მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ვაგრძელებთ შეწყვეტილ ჩამოტვირთვას გადატვირთვის შემდეგ
ვაგრძელებთ შეწყვეტილ ჩამოტვირთვას გადატვირთვის შემდეგ

Opera-ს მომხმარებლებს ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ ქრება ძველი ჩამოტვირთვები ჩამოტვირთვების მენეჯერიდან სისტემის გადატვირთვის შემდეგ და ალბათ იმასაც შეამჩნევდით, რომ ხანდახან დაუმთავრებელი ჩამოტვირთვებიც ქრებიან ჩამოტვირთვების მენეჯერიდან. არადა ხანდახან ეს დაუმთავრებელი ჩამოტვირთვა 1.5 გიგაბაიტიანი ფილმის 90%-ზე მისული ნაწილია! დღეს ვისწავლით, როგორ აღვადგინოთ და გავაგრძელოთ სისტემის გადატვირთვის შემდეგ გამქრალი ჩამოტვირთვები.



თუ გადატვირთვის შემდეგ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ჩამოტვირთვა გაქრა, გააკეთეთ შემდეგი:

  1. დაიწყეთ იმავე ფაილის გადმოწერა, შეინახეთ იმავე საქაღალდეში (სხვა სახელით!), სადაც ფაილის  დაუმთავრებელი ნაწილია შენახული
  2. დააპაუზეთ ჩამოტვირთვა
  3. წაშალეთ ფაილის ახლად ჩამოტვირთული ნაწილი
  4. ფაილის ძველ ნაწილს დაარქვით ახალი ნაწილის სახელი
  5. გააგრძელეთ ჩამოტვირთვა

ამის შემდეგ დაინახავთ, რომ თურმე ოპერა იწერს 450 მბ/წმ სიჩქარით, მაგრამ არ გაგიკვირდეთ - ბრაუზერის ჩამოტვირთვის სიჩქარის გამომთვლელ ალგორითმს თავგზა აქვს აბნეული ჩვენი ტრიუკებით :-)

იგივე მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ, თუ ემთხვევით ჩამოტვირთვა წაგეშლებათ ან უცებ აღმოაჩენთ, რომ ფაილის უფრო სწრაფი სარკე (mirror) არსებობს.

აღებულია Tamil-ის ბლოგიდან.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-05-2009, 18:16:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 1.5


გამოხმაურება

JohnDoe
იკითხე ფორუმზე
22-05-2009, 18:33:23 | domen

მდა, თემაში არ ჯდება,მაგრამ სადღაც გამიგონია და მაგრად მაინტერესებს
CD ან DVD დისკებზე დახურული სესიის აღდგენა რითი შეიძლება
ყველგან სადაც ეწერა, რაღაც ესეთი პასუხი ქონდა დისკი 50 ცენტი ღირს და გადააგდე შე ჩემაო იმედია რამე სტატია იქნება სადმე მაგის შესახებ
გენიალური კითხვაა არა?
22-05-2009, 18:15:15 | JohnDoe

Gio_kiborg
ეგ კი დამავიწყდა, შეწყვეტილი ჩამოტვირთვის გაგრძელების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს იმ სერვერს, საიდანაც იწერ :) Rapidshare-ს არ აქვს ეგ.

achiko_m
არ გადაიწერება, დაუმთავრებელ ნაწილს მიამატებს და სრულ ფაილად აქცევს.
20-05-2009, 19:57:13 | domen

iliela

ეს ფორუმზე შეგიძლია იკითხო, პროგრამების ძებნის თემაში: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=72
18-05-2009, 19:33:02 | Plastic-6

მეგობრებო,მართალია,ამ თემას არ ეხება,მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ: 3d max portable9 ხომ არ გეგულებათ სადმე, ლინკი რომ დადოთ? წინასწარ დიდი მადლობა
18-05-2009, 18:38:54 | iliela

სადაც დაუმთავრებელი ნაწილია იმას ახალი ხომ გადაეწერება?
18-05-2009, 13:10:58 | achiko_m

საინტერესოა ძაან, ამასწინათ ისეთი დარხეული ქონდა ნეტს 700მბ-ს მთელი დღე ვიწერდი, 10-ჯერ მაინც გამიწყდა და აღარ გააგრძელა 70-80%-ზე ასული თან ქართული შეარ რესურსებიდან,
ნეტავ Rapidshare-ზე და მსგავსზე იმუშავებს?
17-05-2009, 23:34:26 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.