Windows 7 RC უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია ყველასთვის!
ჩვენმა საყვარელმა Microsoft-მა პირობა შეასრულა და 30 აპრილს Windows 7 RC ხელმისაწვდომი გახდა MSDN-სა დაTechNet-ის ხელმომწერებისთვის. დღეს კი, Microsoft-მა მეორე პირობაც შეასრულა და მომვალი ოპერაციული სისტემა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა ყველა მსურველისთვის. დიახ, დღეიდან უკვე შეგიძლიათ Microsoft-ის სერვერიდან ოფიციალურად გადმოიწეროთ Windows 7 RC 7100 ბილდი, როგორც 32, ასევე 64 ბიტიანი ვერსია და მიიღოთ ოფიციალური გასაღებიც თქვენი სისტემისთვის.
მაიკროსოფტმა პრეს-რელიზში განაცხადა, რომ Windows 7-ის Release Candidate (RC) ფაზაში გადასვლა ნიშნავს იმას, რომ სისტემა დამზადების ფინალურ ეტაპზე გადავიდა და უკვე მზადაა პარტნიორი კომპანიებისთვის, ახალი პროგრამების, დრაივერებისა და სერვისების შესაქმენალად, IT პროფესიონალებისთვის, რათა შეაფასონ, როგორ უმუშავებს ახალ სისტემა და უბრალოდ, დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა გაეცნონ Windows 7-ს.

"ჩვენ ვუსმენდით ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს და ვითვალისწინებდით მათ რჩევებსა და შენიშვნებს, რაც უმნიშვნელოვანესია Windows 7-ის მომზადებისთვის. შედეგად, დღეს ხელმისაწვდომია ვინდოუსის ისტორიაში ყველაზე ხარისხიანი Release Candidate ვერსია, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხისა და თავსებადობის იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის, რათა ახალი სისტემა გატესტონ და მასთან ინტეგრირებაზე დაიწყონ ზრუნვა," - განაცხადა მაიკროსოფტის ვინდოუს განყოფილების ვიცე პრეზიდენტმა ბილ ვეგთემ.
რაც შეეხება ოპ. სისტემის აპარატურულ მოთხოვნილებებს, იგი Windows 7 RC-სთვის შემდეგნაირად გამოიყურება (ეხება Ultimate ვერსიას, რომელიც დღესდღეობითაა ხელმისაწვდომი):
1 გჰც ან უფრო სწრაფი 32-ბიტიანი (x86) ან 64-ბიტიანი (x64) პროცესორი
1 გბ RAM (32-ბიტი)/2 გბ RAM (64-ბიტი)
16 GB მოცულობა მყარ დისკზე (32-ბიტი)/20 GB (64-ბიტი)
DirectX 9-ის მხარდამჭერი გრაფიკული ადაპტერი Windows Display Driver Model 1.0 ან უფრო მაღალით
აქვე, აღსანიშნავია, რომ Windows 7 საკმაოდ კარგად მუშაობს ნეტტოპებზეც კი. ასე რომ, წარმადობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა გქონდეთ.
შედარებისთვის, იხილეთ Windows Vista-ს მინიმალური აპარატურული მოთხოვნები:
1 გჰც ან უფრო სწრაფი პროცესო (32 ან 64-ბიტიანი)
512 მბ RAM (Home Basic ვერსიისთვის); 1 გბ RAM სხვა დანარჩენი ვერსიებისთვის
15 გბ მოცულობა მყარ დისკზე
DirectX 9-ის მხარდამჭერი გრაფიკული ადაპტერი 32 მბ მეხსიერებით (Home Basic-ისთვის); 128 მბ მეხსიერება + WDDM-ის მხარდაჭრა ყველა სხვა ვერსიისთვის.
თუ დააკვირდებით, Windows 7-ის მოთხოვნილებები იგივეა, რაც Vista-სი, თუმცა, Vista მინიმუმ 2 წლით უფროსია. შეიძლება ითქვას, რომ ოპ. სისტემის აპარატურული მოთხოვნილებები საკმაოდ მისაღებ დონეზეა კომპიუტერების უმეტესობისთვის. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთსა და იმავე აპარატურაზე Windows 7 უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე Windows Vista. ასეთი ტესტირება ჩვენც ჩავატარეთ. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Windows 7 RC-ს გადმოსაწერი ბმულის მისაღებად დააჭირეთ სრულად-ს.
გადმოწერა:
Windows 7 RC 32 და 64 ბიტიანი ვერსიები
(ლინკზე იხილავთ როგორც გადმოსაწერ, ასევე საინსტალაციო ინსტრუქციებსაც. გადმოწერისას მიიღებთ CD-KEY-საც)
ბეჭდვითი ვერსია | 05-05-2009, 17:57:00 | Power_VANO
|
ვინმემ არ იცით ქართული ლინკი რომელზედაც win7 RC არის ატვირთული??? მაიკროსოფტის საიტიდან ჩემი ინტერნეტი ამ წელიცადში ვერ გადმოცერს