COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Microsoft DreamSpark

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1732


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft DreamSpark

Microsoft–მა გადაწყვიტა, გახადოს თავისი Developer Tools უფასოდ მისაწვდომი სტუდენტებისთვის. კომპანიის განცხადებით, პროგრამა, როცა ის თავის სრულ მასშტაბებს მიაღწევს, 1 მილიარდამდე სტუდენტისთვის იქნება მისაწვდომი.



პროგრამას DreamSpark ეწოდა და დღეისთვის მისაწვდომია 35 მილიონი სტუდენტისთვის 11 ქვეყანაში. ამ აქციით Microsoft (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ განცხადებაში ასეა ნათქვამი :–)) ცდილობს, საშუალება მისცეს სტუდენტებს, სწავლის პერიოდშივე ჩამოიყალიბონ ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პროფესიონალი დეველოპერებისთვის და შეიქმნან კარიერა ან, უბრალოდ, გაერთონ პროგრამების წერით.



DreamSpark მისაწვდომია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერული ტექნოლოგიების, დიზაინის და მათემატიკის (მეც მერგება! :–)) განხრით. პროგრამა ჯერჯერობით მოქმედებს 11 ქვეყანაში. ესენია: ა.შ.შ., დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეცია, შვეიცარია და ბელგია; თუმცაღა კომპანია გვპირდება, რომ მომავალ 6 თვეში პროგრამა უფრო მეტ ქვეყანას, 1 წელიწადში კი თითქმის მთელ მსოფლიოს დაფარავს (ნეტავ ჩვენამდე თუ მოვლენ? :–)).

პროგრამის ფარგლებში მისაწვდომი პროდუქტების ჩამოტვირთვა შესაძლებელია Microsoft–ის ოფიციალური ვებ–გვერდიდან; სამწუხაროდ, არ არის დისკის შეკვეთის შესაძლებლობა. ლიცენზიის მისაღებად კი უნდა გაიაროთ ავტორიზაცია Microsoft–ის ოფიციალურ საიტზე თქვენი Live! ID–ს მეშვეობით, დაადასტუროთ, რომ ხართ ამა და ამ უნივერსიტეტის სტუდენტი (სისტემა ამას შეამოწმებს) და შემდეგ მოგცემთ უფლებას, ჩამოტვირთოთ თქვენი პროდუქტის ოფიციალური ასლი.

ოფიციალური სიახლე შეგიძლიათ აქ იხილოთ.

პროდუქტების სრული სია კი აქ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-02-2008, 15:09:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.