მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft-მა Yahoo!-ს ყიდვაზე უარი განაცხადა
Microsoft-მა Yahoo!-ს ყიდვაზე უარი განაცხადა

თებერვლის დასაწყისში Microsoft-მა Yahoo!-ს ყიდვა გადაწყვიტა და აქციონერებს 44.6 მილიარდი შესთავაზა კომპანიის სანაცვლოდ. ეს თანხა იმაზე 66%-ით მეტი იყო, ვიდრე Yahoo! ღირდა ამ დროს. როგორც იცით, Yahoo!-ს თავმჯდომარე, ტერი სემელი თანამდებობიდან გადადგა და დირექტორთა საბჭომ Microsoft-ის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ Microsoft-მა Yahoo!-ს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის თანახმადაც, Yahoo! ან დათანხმდებოდა მაიკროსოფტთან გაერთიანებას, ან MS პირდაპირ აქციონერებისგან შეიძენდა კომპანიას.

ულტიმატუმის მიუხედავად, კომპანიები ვერ შეთანხმდნენ და 3 მაისს Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია შეთავაზებას აუქმებს და Yahoo!-ს აღარ ყიდულობს. "ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ჩვენი შეთავაზება პოზიტიურად იმოქმედებდა არა მარტო Microsoft-ზე, არამედ Yahoo!-ზეც და საერთოდ, მთელს ბაზარზე," - განაცხადა ბალმერმა, - "ჩვენი მიზანი Yahoo!-სთან გაერთიანებისას ბაზრისთვის უფრო დიდი არჩევანის შეთავაზება იყო."

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეთავაზებული თანხა 5 მილიარდითაც კი გავზარდეთ, Yahoo! მაინც არ დაეთანხმა ჩვენს წინადადებას. განხილვის შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ Yahoo!-ს მიერ მოთხოვნილი თანხა ჩვენთვის მიზანშეწონილი არ არის და მაიკროსოფტის აქციონერებისა და თანამშრომლებისთვის უკეთესი იქნება, თუ ჩვენს შეთავაზებას გავაუქმებთ" - დაამატა ბალმერმა.


"მე დღესაც მჯერა, რომ ჩვენი შემოთავაზება რჩება
ერთადერთ სამართლიან ალტერნატივად, რომელიც
თქვენს აქციონერებს რეალურ ფასს სთავაზობდა
თავიანთი აქციებისთვის. ჩვენთან შეთანხმების
მიუღწევლობით, თქვენ და თქვენმა აქციონერებმა
მნიშვნელოვანი ფასი მაგიდაზე დატოვეთ"
- ნაწყვეტი
სტივ ბალმერის Yahoo!-სადმი მიმართვიდან.

სტივ ბალმერმა განაცხადა, რომ Yahoo!-ს პირდაპირ აქციონერებისგან ყიდვა პროცესს ძალიან გაწელავდა დროში. იგი ასევე შეეხო Yahoo!-სა და Google-ის ურთიერთობასაც:
"Yahoo!-სგან რეკლამის განმათავსებლების წაქეზება, რომ მათ გამოიყენონ Google-ის სარეკლამო სერვისი, ცხადია, ძირს გამოუთხრის Yahoo!-ს Panama  სისტემას და მის გარშემო არსებულ ეკოსისტემას. ეს უარყოფითად იმოქმედებს საერთოდ Yahoo!-ს ბიზნესსა და სამომავლო განვითარების პოტენციალზეც."

პასუხად, Yahoo!-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯერი იანგმა განაცხადა, რომ ამ პროცესებმა Yahoo!-ს სტრატეგიული ადგილი დააკარგინა ბაზარზე: "მას შემდეგ, რაც მაიკროსოფტის შეუსაბამო შემოთავაზება წარსულში დარჩა, ჩვენ შევძლებთ მთელი ენერგიის ფოკუსირებას გარდაქმნაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია Yahoo!-ს ისტორიაში."

გუშინდლამდე უცნობი იყო, რა მოუვიდოდა Yahoo!-ს ამ ამბის შემდეგ ან რა რეაქცია ექნებოდათ Yahoo!-ს აქციონერებს, დღეს კი...



