Mozilla უკვე ლამის წელიწად-ნახევარია თავის ახალ პროექტზე, Prism-ზე მუშაობს და დღეს მისი პირველი ბეტა ვერსია წარმოადგინა. იდეა ძალიან მარტივია და სახელი "პრიზმა" მას სრულად წარმოადგენს - აინსტალირებთ პატარა პროგრამას, რომელიც საშუალებას გაძლევს, შექმნათ პატარა "ვებ-პროგრამები", რომლებიდანაც თითოეული მინიმალისტურ ბრაუზერს წარმოადგენს და მომართულია მხოლოდ ერთი, წინასწარ მითითებული საიტის გახსნაზე. ასე გასინჯეთ, მას მისამართის ველიც კი არ აქვს!
ჯამში პრიზმა სხვა არაფერია, თუ არა "დაშლილი" ბრაუზერი. რატომ უნდა გახსნათ მთელი ბრაუზერი, როცა Youtube-ის თვალიერება, მეილის შემოწმება ან ონლაინ კალენარის გამოყენება გსურთ? შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ პრიზმა, რომელიც თქვენს მეილს, კალენდარს თუ Youtube-ს მინი-პროგრამად აქცევს.
ესეც სადემონსტრაციო ვიდეო, პროგრამის არსში უკეთ გასარკვევად:
პრიზმის Windows ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულიდან (ჯერჯერობით სხვა ოპერაციულ სისტემებზე პროგრამა მისაწვდომი არა), ასევე გირჩევთ პრიზმის ოფიციალურ საიტსაც ეწვიოთ.
არასდროს არ მიხმარია. არ ვიცი როგორია ეხლა დამაინტერესდა აბა ვნახავ.