მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows XP SP3 21/29 აპრილს გამოვა
Windows XP SP3 21/29 აპრილს გამოვა

დაახლოებით 1 თვის წინ ოფიციალურად გამოვიდა Windows Vista SP1. თუმცა, Microsoft-ს არც მისი უფრო ძმა, Windows XP ავიწყდება და უკვე კარგა ხანია მის SP3-ზე მუშაობს. Windows XP უკვე თითქმის 7 წლის ოპერაციული სისტემაა. დღესდღეობით მისთვის მხოლოდ ორი სერვის პაკეტი არსებობს. ამჟამად თითქმის უვკე მზადაა მესამე პაკეტი, რომელიც Windows XP-ს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისობაში მოიყვანს და მის სიცოცხლეს კიდევ რამდენიმე წლით გაახანგრძლივებს.

SP3-ში შესულია დაახლოებით 1,100 შესწორება და პატჩი. ასევე, ინტეგრირებულია ახალი ტექნოლოგიებიც, მათ შორის: აქტივაციის ახალი მეთოდი (ვნახოთ, რამდენად მოვერევით ახალ აქტივაციას), Network Access Protection Module, Black Hole Router Detection  და Microsoft's Kernel Mode Cryptographics Module.

ჯერ კიდევ 2007 წლის აგვისტოდან მაიკროსოფტი SP3-ბეტა ვერსიებს უშვებს. დეკემბერში პირველი Release Candidate (RC) ვერსია გამოვიდა, 2008 წლის დასაწყისში კი SP3 RC2 მივიღეთ. თუმცა, ცხადია, ყველას აინტერესებს როდის გამოვა SP3-ის საბოლოო ვერსია.

დღეისთვის უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ Windows XP SP3-ის Release to Manufacturer (RTM) ვერსია OEM-ებისთვის, Windows Connect-ისა და MSDN/TechNet-ის მომხმარებლებისთვის 21 აპრილს გამოვა. 29 აპრილიდან კი ხელმისაწვდომი იქნება Windows Update-სა და Microsoft's Download Center-შიც.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ბევრ მომხმარებელს გაახარებს ის ფაქტიც, რომ მაიკროსოფტმა Windows XP-ს სიცოცხლე 2+ წლით გაუხანგრძლივა. XP-ს გაყიდვების შეჩერება ჯერ კიდევ 2008 წლის 31 იანვარს იგეგმებოდა, შემდეგ თარიღმა გადაიწია 30 ივნისამდე, დღეს კი უკვე ვიცით, რომ კორპორაციამ ოპ. სისტემას სიცოცხლე 2010 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება ძირითადად გამოწვეულია იაფფასიანი ლეპტოპების მზარდი ბაზრითა და Windows XP-ზე ჯერ კიდევ დიდი მოთხოვნილებით.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-04-2008, 09:51:00 | Power_VANO
   
თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 11
შეფასება: 1.8


გამოხმაურება

ვახ, გაიხარე, ვანო როგორც ჩვენ გაგვახარე!!!
17-04-2008, 17:00:41 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.