მას შემდეგ, რაც Microsoft-მა გააუქმა თავისი შეთავაზება Yahoo!-სადმი, ამ უკანასკნელის აქციების ფასი 20%-ით დაეცა, თუმცა დღის ბოლოსთვის აქციების ფასი 24.22$-ზე დაფიქსირდა, რამაც 15.6%-იანი ფასის დაცემა შეადგინა.

ჯერი იანგმა განაცხადა, რომ ის და მისი კომპანია საერთო აზრიებისა და შეხედულებების ძიებაში იყო, როდესაც მაიკროსოფტმა უეცრად და უხეშად (მგონი ჯერი იანგის გარდა ყველამ იცოდა ულტიმატუმის შესახებ :-)) შემოთავაზება გააუქმა. მან ასევე დაამატა, რომ თუ მაიკროსოფტს რაიმე ახლის თქმა სურს, იგი მზად არის მოისმინოს და ეს მხოლოდ სურვილით არ გამოიხატება.

ალბათ გასაგებია იანგის პოზიცია, მას სურდა, რაც შეიძლება მეტი თანხა გამოეძალა მაიკროსოფტისთვის, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყარა (თუ რატომ, ამაზე სიახლის ბოლოში მოგახსენებთ).

უკმაყოფილებას გამოხატავენ კომპანიის აქციონერებით. უდიდესმა აქციონერმა, გორდონ ქროუფორდმა (იგი აქციების 16%-ს ფლობს) განაცხადა: "საშინლად გაბრაზებული ვარ ჯერი იანგსა და ე.წ. თავისუფალ დირექტორთა საბჭოზე!"

როცა ყველაზე დიდი აქციონერი ასეთ უკმაყოფილებას გამოთქვამს, გასაგებია, რომ მას სხვებიც აჰყვებიან. ამას შედეგად, შესაძლოა, სასამართლო დავებიც კი მოჰყვეს Yahoo!-ს დირექტორთა საბჭოსა და აქციონერებს შორის. საინტერესოა, რა მოხდება მომავალში. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მაიკროსოფტი აუცილებლად დაბრუნდება უკან და მაინც ყიდის Yahoo!-ს. ზოგიერთი სავარაუდო ფასსაც ასახელებს  - 33$ ერთი აქციის ნაცვლად.

როდესაც ერთი კომპანია მეორის ყიდვას გადაწყვეტს, ბირჟაზე "მსხვერპლის" აქციების ფასის ხელოვნურად გაზრდა ხდება. ასე მოხდა იმ ჭორის საფუძველზეც, რომლის თანახმადაც Microsoft-ი Logitech-ის ყიდვას აპირებდა. იგივე მოხდა Yahoo!-ს შემთხვევაშიც. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯერი იანგი ცდილობდა მაქსიმალურად მეტი ფული გამოეძლა მაიკროსოფტისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება Yahoo!-ს ფასზე 66%-ით მეტი იყო. რა თქმა უნდა, მაიკროფოსტში სულელები არ მუშაობენ (სულ მინიმუმ, მაღალ თანამდებობებზე მაინც) და საერთო გადაწყვეტილებით Yahoo!-სთან შეთავაზება გააუქმეს. რა თქმა უნდა, ცხადი იყო, რომ ამით Yahoo!-ს აქციების ფასი ნელ-ნელა ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა და ასეც მოხდა. სავარაუდოდ, Yahoo!-ს აქციების ფასი კიდევ დაეცემა და კომპანიას რეალურად შეექმნება იმის საშიშროება, რომ Microsoft-ი მას გაცილებით იაფად იყიდის. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა კომპანიის აქციონერებსა და დირექტორთა საბჭოს შორის დაპირისპირება არსებობს, აქციონერები ნამდვილად არ იქნებიან წინააღმდეგი თავის აქციებში რაიმე მოგება ნახონ, თუნდაც იმაზე მცირე, ვიდრე ეს მაიკროსოფტის პირველი შემოთავაზებიბსას იყო.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 06-05-2008, 17:03:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.