დაახლოებით სამი კვირის წინ ინტერნეტში "გაიპარა" Best Buy-ს გეგმა Windows 7-ის გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც არაოფიციალურ (და ძალიან იმედისმომცემ) ინფორმაციას იძლეოდა Windows 7-ის ფასთა სქემის შესახებ. დღეს MS-მა ოფიციალურ ფასთა სქემა გამოაქვეყნა და შეიძლება ითქვას, რომ იმედები არც ისე გამართლდა.
ფასთა სქემა ასე გამოიყურება:
Windows 7 Home Premium
Windows 7 Professional
Windows 7 Ultimate
ახალი კოპია
$199.99
$299.99
$319.99
განახლება Vista/XP-დან
$119.99
$199.99
$219.99
წინასწარ შეკვეთა*
$49.99
$99.99
-
"განახლების წინასწარ შეკვეთა" ზედმეტ განმარტებებს არ საჭიროებს, პირდაპირ სახელიდან მიხვდებით, სათქმელია მხოლოდ ის, რომ ეს სერვისი მოქმედებს დღეიდან (25 ივნისიდან) 31 იანვრამდე ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სერვისი მისაწვდომი იქნება კანადაში, იაპონიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში 15 ივლისიდან (დასრულების იმავე ვადით). მისი სარგებლობისთვის ოფიციალური Vista/XP-ს ლიცენზიის ქონაა საჭირო.
მოკლედ, არ გაამართლა მოლოდინმა, Home Premium საოცნებო $99-ის მაგივრად $199-ად გაიყიდება. როგორც ჩანს, ბევრს კიდევ დიდხანს მოუწევს გატეხილი სისტემების გამოყენება.
მე ლამერს გამაგებინეთ რა
განსხვავებაა HOME
PREMIUM>>PROFESSIONAL>>ULTIMATE? და კიდე ამ
საიტის ფორუმზე
დავრეგისრირდი 2ჯერ
სხვადასხვა იმეილით მაგრამ
არცერთზე არ მომსვლია
დადასტურება და რა ხდება?
სხვა წერილები ჩვეულებრივად
მოდის
მე პირადად არც ვიყიდიდი