მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Yahoo-მ უარყო Microsoft–ის წინადადება
როგორც სულ ცოტა ხნის წინ ვწერდით, Microsoft–მა ოფიციალურად განაცხადა, რომ სურს Yahoo–ს ყიდვა და თავისი პირობებიც (საკმაოდ მომგებიანი Yahoo_ს აქციონერებისათვის, სხვათა შორის) დაასახელა. Yahoo–მ მაშინ განაცხადა, რომ იფიქრებს შემოთავაზებაზე, Google–მა კი სასწრაფოდ გამოაცხადა, რომ ამ გარიგებით საფრთხე ემუქრებოდა ინტერნეტის მთავარ პრინციპებს (განა რა მოსატანია ასეთ სიტუაციაში საფრთხე, რომელიც თვით Google–ს ემუქრება? :-)) და ალიანსი შესთავაზა Yahoo–ს.

ორი დღის წინ, 9 თებერვალს გაიმართა საბოლოო შეხვედრა ორი კომპანიის ხელმძღვანელობებს შორის, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, შედგებოდა თუ არა გარიგება. თუ ვენდობით Wall Street Journal–ის ჟურნალისტს (რომელიც, მისი სიტყვებით, იცნობს ამ გარიგების დეტალებს), Yahoo–მ უარჰყო გიგიანტის შემოთავაზება, თუმცაღა შემოთავაზებული ფასი საკმაოდ მომგებიანი იყო მისი აქციონერებისათვის. აშკარაა, Yahoo–ს ჯერჯერობით, მიუხედავათ მისი ცუდი პოზიციისა, არ სურს Microsoft–თან გაერთიანება.

საინტერესო იქნება ამ მოვლენის შედეგები – Microsoft აუცილებლად ეცდება, ფასის აწევით, შუამავლების მეშვეობით ან მსხვილი მეწილეების მოსყიდვით დაითანხმოს თავისი "მსხვერპლი" (როგორც დღეს იხსენიებს ყველა პოპულარული გამოცემა Yahoo–ს), Google კი ეცდება ალიანსი შეკრას Yahoo–სთან და ამით საბოლოოდ მიიღოს გარანტია იმისა, რომ Microsoft თავის ჩანაფიქრს ვეღარ განახორციელებს (თუმცაღა პრობლემები აქაცაა – ასეთი გაერთიანება შეიძლება ვერ შედგეს შეერთებული შტატების ანტიმონოპოლიური სამსახურის წინააღმდეგობის გამო, თუ ეს უკანასკნელი ამ ალიანსს განიხილავს, როგორც მონოპოლიას Microsoft–ის Live! პროდუქტების მიმართ).

ახლა ჯერი Yahoo–ზეა. როგორც მის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირები [ინფორმაციია დაუდასტურებელია] იტყობინებიან, Yahoo ფიქრობს, რომ Microsoft–მა ძალიან დაბალი ფასი შესთავაზა მათ და მათი აზრით, მინიმალური თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი ერთ აქციაში, $40–ს შეადგენს.

საინტერესოა, სინამდვილეში რატომ არ მიიღო შემოთავაზება Yahoo–ს ხელმძღვანელობამ. ფაქტია, მათ ან მეტის მიღება უნდათ, ან არ სურთ Microsoft–თან შეერთება. თუ რომელი ვერსიაა მართალია, ამას უახლოეს მომავალში Yahoo–ს მოქმედება გვიჩვენებს.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 11-02-2008, 13:18:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო... Yahoo!-ზეა ნათქვამი :-D

MS-ს უნდოდეს და არ მისცე?!.
12-02-2008, 13:57:35 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.