როცა ივნისში EU–მ მოითხოვა ყველა პოპულარული ბრაუზერის ინტეგრირება Windows 7–ში, ზოგს ეს სიცილადაც არ ეყო, ზოგს პროტესტის გრძნობა გაუჩნდა და ზოგიც სიხარულით შეხვდა ამ ახალ ამბავს. თუმცა მალე გამოჩნდა, რომ EU არ ხუმრობდა და MS–მა (მას მერე, რაც სისტემაში IE–ს არსებობის აუცილებლობა მოიხსნა) დაამუშავა კიდეც ერთი გზა – "ასარჩევი ეკრანი" (Ballot Screen), რომლის მიხედვითაც სისტემის ისნტალირების შემდეგ მომხმარებელი დაინახავდა ვებ–გვერდს, რომელზეც მოცემული იქნებოდა ყველა პოპულარული ბრაუზერი და აირჩევდა მისთვის სასურველს.
მართალია, Opera–მ და Mozilla–მ ამ მეთოდსაც მოუნახეს წუნი (დააკვირდით, რომელ ბრაუზერშია ეს გვერდი გახსნილი :–)), მაგრამ EU–სთვის ის მისაღები აღმოჩნდა და საბოლოოდ 5 წლის ვადით დაამტკიცა კიდეც იგი.
რაც შეეხება დეტალებს: "ასარჩევ ეკრანზე" ადგილი 12 ბრაუზერისთვისაა დაჯავშნული, ბრაუზერები კი EU–ს ტერიტორიაზე პოპულარობის მიხედვით შეირჩევა (ეს გარანტიას იძლევა, რომ Opera, FF, Safari და Chrome მოხვდებიან). ეკრანზე მოთავსებული იქნება თორმეტივე ბრაუზერის ჩამოსატვირთი ბმულები და ბმულები "მეტი ინფორმაცია" (Tell Me More), რომლებიც ამ ბრაუზერების აღწერის შემცველ გვერდებზე გადამისამართდება.
გეთანხმებით ორივეს, მართლაც
მარაზმი და უსამართლობაა,
ისე IE8 კი არა IE7-ია როგორც
ვიცი
მოკლედ EU-ში საქმე აღარაფერი
აქვთ რა ეს რომ არ
გამოჩენილიყო მახათი ქონდათ
საძებარი
ისე მე ოპერას
მხარდამჭერივარ თუმცა მინდა
ვთქვა რომ მაგარი კვერცხები
არიან და უსამართლობაა ის
რასაც ეგენი აკეთებენ...
იგივეა რომ მერსედესი იყიდო
და მოგიწიოს ბორბლების
არჩევა სხვადასხვა ფირმის....
მოკლედ M$ უშვებს მაგ სისტემას
ხო? ხოდა შიგნით რასაც უნდა
იმას ჩადებს ვისი რა საქმეა?
ვინმეს რამე თუ არ მოსწონს
ცივი წყალი დალიოს არავინ არ
აძალებთ ვინდოუსის ყიდვას....
გეთანხმებით ორივეს, მართლაც მარაზმი და უსამართლობაა, ისე IE8 კი არა IE7-ია როგორც ვიცი
მოკლედ EU-ში საქმე აღარაფერი აქვთ რა ეს რომ არ გამოჩენილიყო მახათი ქონდათ საძებარი