Device Doctor
სისტემის დაყენების შემდეგ პირველი საზრუნავი დრაივერების მოძიებაა. ახალი პრინტერის, ფოტოკამერის თუ რაიმე სხვა მოწყობილობის კომპიუტერთან მისაერთებლად ისევ და ისევ დრაივერებია საჭირო. დრაივერები სისტემის ისეთი ბუნებრივი და საჭირო ნაწილთაგანია, რომელთა არსებობასაც ვერ იგრძნობთ, არყოფნას კი აუცილებლად შეამჩნევთ. დრაივერები, როგორც წესი, ყველა მოწყობილობას მოჰყვება ლამაზად მოხატულ დისკებზე და ეს უკანასკნელნი კი, როგორც წესი, ისე ადვილად იკარგებიან რომ არ შეიძლება, მათი ამ უნარის დახვეწილობით აღფრთოვანებული არ დარჩე ტექ. მანიაკი. ასე რომ, კომპიუტერში ერთი "ამოუცნობი ობიექტი" თითქმის ყოველთვის რჩება.
ეს პრობლემა, თამამად შეიძლება ითქვას, ყველას ერთნაირად აწუხებს, ამიტომ შეიქმნა მთელი სახეობა პროგრამებისა, რომელთაც კომპიუტერში არსებული ნაწილების ამოცნობა და მათი დრაივერების ჩამოტვირთვა ევალებათ. ისინი მეტ–ნაკლებად კარგად ართმევენ თავს თავინთ საქმეს, მარგამ ყველას ერთი ნაკლი აქვს – ფასი. დიდი ხნის მანძილზე ამ კატეგორიაში უფასო პროგრამა არ არსებობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა Device Doctor და სიტუაცია შეიცვალა – უკეთესობისკენ. Device Doctor–ს რამდენიმე შესანიშნავი თვისება აქვს, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ:
Device Doctor–ის უკან ადამიანები დგანან და შეცდომები შეიძლება მათაც მოუვიდეთ, რომ არაფერი ვთქვათ მათ შექმნილ პროგრამაზე. ამიტომ შესაძლებელია Device Doctor_მა ხანდახან მოძველებული, ხანდახან კი საერთოდ არასწორი დრაივერიც შემოგთავაზოთ, თუმცა, თუ დავეყრდნობით პროგრამის განხილვებს და ჩვენს პირად გამოცდილებას, ამის შანსი მინიმალურია. პროგრამის ბოლო ვერსიის (1.0.0.1) ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ მისამართიდან, ხოლო ოფიციალური გვერდის მონახულება ამ ბმულზეა შესაძლებელი. ბეჭდვითი ვერსია | 08-10-2009, 20:21:00 | domen |
|
pavilion dv 6000 is თითის ანაბეჭდის ამომცნობის დრაივერი მონდა და საიდან გადმოვწერო მისამარტი მონდა hp საიტზე ვერ ვნახე