მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
შევცვალოთ Speed Dial-ის სურათი
შევცვალოთ Speed Dial-ის სურათი

ყველამ ვიცით, რომ IE-ს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული ბრაუზერია და რომ FF-მა მთელი ანტარქტიდა დაიპყრო, მაგრამ საქართველოში, მოგვწონს თუ არა, რატომღაც Opera ძალიან პოპულარული რჩება და ეს ჩვენს საიტზეც აისახება - ჩვენი მომხმარებლების ნახევარი Opera-ს იყენებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ხანდახან შემოგთავაზოთ პატარ-პატარა ჰაკები, რომლებიც Opera-ს ჩვენთვის უფრო სასიამოვნო მოსახმარს და ჩვენზე მორგებულს გახდის.



დღევანდელი ჰაკი Speed Dial-ს ეხება - როგორც ვიცით, Speed Dial-ის უჯრაში საიტის მითითების შემდეგ ჩნდება ამ საიტის შემცირებული ზომის გამოსახულება, იგივე Thumbnail. ყველაფერი კარგია, სანამ ეს Thumbnail მოგვწონს, მაგრამ ხანდახან საიტის შემცირებული გამოსახულება ძალიან უშნოდ გამოიყურება, ხანდახან უბრალოდ გვბეზრდება, ხანდახან კი საიტის გამოსახულების დამალვაა საჭირო :-) მოკლედ, კითხვა ნათელია - როგორ შევცვალოთ Thumbnail-ები Speed Dial-ში?

როგორც არ ვიცით, Opera ზემოთ აღნიშნულ Thumbnail-ებს ინახავს პროფილში, Thumbnail საქაღალდეში (პროფილის მისამართი იხილეთ აქ, თუ Opera-თი ხართ შემოსული). ყოველ Thumbnail-ს აქვს თავისი უნიკალური სახელი და შენახულია png ფორმატში. საკმარისია ეს სურათები ჩავანაცვლოთ სხვებით, რომ ისინი Speed Dial-შიც შეიცვლებიან. გაითვალისწინეთ, ჩანაცვლების პროცესში Opera გამორთული უნდა იყოს.

აი ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ Thumbnail-ები:

ჩანაცვლებამდე:

Speed Dial

ჩანაცვლების შემდეგ:

Modified Speed Dial

წარმატებას გისურვებთ :-)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-05-2009, 14:56:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 3


გამოხმაურება

ეგ ჩალიჩი ვიცოდი
მაგრამ ყველაზე უკეთესი მაინც მელაკუდაა და მე მაგას ვხმარობ - იდეალური ბროუზერია თუ ნორმალურ Addon-ებს დაუყენებ
22-05-2009, 18:22:17 | JohnDoe

მომეწონა ყოჩაღ, compinfo.ge
21-05-2009, 19:49:36 | svanius

ციტატა
აუ არ შვება.... რა მაინტერესებს ისევ png ფაილები უნდა ჩავყარო? და სახელი ისევ ის უნდა დავარკვათ რაც მის წინამორბედს ქონდა?[/qupte]
ხო, რა თქმა უნდა ზუსტად იგივე სახელი უნდა დაარქვა

ისე, მეც მაინტერესებს Speeddial-ებზე სახელის შეცვლა
17-05-2009, 23:19:25 | Gio_kiborg

აუ არ შვება.... რა მაინტერესებს ისევ png ფაილები უნდა ჩავყარო? და სახელი ისევ ის უნდა დავარკვათ რაც მის წინამორბედს ქონდა?
14-05-2009, 23:21:32 | shergi

კარგია, თუ ოპერას შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ კომპინფოსგან!

:)
10-05-2009, 16:05:56 | Plastic-6

მშვენიერი თემაა შემდეგი რჩევისთვის :)

დაგველოდე ;)
10-05-2009, 14:48:05 | domen

მე მაგას ვჩალიჩობდი ადრე მარა რატომღაც არ გამომივიდა ნუ ეგ არაუშავს და თქვენ ხო არიცით დაბლა უშნოდ დიდი სახელები რო წერია მაგალითად ("COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია ...") და მე რა დებილივარ და არვიცი რო ეს საინფორმაციო საიტია თუ ყოველი ჩართვის წინ მაგას ვკითხულობ და ვაზუსტებ რომელ საიტს ვრთავ? ეგენი მაგრა მაღიზიანებს ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ აქ არაფერ შუაში არ ხართ და ხოარიცით ეგ სახელი როგორ გადავარქვა? როგორც ვიცი speeddial შია ეგ ნაწერები მარა შეცვლა მაინც არ გამომდის ნუ რავი თქვენ ხო მაგრებიხართ :)
10-05-2009, 02:58:44 | fashisti

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.