მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft Office 2010 Beta - სატესტო პროგრამა
Microsoft Office 2010 Beta - სატესტო პროგრამა

MS, კარგა ხანია, Office 2010-ზე, MS Office-ის შემდეგ ვერსიაზე მუშაობს, პირველი Preview ბილდები დიდი ხნის წინ გაიპარა ინტერნეტში და ახლა MS უკვე ბეტა ვერსიის სატესტო პროგრამისთვის ემზადება. რაც ძალიან საინტერესოა, კორპორაცია სთავაზობს უბრალო მომხმარებლებს, ჩაერთონ ბეტა ტესტირების პროგრამაში, მიიღონ ლეპტოპი უფასოდ (თუმცა დროებით), იმუშაონ ამ ლეპტოპზე ინსტალირებულ Office 2010-ზე ყოველდღიურად, თავიანთი საჭიროებიდან გამომდინარე (არანაირი ვალდებულება და ძალდატანება!) და პეროიდულად გააგზავნონ კომენტარები და აღმოჩენილი შეცდომები MS-ში. პროგრამის დასრულების შემდეგ კი ისინი უფასოდ მიიღებენ MS Office-ის სრულ (მიმდინარე სრული ვერსია, Office 2007 Ultimate $680 ღირს) ვერსიას.



Microsoft Office 2010

ერთადერთი ვალდებულება, რაც ამ პროგრამის მონაწილეს ეკისრება, ყოველთვიურ გამოკითხვებსა და შეკრებებში მონაწილეობაა, რაც ძნელი ნამდვილად არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ სანაცვლოდ MS მათ 24 საათიან უფასო მხარდაჭერას ჰპირდება. და, რაც მთავარია ჩვენი მკითხველების უმრავლესობისთვის  - ეს პროგრამა მხოლოდ ა.შ.შ.-ში მცხოვრებთათვისაა მისაწვდომი. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ყურება და ნერწყვების ყლაპვა შეგვიძლია :-)

თუმცა, თუ რომელიმე ჩვენი მკითხველი აპირებთ წასვლას ან უკვე ა.შ.შ.-ში ცხოვრობთ, გაითვალისწინეთ ეს შემოთავაზება. მოინახულეთ პროგრამის ვებ-გვერდი და ჩაეწერეთ პროგრამაში ამ ფორმის შევსებით, დანარჩენს MS გადაწყვეტს.

პროგრამაში სამონაწილეოდ ჩაწერა 30 ივნისს მთავრდება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-06-2009, 11:12:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

ეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ამერიკა ამერიკა
03-07-2009, 04:26:36 | giorgi22

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.