მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft Yahoo–ს ყიდულობს?!
დიდი ხანია, ინტერნეტში ჭორები დადის ამ გარიგების შესახებ, საკმაოდ ბევრი პროგნოზი გაკეთდა და იყო კამათი ფორუმებზე კლავიატურაზე ღილაკების ჩავარდნამდე, მაგრამ ამ ყველაფერს პირველ თებერვალს წერტილი დაესვა – მაიკროსოფტმა ოფიციალურად წარუდგინა თავისი გარიგების დეტალები Yahoo–ს აქციონერებს.

Yahoo–ს ყოველი აქციას Microsoft ცვლის 0.9509 ცალ თავის აქციაში ან 31 ამერიკულ დოლარს იხდის (საერთო ჯამში ეს $44.6 მილიარდს შეადგენს) თითოეულის სანაცვლოდ. ეს ფასი 62%–ით მაღალია Yahoo–ს აქციების ფასზე (ხუთშაბათის, 31 იანვრის მონაცემებით), რომელიც $19.18–ს წარმოადგენს

Microsoft–ის აღმასრულებელი დირექტორის, Steve Ballmer–ის განცხადებაში, რომელიც მოცემულია მაიკროსოფტის მიერ Yahoo-სთვის გაგზავნილ წერილში, ნათქვამია: "ჩვენ დიდ პატივს ვცემთ Yahoo–ს და ერთად ჩვენ მომხმარებლებს, რეკლამის განმთავსებლებს და რეკლამის მომწოდებლებს სულ უფრო და უფრო უკეთესი მომსახურება შეგვიძლია შევთავაზოთ. ჩვენ ერთად დავიკავებთ უკეთეს და უფრო კონკურენტუნარიან პოზიციას ონლაინ–სერვისების ბაზარზე". როგორც ხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ სტანდარტული ოფიციალური ტექსტია :–)

Yahoo–ს არ უარყვია შემოთავაზება, და განაცხადა, რომ მოიქცევა ისე, როგორც უკეთესი იქნება კომპანიის განვითარებისა და აქციონერებისათვის. აქაც არაფერია განსაკუთრებით საინტერესო :–)

საკმაოდ საინტერესოა პოზიცია Google–ისა, რომლის წინააღმდეგ პოზიციების გასაუმჯობესებლადაც ყიდულობს Microsoft Yahoo–ს. Google-ის ოფიციალური პოზიცია კომპანიის მთავარმა იურისტმა, დევიდ დრამონდმა (David Drummond) დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ მეორეს ყიდვას, არამედ ინტერნეტის მთავარი პრინციპების – ინოვაციურობისა და გახსნილობის – შენარჩუნებას (რაღაც ძალიან პათეტიკურად ჟღერს :–)). მისი აზრით, მაიკროსოფტი გამოიყენებს თავის ოპერაციულ სისტემას, რომ გამოუცდელი მომხმარებლები აიძულოს, ისარგებლონ მის მიერ შეთავაზებული ონლაინ–სერვისებით (რომლებიც, რაღა თქმა უნდა, ამავე გიგანტის საკუთრება იქნება).

Wall Street journal–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Google სთავაზობს Yahoo–ს ალიანსს მაიკროსოფტის წინააღმდეგ.

– – – – –

მოკლედ, მოსახდენი მოხდა :–) Microsoft აქცენტს (ისევე, როგორც შორეულ წარსულში) ინტერნეტზე აკეთებს. თავისი მომავალი Windows Vienna–სთვის კი მას სჭირდება ონლაინ–სერვისების ძლიერი ბაზისი, რომლის მხარდაჭერაც ჩაშენდება ოპერაციულ სისტემაშივე და ამით სხვა ასეთი მომსახურების მომწოდებელ კომპანიებს უზარმაზარ აუდიტორიას წაართმევს. ახლა ჯერი Yahoo–ზეა, დაველოდოთ მოვლებეის განვითარებას.

აქ შეგიძლიათ იხილოთ Microsoft–ის ოფიციალური წერილი Yahoo–სადმი.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 06-02-2008, 23:29:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ეს უცხოელები რა პანიკიორი ხალხია :D გუგლს თუ რამის თავი აქვს, ძლიერს შეებრძოლოს. დაინახავენ მაიკროსოფტი რაღაცას აკეთებს და ეგრევე ანტიმონოპოლიურში და ევროკავშირთან გარბიან
07-02-2008, 09:52:54 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.