მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows Internet Explorer 8 FINAL
Windows Internet Explorer 8 FINAL

ბოლო დროს ვებ-ბროუზერების ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა. თუ ადრე Microsoft-ის ქმნილებას ბაზარზე დომინანტური პოზიცია ეკავა 90% და მეტი წილით, დღეს სიტუაცია შეიცვალა. ძველი კონკურენტები მოძლიერდნენ, გამოჩნდნენ ახლებიც. 2007 წელს Apple-მა Safari 3 გამოუშვა, ახლა კი მე-4 ვერსიაზე მუშაობს. Mozilla-მ Firefox 3 2008 წლის 17 ივნისს წარუდგინა საზოგადოებას.2008 წლის 8 ოქტომბერს ბაზარზე Opera 9.6 გამოჩნდა. ოპერას გუნდი ამჟამად ბროუზერის მე-10 ვერსიაზე მუშაობს. 2008 წლის ბოლოს, 11 დეკემბერს ბაზარზე ოფიციალურად შევიდა Google-იც, რომელმაც თავისი ბროუზერი - Chrome წარმოადგინა. მხოლოდ მაიკროსოფტი იყო ჩუმად, ჩუმად მუშაობდა Internet Explorer 8-ზე, რომლის ბეტა ვერსიებიც 2008 წლის მეორე ნახევარში უკვე ხელმისაწვდომი იყო. Microsoft-ის ბოლო სრული ვერსია IE7 იყო, რომელიც 2006 წელს იქნა გამოშვებული.


IE8 in action! გაზრდილი სისწრაფე, დაცულობა, ახალი ბროუზინგის რეჟიმები და
კიდევ უამრავი ახალი ფუნქცია, აი რას გვპირდება მაიკროსოფტი

როგორც უკვე ვთქვით, IE8-ზე მუშაობა სოფტვეირ გიგანტმა 2008 წელს დაიწყო და პირველი ბეტა ვერსიაც მალევე გამოჩნდა. 2009 წლის იანვარში მას მოჰყვა პირველი RC ვერსია, რომლის გამოყენებაც ყოველდღიური ბროუზინგისთვის უკვე სავსებით შესაძლებელი იყო. ასევე ამ ვერსიაში ფართოდ იყო წარმოდგენილი IE8-ის ახალი ფუნქციები და შესაძლებელობები. დღეს კი, შუადღისას სამყაროს Windows Internet Explorer 8-ის საბოლოო, ფინალური ვერსია მოევლინა! დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



სტივ ბალმერმა, მაიკროსოფტის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებია ახალი ბროუზერის უმთავრესი გაუმჯობესებაა. Microsoft-მა, კონკურენტების მსგავსად, უამრავი დაცვის სისტემა ჩააინტეგრირა ბროუზერში. შედეგად, მომხმარებელს აღარ მოუწევს სხვადასხვა ჯიშის ანტივირუსების, ანტი-შპიონებისა და ცეცხლოვანი კედლების გამოყენება (არა, მათი გამოყენება შეიძლება ისევ მოგიწიოთ, მაგრამ მეტნაკლებად უფრო დაცულები იქნებით). "მომხმარებლებმა მკვეთრად დააფიქსირეს, რა უნდათ ბროუზერისგან - დაცულობა, სისწრაფე და მოხმარების სიმარტივე. Internet Explorer 8-ის სახით, ჩვენ წარმოვადგინეთ ბროუზერი, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას სწრაფად და სთავაზობს მათ უსაფრთხოების ისეთ დონეს, რომელსაც ვერცერთი კონკურენტი უზრუნველყოფს" - განაცხადა ბალმერმა.

Microsoft-ი აცხადებს, რომ Internet Explorer 8 2-დან 4-ჯერ უფრო მეტ შპიონ და მავნე პროგრამას ბლოაკვს, ვიდრე სხვა კონკურენტი ბროუზერები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება შეიძლება ცოტა გადაჭარბებულია და დამტკიცებაც სჭირდება, IE8 აშკარად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია IE7-თან შედარებით.

სიჩქარე, როგორც სტივ ბალმერმა განაცხადა, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, სადაც Internet Explorer 8 ბრწყინავს. მისი თქმით, IE8-ს მსოფლიოს 20 საერთაშორისო ტოპ საიტების გახსნაში 15 რეკორდი ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ პირადად IE-ს მომხმარებელი ვარ და ნამდვილად მესიამოვნება, რომ ესეც რეალობა იყოს, ამასაც შემოწმება სჭირდება :-) აღსანიშნავია, რომ IE8-ს RC ვერსიაც კი, JavaScript-ითა და CSS-ით დატვირთულ გვერდებს თავის უმცროს ძმასთან, IE7-თან შედარებით, აშკარად უფრო სწრაფად ამუშავებს. "Internet Explorer 8 დღესდღეობით ერთ-ერთი უსწრაფესი ბროუზერია ბაზარზე. იგი comScore Inc.-ის სტატისტიკის TOP-25 ვებ-საიტების გახსნისას სხვა ბროუზერების სიჩქარეს 50%-მდეც კი აჭარბებს" - აცხადებს MS-ი.

