მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის GN40 Atom ჩიპსეტს 1080p სტანდარტის ვიდეო ფაილების გაშვება შეეძლება
Intel-ის GN40 Atom ჩიპსეტს 1080p სტანდარტის ვიდეო ფაილების გაშვება შეეძლება

როგორც იქნა, კომპანია Intel-მა შეიმუშავა ახალი ჩიპსეტი Atom პლატფორმისთვის. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალ ჩიპსეტის საშუალებით შესაძლებელი იქნება უპრობლემოდ უყუროთ 1080p HD სტანდარტის კონტენტს. ეს ყველაფერი, ცხადია, აპარატურული აქსელერაციის საშუალებით ხდება და პროცესორი დატვირთვისგან გათავისუფლდება.

აღნიშნული ჩიპსეტი გამოყენებული იქნება ისეთ ნეტბუქებში, როგორებიცაა  MSI's 13.3” X320 და Mac Air clone.

გთავაზობთ ამონარიდს ინტელის საიტიდან: “Full hardware acceleration of H.264, MPEG2, VC1, and WMV9 is supported, eliminating the need for software CODEC and off-loading the processor.” გასაგებია, რომ სწორედ H.264 კოდეკი უზრუნველყოფს HD სტანდარტის ვიდეოების დაკვრას, თუმცა ინტელი არ აკონკრეტებს რომელი სტანდარტი იგულისხმება აქ - 720p თუ 1080i და 1080p.

თუ ინტელს ვენდობით, 1080p კონტენტისთვის გემოს გასინჯვა Atom პლატფორმაზე სულ მალე შესაძლებელი იქნება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-02-2009, 17:36:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.