COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Web News » Google Earth + Augmented Reality

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2209


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Web News
Google Earth + Augmented Reality
Google Earth + Augmented Reality
Google Earth ყველას გვიყვარს. მისი საშუალებით შეიძლება ნებისმიერი ადგილის რაღაც დონეზე დათვალიერება, ვირტუალური მოგზაურობების მოწყობა, ადგილებს შორის გზის პოვნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ Google Earth–ის მთელი ხიბლი ეს არაა – მისი გამოყენებით შეიძლება ათასგვარი სახალისო თამაშის თუ გამოსადეგი პროგრამის შექმნა.

მაგალითად მოვიყვანოთ Ships, თამაში, რომელიც იყენებს Google Earth–ს და გემით გამოგზაურებთ დედამიწის გარშემო, ან კიდევ მონოპოლია, რომელიც მთელ დედამიწაზე ითამაშება, პირდაპირ თქვენი ქუჩის ყიდვა შეგიძლიათ (ოღონდ ეს ქუჩა Google Earth–ში უნდა იყოს დატანილი).

და გუშინ გახდა ცნობილი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო წამოწყების შესახებ, ოღონდ ეს უკვე თამაშის ფარგლებს სცილდება: Georgia Tech–ის მეცნიერებმა დაამუშავეს მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დავიტანოთ Google Earth–ზე ვებ–კამერის მიერ რეალურ დროში მოწოდებული ვიდეომასალა. ეს კი საშუალებას იძლევა პირდაპირ Google Earth–ში ვნახოთ, როგორ მოძრაობენ (ან საცობში დგანან) ქუჩებში მანქანები, როგორ თამაშობენ ფეხბურთს სტადიონზე, როგორ მოძრაობენ ფეხით მოსიარულენი –  პირდაპირ ეთერში!

თქმა არ უნდა – პროექტი ჯერ ჩანასახის სტადიაშია და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სადემონსტრაციო ვიდეორგოლია მისაწვდომი, მაგრამ რაც არის, უბრალოდ შესანიშნავია!

მოკლედ, უყურეთ და გაოგნდით:




ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-09-2009, 19:20:00 | domen
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

OMG



























05-10-2009, 17:19:45 | Dixtosa

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.