მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Norman Malware Cleaner
Norman Malware Cleaner

განახლდა ვირუსებისა და სხვა ბოროტმოქმედი პროგრამებისგან (Malware) საწმენდი უტილიტა Norman-ისგან. მაიკროსოფტის ცნობილი Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად ის წარმოადგენს ანტივირუსულ სკანერ-მწმინდავს, ანუ არ შესწევს ძალა დაგიცვათ ინფიცირებებისგან. მისი ერთადერთი მოვალეობაა აღმოაჩინოს და გაანადგუროს ინფექციები ვინდოუზ სისტემებში. ასევე Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად ის არ შეიცავს სრულ ანტივირუსულ ბაზას, ამის მაგივრად Malware Cleaner სისტემის სპეციალურ ადგილებში ეძებს და ეფექტურად ანადგურებს მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ და საშიშ ვირუსებს, ჭიაყელებს, პროგრამა შპიონებს, ტროიანულ ცხენებსა და სხვა.



Norman Malware Cleaner

ტრადიციული ანტივირუსებისგან განსხვავებით, ანტივირუსული სკანერ-მწმინდავები გამოირჩევიან წმენდის მაღალი ხარისხით. Norman Malware Cleaner:


  • მოკლავს ყველა მომუშავე ბოროტმოქმედ პროცესს;
  • გაწმინდავს დისკს ინფექციებისგან (მათ შორის ბოროტმოქმედ ActiveX კომპონენტებისა და BHO-ებისგან (browser helper objects));
  • აღმოაჩენს და მოაცილებს ეგრედწოდებულ რუტკიტებს (rootkits);
  • აღადგენს ბოროტმოქმედი პროგრამების ქმედებებისგან დაზიანებულ რეესტრს;
  • გაასუფთავებს hosts ფილს, malware-ის დამატებული ჩანაწერებისგან;
  • მოხსნის windows firewall-ის წესებში ჩამატებულ გამონაკლისებს ბოროტმოქმედი პროგრამებისთვის;


ყურადღება! რეკომენდირებულია Norman Malware Cleaner-ს დავასკანირებინებთ Windows-ი უსაბრთხო რეჟიმში (Safe mode). ამ რეჟიმში მას ექნება წვდომა სისტემის ყველა ფაილ/დირექტორიასთან და არსებული ინფექციებიც ვერ შეუშლიან ხელს. უსაბრთხო რეჟიმში ჩასატვირთად დაარესტარტეთ (ან ჩართეთ) კომპიუტერი და ვინდოუზის ჩატვირთვამდე კლავიატურაზე დააჭირეთ ღილაკ F8-ს, გამოსულ მენიუში კი აირჩიეთ Safe mode.

Norman Malware Cleaner 2009.03.02 შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ მწარმოებლის საიტიდან.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-03-2009, 20:26:00 | gearge
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.