Windows 7 Starter
წარუმატებელი Vista-დან დაწყებული MS თავისი ოპერაციული სისტემის მრავალ ნაირსახეობას გვთავაზობს. რა თქმა უნდა, ყველას გვიყვარს Ulimate - ყველა მისაწვდომი ფუნქციით აღჭურვილი ვერსია, მაგრამ საზღვარგარეთ ეს ვერსია ორას მარადმწვანეზე მეტი ღირს და, განსხავვებით საქართველოსგან, მის მოსახმარად ლიცენზიის ყიდვაა საჭირო, ასე რომ, ყველა ამ ვერსიას ნამდვილად ვერ შესწვდება.
ამასობაში MS ცდილობს ლინუქსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და მინიმალურ ფასად გვთავაზობს Starter ვერსიას, რომელშიც მაქსიმალურადაა შეკვეცილი ყველა ფუნქცია, მაგალითად, არ გვაქვს არანაირი Aero Glass ან 64 ბიტიანი ვერსია და რაც მთავარია - სისტემა ერთდროულად სამ პროგრამაზე მეტს არ გაგაშვებინებთ. კარგი, ჯანდაბას აერო, მის გარეშე გაიძლება (ჩვენთან ისეთი ფორუმელებიც მოიძებნენ, ვინც 7-ში პირველად Windows Classic თემა მოიკითხა :-)), 64 ბიტიან ვერსიასაც მგონი ბევრი არ ვიყენებთ, მაგრამ რა ვუყოთ შეზღუდვას სამ პროგრამაზე?!

თუმცა ეს შეზღუდვა, განსხვავებით Vista-სგან, ცოტა "შემსუბუქებულია" - სისტემა სათვალავში არ იღებს შემდეგ პროგრამებს: Windows Explorer, Control Panel, CMD, Task Manager, Gadget Manager და თვითონ გაჯეტებს, ინსტალერებს და ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას, თუ ეს უკანასკნელი სერვისის სახით მუშაობს. ასევე, არანაირი შეზღუდვა არაა თვითონ პროგრამაში ტაბების რაოდენობაზე. ანუ, შესაძლებელია გახსნილი გქონდეთ ბრაუზერი თუნდაც 30 ტაბით, სისტემა ხმას არ ამოიღებს.
ასევე მოიხსნა შეზღუდვა გეოგრაფიულ მდებარეობაზე - თუ ადრე სისტემა სულ თითზე ჩამოსათვლელ (ჰმ, ფეხის თითებიც დაგჭირდებოდათ), ძირითადად განვითარებად ქვეყნებში იყიდებოდა, ამიერიდან მისი შეძენა ნებისმიერ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.
აშკარაა, რომ MS ამ ნაბიჯით ნეტბუკების ბაზარს უმიზნებს. მართალია, მათ განაცხადეს, რომ ნეტბუკებისთვის ცალკე OS არ გამოვა, მაგრამ მინი-ლეპტოპებზე მორგებული ვერსიას მაინც ვიხილავთ. ლოგიკურიცაა - Windows 7 Ultimate ერთი კარგი ნეტბუკის ფასი ეღირება და მისი შეძენა ამ მოწყობილობისთვის დაბალი ფასის მთელ ხიბლს კარგავს. ამიტომ გამოვა იაფი ვერსია, რომელზეც თავისუფლად იქნება შესაძლებელი ყოველდღიური ამოცანების შესრულება - ინტერნეტში სეირნობა, მეილის შემოწმება და ცოტა საოფისე საქმიანობა, სამაგიეროდ კი Windows პლატფორმის მთელი უპირატესობა ექნება.
ჭკვიანური სვლაა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ბეჭდვითი ვერსია | 22-04-2009, 22:19:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
ultimate "გრუზია" ძაან მაგასთან შედარებით, დაჟე სახლის კომპზე გადავწყვიტე Busines ვერსიის დაყენება, არაფერში მჭირდება მედიაცენტრი და ათასი ხარახურ რაც ულტიმეიტს მოყვება