მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Yahoo! თავს ანებებს Microsoft-თან მოლაპარაკებებს
Yahoo! თავს ანებებს Microsoft-თან მოლაპარაკებებს

რამდენიმე დღის წინ Yahoo-მ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები Microsoft-თან დასრულებულია. Yahoo-ს წარმომადგენლების განცხადებით კვირას, საიდუმლო შეხვედრაზე, MS-მა უარი განაცხადა მთელი კომპანიის ყიდვაზე და გამოთქვა სურვილი, ეყიდა მხოლოდ Yahoo-ს საძიებო პორტალი. Yahoo-ს კი თავისი პორტალი ძალიან ძვირფასად მიაჩნია და, შესაბამისად, MS-ის შემოთავაზება უარყო.

მოლაპარაკებების ჩაშლამ იმოქმედა Yahoo-ს აქციებზეც, რომელთა ფასი 23.52$-მდე დაეცა. და ეს იმ ფონზე, რომ მაიკროსოფტი Yahoo-ს 33$-ს სთავაზობდა ერთ აქციაში თავის დროზე.


Yahoo-ს CEO ჯერი იანგი
(ფრთხილად, ჯერი, ფრთხილად...
სამსახურის გარეშე არ დარჩე :-))

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ Yahoo-ს აქციონერებმა სარჩელი შეტანეს სასამართლოში დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ, სადაც ნათქვამია, რომ საბჭომ უარყო მაიკროსოფტის 40$ - 1 აქციაში შემოთავაზება. ეს ნიშნავს, რომ MS თითქმის 100%-იან დანამატს უხდიდა Yahoo-ს! როგორც ჩანს, ჯერი იანგსა და დირექტორთა საბჭოს არანაირ ფასად არ სურთ კომპანიის მაიკროსოფტისთვის მიყიდვა.
აქციების ფასის ვარდნა და მოლაპარაკებების ჩაშლა დადებითი მოვლენაა კარლ იკანისთვის (Carl Icahn), რომელიც უკვე საკმაოდ გაბრაზებულ აქციონერებს უფრო ადვილად გადაიბირებს (წარმოიდგინეთ თქვენი თავი, ფლობთ კომპანიის აქციებს, რომლის ფასიც 23$-ია, შესაძლებელი იყო, თქვენ ერთ აქციაში 23-ის მაგივრად 40$ მიგეღოთ და მხოლოდ დირექტორთა საბჭოსა და კომპანიის დამაარსებლის პირადი ინტერესების გამო თქვენ ეს მოგება ვერ მიიღეთ, საინტერესოა ვის მიემხრობოდით? :)). Yahoo-ს აქციონერების ყოველწლიური კრება დაგეგმილია აგვისტოში, სადაც კარლ იკანი აქციონერების დახმარებით შეეცდება გადააყენოს დირექტორთა საბჭო. ზაფხულის ბოლომდე კი, იკანის განცხადებით, ის გეგმავს სერიოზულ წმენდას Yahoo-ში. წმენდას უპირველესად ჯერი იანგი შეეწირება. ეს ყველაფერი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ იკანმა მიზანი აისრულა და საბჭოში თავისი გუნდის წევრები მოიყვანა.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.


ამავდროულად, Yahoo-მ გადაწყვიტა გარიგება დადოს Google-თან. Yahoo-ს განცხადებით, გუგლის სარეკლამო სერივის გამოყენება მათ 1 წელიწადში 800 მილიონი დოლარის მოგებას მოუტანს. Google-ის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მოხარულები არიან იმით, რომ Yahoo-ს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში ეხმარებიან.

რეალურად კი, ეს ერთს ნიშნავს: თუ Yahoo-სა და მაიკროსოფტის გარიგება საბოლოოდ ჩაშლება და ვერც კარლ იკანი შეძლებს დირექტორთა საბჭოს გადაყენებას და Yahoo-ს მაიკროსოფტისგან ყიდვის "საფრთხე" აღარ დაემუქრება, იგი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში Google-ზე იქნება დამოკიდებული. ანუ Yahoo მუდმივად Google-ის უკან იქნება. ამის საპირისპიროდ, Microsoft-ისა და Yahoo-ს შენაერთს საკმაოდ სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლია Google-ისთვის.

როგორც ჩანს, ჯერი იანგი და დირექტორთა საბჭო მართლაც საკუთარ ინტერესებს სწირავს კომპანიის ბედს. გადამწყვეტი მომენტი აგვისტოში იქნება, რომელიც უკვე საკმაოდ ახლოსაა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-06-2008, 09:38:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.