COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Color Picker

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2220


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Color Picker
Color Picker
ვებ–დიზაინერების ცხოვრებაში ძალიან ხშირად, ტექ. მანიაკების ცხოვრებაში იშვიათად და საშუალოსტატისტიკური მომხმარებლების ყოველდღიურობაში თითქმის არასდროს საჭიროა დავაკოპიროთ სადმე საიტზე, სურათზე თუ ვიდეოში ნანახი ფერი. ერთი გზაა, ვიზუალური მსგავსების მიხედვით ავარჩიოთ ფერი რომელიმე სურათის რედაქტორში (Paint, Paint.NET, Photoshop ..), მაგრამ ეს მოუხერხებელიცაა და სიზუსტის გარანტიასაც არ იძლევა. სწორედ ამიტომ არსებობენ "ფერის ამღები" (Color Picker) პროგრამები, რომლებიც ეკრანზე გამოსახული ნებისმიერი ფერისთვის მის RGB კოდს იძლევიან, რომლის საშუალებითაც ფერის ხელახლა მიღება ნებისმიერ ფოტო რედაქტორში შეიძლება.

საქმე ისაა, რომ უმეტეს შემთხვევებში ასეთი პროგრამები ან უაზროდ ძვირია და არც ისე საჭირო დამატებითი ფუნქციები აქვთ, ან უფასოა და ზე–მინიმალისტური. Color Picker მათ შორის ბალანსს წარმოადგენს.


პროგრამას გააჩნია ერთდროულად რამდენიმე ფერის შენახვის შესაძლებლობა, ფერების HTML, RGB, HEX. HSV/HSB და HSL კოდების გენერირება, შესაძლებელია მიმდინარე ფერების კოდების შენახვა ფაილში და მათი შემდგომ გახსნაც, მხარდაჭერილია "ცხელი კლავიშების" სისტემა და ერთი სასიამოვნო დანამატი – პროგრამას შეუძლია ფერის მსგავსი ფერების ჩვენებაც, რაც ვებ–დზაინისერთვის რაღაც დონით დხმარებასაც წარმოადგენს.

Color Picker უმარტივესია გამოყენებაში – უბრალოდ ჩამოტვირთეთ პროგრამა, გაუშვით (ინსტალაციას არ საჭიროებს), მიმართეთ კურსორი სასურველ ფერთან და დააჭირეთ კომბინაციას Alt+X, ფერი პროგრამის ფერების ბუფერში დაემატება, იქვე შეგიძლიათ მისი შესაბამისი სხვადასხვა კოდის მიღება და მსგავსი ფერების ნახვაც.


პროგრამის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ მისამართიდან (მიმდინარე ვერსიაა 2.1), ოფიციალური ვებ–გვერდი (დამატებითი ინფორმაციით) აქაა განთავსებული.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-10-2009, 12:13:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

chiora-chiora, ინსტალაცია არ სჭირდება და სულ 300 კბ-მდეა ზომაში

პირადად მე ვიყენებ მშვენივრად, როცა მჭირდება. პირიქით, ფოტოშოპს ვთვლი ზედმეტ ხარახურად :P
06-10-2009, 17:53:16 | domen

ასეთი ხარახურებისთვის მენანება ადგილი ჰარდზეც და ნერვებიც საინსტალაციოდ. რატომ ავიტკიო აუტკივარი თავი? პრინტ სქრინი და ფოტოშოპი :)

ალბათ მაინც გამოუცნდება თავისი მომხმარებელი ამ პროგრს
06-10-2009, 17:18:35 | chiora-chiora

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.