მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ახალი დეტალები Intel Larrabee-ის შესახებ
ახალი დეტალები Intel Larrabee-ის შესახებ

ცნობილი გახდა, რომ Intel-ის მრავალბირთვიანი გრაფიკული გადაწყვეტა - Larrabee 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადდება. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ინტელი თავისი 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დღეს ლიდერია და წინ უსწრებს TSMC-საც, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ ბევრი გრაფიკული ადაპტერისთვის აწარმოებს GPU-ებს. Larrabee-ის მუშა ვარიანტები გამოჩნდება 2008 წლის მეთხე კვარტალში და დაეგზავნება დეველოპერებს, ბაზარზე კი აღნიშნული ტექნოლოგია 2009 წლის პირველ კვარტალში გამოჩნდება.

Larrabee თავის თავში აერთიანებს GPU-ს, ფიზიკისა და მეცნიერული გამოთვლების ჩიპს, რომელიც შედგება მინიმუმ 16 პარალელური ბირთვისაგან. ერთი რამ ცხადია, Larrabee ამ ტექნოლოგიებში ძალიან სწრაფი იქნება. ეს ეხება Raytracing-საც, რომელიც Larrabee-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა დღევანდელი გრაფიკული ადაპტერების წინააღმდეგ.

თუ ინტელი შეძლებს რეიტრეისინგის პოპულარიზაციას (და ეს ალბათ, ასეც იქნება), ამ სფეროში მას კონკურენციას ვერც nVidia გაუწევს და ვერც ATI. ყოველ შემთხვევაში, დღეს არცერთის წარმოებულ ვიდეო ადაპტერებს არ შესწევთ ძალა რეიტრეისინგში იმ დონის წარმადობა აჩვენონ, რომ კონკურენცია გაუწიონ თუნდაც ინტელის პროცესორებს. ინტელის წისქვილზე ასხამს წყალს ისიც, რომ რეიტრეისინგი ძალიან ეფექტურად იყენებს სისტემის რესურსებს, განსაკჲთრებით ეს ეხება მრავალბირთვიან სისტემებს. ამ სფეროში კი ინტელი ლიდერია, 16 ბირთვისთვის რაოდენობის დამატებას კომპანია, თუ საჭირო გახდა, ცხადია, შეძლებს.

თუმცა, ჯერჯერობით, ATI-საც და nVidia-საც შეუძლიათ გრაფიკულ სამყაროში თავიანთი ლიდერობით დატკბნენ, Larrabee ბაზარზე მხოლოდ 1 წლის შემდეგ გამოვა. რაც შეეხება რეიტრეისინგზე აწყობილ თამაშებსა და ძრავებს, ისინიც დაახლოებით ამ დროისთვის და 2009 წლის პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ნახევრის დასაწყისისთვის გამოჩნდებიან.

გასაგებია, რომ Raytracing-ი მომავლისკენ გადადგმული სწორი ნაბიჯია და თამაშების ინდუსტრიის მომავალიც ის იქნება. ამავე დროს, ATI-სა და nVidia-ს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ ამ ტექნოლოგიის ასათვისებლად, რათა შეძლონ Intel-ისთვის რეალური კონკურენციის გაწევა. დღეს არსებული გრაფიკული ადაპტერები Raytracing-ში ძალიან სუსტები არიან.

ვნახოთ, რა მოხდება. აპრილში IDF Shanghai ჩატარდება და იმედია, კიდევ უფრო მეტ დეტალებს გავიგებთ Larrabee-ს შესახებ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-03-2008, 15:50:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.