მეორე მეთოდი.

მეთოდი მეორე
ამ რეკომენდაციას ჩვენი საიტის გარდა მგონი ვერსად გადააწყდებით :-)

მაშ ასე ინსტალერი უნდა ჩამოქაჩოთ შედმეგ კი:
1) აუცილებლად გადატვირთეთ კომპიუტერი და ჩაიტვირთეთ SAVE MODE რეჟიმში
2) შედით C:Program Files-ში და წაშალეთ საქაღალდე Windows Media Player, დაეთანხმეთ გამაფრთხილებელ შეტყობინებას და საერთოდ წაშელეთ ეს საქაღალდე.
3) ჩაიტვირთეთ ნორმალურ რეჟიმში
4) ჩამოქაჩული ინსტალერი გახსენით Winrar-ის მეშვეობით, ანუ საინსტალაციო პაკეტზე მარჯვენა წკაპი და აირჩიეთ Expracr To xxx (სადაც xxx ნიშნავს დირექოტიის სახელს)
5) შექმნილ და გახსნილ საქაღალდეში ნახეთ  და გაუშვით შესრულებაზე ფაილი wmp11.exe
6)  ამ პაკეტის ინსტალირების შემდეგ აუცილებლად გადატვირთეთ კომპიუტერი
7) ჩატვირთვის შედმეგ შედით იგივე საქაღალდეში და გაუშვით მეორე ფაილი wmfdist11.exe
8)  ამ პაკეტის ინსტალირების შემდეგ  ისევ აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს კომპიუტერი
9) გადაიტვირთეთ საბოლოოდ და გაუშვით WMP 11
10)  გამოვა ფანჯარა სადაც შემოთავაზებული იქნება პარამეტრების ამორჩევა, ამოირჩიეთ სასურველი მეთოდი EXPRESS, ან COSTUM დააყენეთ თქვენი პარამეტრები და მორჩა შეგიძლიათ იმუშაოთ.

ჩვენს მიერ შექმნილი პაკეტი
ამ ყველაფერ გაუგებრობის გამო ჩვენ შევქმენით საკუთარი ინსტალერი, რომელიც წესით ყველაფერს უნდა აკეთებდეს როგორც საჭიროა, მაგრამ ბევრ მანქანაზე ფიზიკურად ვერ შლის ძველი Windows Media Plaer-ის დირექტორიას, ამიტომ ინსტალაციის პროცესი ნორმალურად არ მიმდინარეობს და მომხმარებელი იღებს პირველი ინსტალაციის მეთოდის შედეგს, ამის გამო ჩვენი სერვერიდან ამ ინსტალერს ვშლით. ძალიან ბევრი პრობლემა წარმოქმნა ჩვენმა პაკეტმა.

ახლა თვითონ პაკეტი

ამ მისამართებიდან შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ ორიგინალი  WMP11, ინსტალაცია უკვე აგიხსენით :-).

Microsoft Windows Media Player 11.0.5358.4827 24,0 მეგაბაიტი (Microsoft-ის საიტიდან)

Microsoft Windows Media Player 11.0.5358.4827  24,0 მეგაბაიტი (ჩვენი საიტიდან ისევ ორიგინალი ვერსიაა)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-05-2006, 16:00:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1.7


გამოხმაურება

აუ დავაყენე მარა რო გადავტვირთე კომპიუტერი ვინდოუს მედია პლეიერმა აურია ანუ გარეგნულად რაღაცეები დაემართა და რა ვქნა? წინასაწარ დიდი მადლობა
19-12-2006, 17:43:20 | giovelto

დიდი მადლობა, I მეთოდი სამწუხაროდ ვერ გამოვიყენე თუმცა მეორე მეთოდის ზუსტად შესრულებით ყველაფერი რიგზეა უღმესი მადლობა ასეთი კარგი დაკვალიანებისთვის
15-08-2006, 02:45:03 | giga_wolf

და SAVE MODE ს გარეშეც მშვენივრად წავშალე და დავაყენე
04-07-2006, 13:37:31 | ducha

გავაკეთე და ძაან მაგარია
04-07-2006, 13:34:39 | ducha

yiuu
თუ დააკვირდები არსად არ დამიწერია
რო RAR ფაილის გახსნის შემდეგ საქაღალდეში იქნება ორი ფაილი
წერია ინსტალერი, ანუ საინსტალაციო პაკეტი. მერეადა აქ კომენტარებში ხალხმა იგივე იკითხა ორგერ და ეგ პასუხი დავწერე, ეგებ არ დაიზარო და გადაიკითხო!!
28-05-2006, 15:09:21 |

თქვენ წერთ რო RAR ფაილის გახსნის შემდეგ საქაღალდეში იქნება ორი ფაილი მარა მანდ არ მარტო mpsetup Compinfo.ge ეს ფაილები და არანაირი wmp11.exe და wmfdist11.exe არაა.

გავაკეთე ყველაპერი ძველი ვერსია წავშალე SAFE MODE -ით მარა მიგდებს ფანჯარას სადაც წერს რო ჩემი WINDOWS-ის ვერსია არაა ლიცენზირებული გთხოვთ ამიხსნათ რა ვქნა
20-05-2006, 19:32:08 | yiuu

bum
კაი რა, SAVE MODE რაფრაღა აგხსნა კაცოუ, გავრეკე!!!
გადატვირთე კომპი და სანამ ჩაირთველა აჭირე F8-ს გამოვა Windows-ის ჩატვირთვის მენიუ, ამოირჩIე SAVE MODE და ეგაა. ეგ ნიშნავს მინიმალურ რეჟიმს დრაივერების და სისტემური კომპონენტების გარეშე ჩართვას, ანუ უსაფრთხო რეჟიმია, რომლის დროსაც მხოლდო სისტემის ბირთვი მუშაობს.

P.S. ისე ნუ მიწყენ, მაგა ან ცოტა უნდა წაიმუშავო პრაქტიკაზე, ან უნდა შეეშვა ეგეთ საქმეებს თუ SAVE MODE-ც კი არ იცი რა არის. იმიტომ კი არ გეუბნები რომ თავი კიტრი მგონია, უბრალოდ თუ ეგეთი მინიმალური გამოცდილებაც არ გაქვს უფრო მეტ ზიანს მიაყენებ თავს ვიდრე სარგებელს. რაღაც ნიტოს გააკეთებ და მერე ჩვენ დაგვაბრალებ თქვენს გამო მომივიდაო!!! ჩვენ კი პასუხისმგებლობას შენს ქმედებებზე არ ვიღებთ
20-05-2006, 14:55:03 |

Ja_Ja
ხოდა ეგ სეივ მოდი რაა ვერ გავიგე თორე ვინრარით კი გავხსენი სურათი ნახე?
20-05-2006, 14:49:14 | bum

mec davakene uraaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
zaan magaria 10s haershi ushveba magari dizaini da rame
20-05-2006, 08:35:01 | MutantA

მიშველეთ ხალხნო არ მჯერა დაყენდა, ჩაირთო! მაგრამ 5 დღის ნერვებად დამიჯდა! ზუსტად 8 ჯერ დავაინსტალირე და რორორც იქნა ჩაირთო! ვაი არ მჯერა მაგარამ 10 ვერსია ჯობია უფრო კომფორტულია, ამაში აჯაფსანდალი ხდება!
20-05-2006, 08:20:21 | nikanikola

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.