Internet Explorer 8-ის ახალ ფუნქციებში აღსანიშნავია Accelerator-ები და Web slices. ორივე მათგანი უზრუნველყოფს სწრაფ და გაცილებით მოსახერხებელ წვდომას პოპულარულ და Favourite (რჩეულ) რესურსებთან. საგრძნობლად გაუმჯობესებულია Live Search-იც, რომელშიც უკვე გრაფიკების ძიებაცაა შესაძლებელი ვებ-გვერდებზე. ამ ახალი ფუნქციის გატესტვას ყველას გირჩევთ, საკმაოდ საინტერესო რამაა.

Internet Explorer 8 ხელმისაწვდომია 25 ენაზე -- არაბული, ჩინური (ტრადიციული, გამარტივებული და ჰონგ კონგი), ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ებრაული, უნგრული, იტალიური, იაპონური, კორეული, ნორვეგიული, პორტუგალიური (ბრაზილიური და პორტუგალიური), პოლონური, რუსული, ესპანური, შვედური და თურქული (და რა თქმა უნდა, ქართულიც).

Internet Explorer 8-ის ფინალური ვერსია უკვე ხელმისაწვდომია და მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან. ამავე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ახალი ბროუზერის შესაძლებლობებსა და ფუნქციებს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-03-2009, 23:05:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

იცით რას გეტყვით, არ ვიცი ეს ვერსია აჯობებს თუ არა ოპერას რომელიმე ვერსიას რადგან ჯერ არ დამიყენებია, მაგრამ მე მაგალითად ორივეს ვიყენებ(ოპერასაც იესაც) ოგონდ წინა ვერსიებს და გარკვეული ასპექტებიტ ორივე წავა რა.:
22-04-2009, 02:19:24 | giunikoo

აკი ქართულ ენაზეც არის IE 8 . ვერსად ვნახე ქართული ენა
26-03-2009, 22:55:45 | Goka_710

სტრანნა.. რა სჭირს შენთან ნეტავ... აბა ედონების გათიშვა სცადე. შეიძლება რომელიმე მავნებლობს რაღაცას. ბიტკომეტის ედონი მაგალითად უნიკოდიან საიტებს წყენდა ადრე.
22-03-2009, 21:48:12 | Power_VANO

არა ვანო, RC არ მყენებია, პირდაპირ ეგ დავაყენე
ახლა მგონი nokia.com ზე გაჭედა და დამერხა....
22-03-2009, 18:27:23 | Gio_kiborg

fashisti
no comment :) ვერ გამიგე სწორად :)

გიო, ჩემთან აშკარად ყველაფერი კარგად მუშაობს. ეტყობა RC-მ დატოვა რაღაც სისტემაში (?). ვერც შლი IE-ს საერთოდ?
21-03-2009, 18:42:40 | Power_VANO

ვანო,

არაო, თავიდან ვერ ვაინსტალებ
21-03-2009, 18:29:50 | Gio_kiborg

Power_VANO მე არც მითქვია რო ეგ უსაფრთხოების ტესტია საიტის გადამუშავების სისწრაფეს ამოწმებს როგორც ვიცი ნუ ყოველ შემთხვევაში IE-ს მომხმარებლებს გირჩევთ დატესტოთ თვქნი პროდუქტი იქნებ რამე უკეთესიც არსებობს?
თუმხა მე რა.. რაც უფრო ნაკლები ადამიანი იხმარს ოპერას მით უკეთესია ჩვენთვის ჰაკერები ნაკლებად შეგვაწუხებენ მარა ის დებილები არ გაკოტრდნენ :) IE-ს ხმარობს 67.55% და opera-ს 00.70 ტაკ შტო დიდი პირივესია
21-03-2009, 04:59:12 | fashisti

ხო მართლები ხართ შეურაწყოფის მიყენება არაა საჭირო მარა ძალიან ზედმეტები მოუვიდათ მაგათ, ნაგავი ოქროდ არ უნდა წარმოადგინო ნუ რათქმაუნდა ყველას თავისი ბრაუზერი ევასება (რომელსაც ხმარობს) მარა რა მობოდეს 15 მსოფლიო რეკორდიო? ნებისმიერ საიტზე ნებისმიერ სიტვაციაში ნებისმიერი ბრაუზერი აჯობებს IE-ს ნუ "სამაძელკებს" არვგულისხმობ. ნუ ვთქვათ ვინდოუსზე რო თქვან კიდე ხო მარა რაც არუვარგათ ეგ IE არი და ზუსტად მაგას აქებენ ყველაზე მაგარიაო
21-03-2009, 04:40:30 | fashisti

რეინსტალი სცადე აბა გიო. ან RC-ს ხომ არ გადააწერე? მე ჯერ RC ამოვშალე და მერე ჩავწერე ეს.
20-03-2009, 18:51:48 | Power_VANO

არ ვიცი, უკვე მესამე წელია IE-ს ცვლილებების მომსწრე ვარ, მაგრამ რეალურად, ჩემთვის, როგორც უბრალო მომხმარებლისთვის, ეს ბროუზერი ყოველთვის ისეთივე მძიმე და მოუხერხებელია, როგორიც მეშვიდე ფინალური. 6-ე შედარებით მსუბუქი და სწრაფი იყო.

ერთი პლიუსი აქვს ამ ახალ ვერსიას; თუ დაგეკრეშა, ტაბებს თვითონ იცავს. ხშირი მოულოდნელობისკან დაცულია მომხმარებელი.
20-03-2009, 17:07:43 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.